Home » ფინანსები (page 228)

ფინანსები

ეროვნული ბანკი “ხელოვნურად” ზღუდავს და აკორექტირებს ლარზე მოთხოვნას

ეროვნული ბანკი "ხელოვნურად" ზღუდავს და აკორექტირებს ლარზე მოთხოვნას

რეფინანსირების სესხით ეროვნული ბანკი ხელოვნურად ზღუდავს კომერციული ბანკების მოთხოვნას ლარზე, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან კალანდაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. ექსპერტი წერს, რომ კიდევ ერთხელ შეეცდება ახსნას თუ რატომ მოქმედებს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე გაცემული რეფინანსირების სესხი ლარის კურსზე უარყოფითად და შემდგომში ამ საკითხზე კამათში შესვლას არ აპირებს. “კიდევ ერთხელ შევეცდები ავხსნა და დავწერო, თუ რატომ მოქმედებს ეროვნული ბანკის ...

Read More »

,,ეროვნული ბანკისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია ლარის კურსიც და ფინანსურ სტაბილურობაც”

"საგარეო ფაქტორების შოკის პიკი, რომელიც ლარის გაუფასურებაზე ახდენს გავლენას, მალე გადაივლის"

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის ლევან კალანდაძის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური პრობლემები მანამ არ დასრულდება, სანამ არ დაიწყება რეალური საწარმოო სექტორის დაფინანსება. როგორც კალანდაძემ პორტალ ,,კვირას’’ პრესკლუბში განაცხადა, რეალური საწარმოო სექტორის დაფინანსება იმ პოლიტიკის პირობებში, რასაც ეროვნული ბანკი ახორციელებს, პრაქტიკულად შეუძლებელია. მისივე თქმით, ქვეყანას არ აქვს არც ჯანსაღი საფინანსო სისტემა და არც ჯანსაღი ფინანსური რეგულირების სისტემა. „როცა ვეყრდნობით ან ვიშველიებთ საერთაშორისო ...

Read More »

ეროვნული ბანკის საქმეს მთავრობა გააკეთებს

ეროვნული ბანკის საქმეს მთავრობა გააკეთებს

მთავრობა მილიარდი ლარის დარეზერვებას აპირებს, ნაცმოძრაობის და მისი სატელიტების საბოტაჟი მთავრობაზე გრძელდება. ბიუჯეტი გაცვლით კურსზე არანაირი ზეგავლენას არ ახდენს, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას. „საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ბიუჯეტში შემოსავლებისა და მიმდინარე ხარჯების გეგმები უკვე შეამცირა. გარდა ამისა, უნდა ვთქვა, რომ წლის განმავლობაში დაახლოებით 400 მილიონი ლარი დავაგროვეთ, რომელიც გადასახადებით და სხვა შემოსულობებით შემოვიდა. ...

Read More »

ლარს ვერც ზაფხულმა უშველა – ექსპერტთა ნაწილი გამოსავალს გიორგი ქადაგიძის გადადგომაში ხედავს

სავალუტო ქაოსი გრძელდება

ლარის გაუფასურება კვლავ გრძელდება. მიუხედავად იმისა რომ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტთა უმეტესი ნაწილი, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ლარი გამყარებას აანონსებდა, მოლოდინი არ გამართლდა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გაზრდილია ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა, თბილისმა ახალგაზრდული ოლიმპიადას წარმატებით უმასპინძლა, რასაც ლოგიკურად ეროვნული ვალუტის გამყარება უნდა გამოეწვია, თუმცა, პროცესები სრულიად ალოგიკურად განვითარდა და ლარის დრეიფი კვლავ გრძელდება. ამ ყველაფრის ფონზე კი მუდმივად ...

Read More »

საბოტაჟი გრძელდება – ქადაგიძემ ლარის კურსი მაინც გააფუჭა

საბოტაჟი გრძელდება - ქადაგიძემ ლარის კურსი მაინც გააფუჭა

ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისადმი გაცემულ სესხებსა და ლარის გაცვლით კურსს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე გაცემულ სესხებსა და ლარის გაცვლით კურსს შორის მჭიდრო კორელაციური კავშირი არსებობს. კვლევაში შესაბამისი გრაფიკული გამოსახულებებით განმარტებულია, რომ რაც უფრო იზრდება ეროვნული ბანკიდან კომერციული ბანკებისათვის გაცემული სესხების მოცულობა, მით უფრო უარესდება ლარის ...

Read More »

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა უფრო მეტად უნდა მომხდარიყო

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა უფრო მეტად უნდა მომხდარიყო

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რეფინანსირების განაკვეთის 5,5 პროცენტიდან 6 პროცენტამდე გაზრდასთან დაკავშირებით ექსპერტულ წრეებში ორგვაროვანი შეფასებები მოყვა. ყოფილი ფინანსთა მინისტრის და ეკონომიკის ექსპერტ მირიან გოგიაშვილის აზრით, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება მართებულია, თუმცა დაგვიანებული – „ეროვნული ბანკის კონსტიტუციური მოვალეობა არის და კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომ ინფლაციის მაჩვენებლები იყოს უპირველესი, სამწუხაროდ ეს ესეა, შესაბამისად ეროვნულმა ბანკმა სწორედ იმოქმედა, თუმცა მე ვიტყოდი, რომ, ხშირ ...

Read More »

აფხაზური მილიონები მილიონერთა ბიზნესისთვის: ოკუპირებულ სოხუმის ეკონომიკური ვნებები

აფხაზური მილიონები მილიონერთა ბიზნესისთვის: ოკუპირებულ სოხუმის ეკონომიკური ვნებები

აფხაზური ბიზნესი საინვესტიციო პროგრამების მოლოდინშია. პირველი პროექტები უკვე შევიდა აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროში, სადაც პირველად არჩევას გაივლის. მათ შორის ყველაზე პერსპექტიული პროექტები მოსკოვის ”საინვესტიციო სააგენტოში” გაიგზავნება, შემდეგ კი რუსული ბანკები ფულს გადმორიცხავენ. ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს სამუშაო ჯგუფში შედიან ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ასტამბურ აპბა, ე.წ. ფინანსთა მინისტრი ამრა კვარანძია, ე.წ. ვიცე-პრემიერი დიმიტრი სერიკოვი, ე.წ. პარლამენტის ...

Read More »

გიორგი ქადაგიძე: განსაკუთრებულ მერყეობას კურსზე არ ველოდებით

გიორგი ქადაგიძე: განსაკუთრებულ მერყეობას კურსზე არ ველოდებით

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით – 6 პროცენტამდე გაზარდა. პოლიტიკის გამკაცრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გაზრდილი ინფლაციური მოლოდინებით ახსნა. ქადაგიძემ ბრიფინგზე ლარის გაცვლით კურსზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკვე არსებული შოკი მიღებულ გაუფასურებაში არის ასახული. „ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე არსებული შოკი მიღებულ გაუფასურებაში არის ასახული. მარტივად რომ ვთქვათ, ის მილიარდ დოლარიანი ...

Read More »

ქადაგიძემ ლარის გაუფასურების ახალი მიზეზი იპოვა

ქადაგიძემ ლარის გაუფასურების ახალი მიზეზი იპოვა

სებ–ის პრეზიდენტი ლარის კიდევ გაუფასურებას ქვეყანაში დოლარის მარაგების დაგროვებით ხსნის კომპანიების და სხვა აქტორების მიერ დღეს ხდება დოლარის მარაგების დაგროვება, რაც ლარის კურსზე დამატებით ზეწოლას ახდენს, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ უკვე არსებული შოკი მიღებულ გაუფასურებაში ასახულია. “მარტივად რომ ვთქვათ, ის მილიარდ დოლარიანი ...

Read More »