Home » ფინანსები (page 2)

ფინანსები

სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მორიგი ინტერვენცია განახორციელა. სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0417 შეადგინა.

Read More »

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის. ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა იმ მიმდინარე პროექტებში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. 2020 წლის რთველის სეზონზე, ყურძნის ჩამბარებელ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით. პროექტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამოქმედდება ქვეკომპონენტები: „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები“ და „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის ...

Read More »

საპენსიო სააგენტოს დანაზოგი დღეის მდგომარეობით 832 მლნ ლარს შეადგენს

საპენსიო სააგენტოს დანაზოგი დღეის მდგომარეობით 832 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო დარიცხული ამონაგები 58 მილიონ ლარამდეა. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სქემაში ჩართულია 1 030 000 მონაწილე და 65 838 ორგანიზაცია, აქედან, კერძო სექტორიდან 798 121, ხოლო საჯარო სექტორიდან 231 493 მონაწილე. კერძო სექტორიდან მამაკაცების რაოდენობა 445 306 შეადგენს, ხოლო ქალბატონების 352 815-ს. საჯარო სექტორიდან მამაკაცების რაოდენობა 140 553-ია, ქალბატონების კი, 90 940. ...

Read More »

რამდენმა ადამიანმა ისარგებლა 300 და 200-ლარიანი კომპენსაციით?

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 165 626 პირი. მათგან 104 547 პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. გადაირიცხა სულ 31 364 100 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, სააგენტოს ცნობით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 125 165 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 25 033 000 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

Read More »

დღეიდან, 70 წელს ზემოთ პენსიონერებს, პენსია 30 ლარით გაეზრდებათ და 250 ლარს მიაღწევს

70 წელს ზემოთ პენსიონერებს, დღეიდან, 1-ელი ივლისიდან პენსია 30 ლარით გაეზრდებათ და 250 ლარს მიაღწევს. გარდა ამისა, მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, იზრდება მაღალმთიან სოფლად მცხოვრები პენსიონერების პენსიაც და ის 300 ლარით განისაზღვრება. პენსიების ზრდა 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტით არის გათვალისწინებული, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ და სხვა ეკონომიკურმა უწყებამ იმუშავა.

Read More »

„თიბისი ფეი“ 1 ლარიან საკომისიო გადასახადს აუქმებს

აქ.ახლა, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისი ფეი სწრაფი გადახდის აპარატებიდან თიბისის ნებისმიერ ანგარიშზე (ფიზიკური პირები) თანხის შეტანის საკომისიო გადასახადს სრულად აუქმებს. გადაწყვეტილება კომპანიამ მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად მიიღო. სიახლე თიბისის ნებისმიერ ფილიალში, ასევე, გარე ლოკაციაზე განთავსებულ თიბისის სწრაფი გადახდის ტერმინალებს შეეხება. ამ დრომდე, მომხმარებელს 1 ლარიანი საკომისიო გადასახადი ფილიალის გარეთ განთავსებული აპარატებით სარგებლობის დროს, თიბისის ანგარიშზე თანხის შეტანისას ერიცხებოდა. „თიბისი მომხმარებელზე ორიენტირებული ...

Read More »

ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეები ძირითადი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

მცირე მეწარმეები, რომლებიც ე.წ. ხოფის ბაზრობაზე ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას, ძირითადი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. ამ გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ მოიჯარეებს პირადად აცნობა. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ერთობლივი ძალებით უნდა მოხდეს ბრძოლა ეკონომიკურ კრიზისთან და კრიზისით გამოწვეულ შედეგებთან, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ მოქალაქეებს. ,,ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეები გათავისუფლდებიან ძირითადი საიჯარო გადასახადისგან. ასევე, ჩვენ მოვახდინეთ შესაბამისი ...

Read More »

TBC Research: მაისში 91,000-მა ადამიანმა ხელფასი ვერ მიიღო

2020 წლის მაისში საქართველოში 91,000-ით უფრო ნაკლებმა აიღო ხელფასი, ვიდრე 2020 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში. ხოლო, აპრილთან შედარებით კი ხელფასის მქონეთა რაოდენობა 11,700-ით არის შემცირებული.   ამის შესახებ TBC Research-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, ხელფასის მიმღებთა პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება HORECA სექტორში შეინიშნება, თუმცა რაოდნეობრივად ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორია შემცირებული. ნეგატიური ეფექტი დიდია უძრავი ქონების, გართობა/ხელოვნების, მშენებლობის, პროფესული და სხვა ...

Read More »

„თიბისიმ“ უზბეკეთში საბანკო ოპერაციების განხორციელება დაიწყო

„თიბისის“ პირველი მომხმარებელი უკვე უზბეკეთშიც ჰყავს. ბანკმა საბანკო ოპერაციების განხორციელება დღეიდან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე „თიბისი“ უზბეკეთში ე.წ.Friends and Family რეჟიმში ფუნქციონირებს, რაც საბანკო ოპერაციების მომხმარებლების შეზღუდული რაოდენობისთვის შესრულებას გულისხმობს. მათივე ცნობით, ბანკი მიმდინარე წლის აგვისტოდან უკვე ყველა მსურველს მოემსახურება. „თიბისის“ პირველი ფილიალი უზბეკეთში უკვე გაიხსნა. ციფრულ სერვისებზე ორიენტირებული სტრატეგიით, ბანკი მომხმარებელს ძირითადად ონლაინ პლატფორმის, ...

Read More »

მაგთიკომის მადა კიდევ ერთხელ დაიბლოკა

კომპანია „მაგთიკომი“ 25-ლარიან ულიმიტო პაკეტს „მარტივი 25“ ვეღარ გააუქმებს. კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება საცალო მომსახურებების ბაზარზე ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგად მიიღო. როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, აბონენტებს მომსახურება შეუნარჩუნდებათ და ულიმიტო პაკეტის გააქტიურების შესაძლებლობა 7 ივლისის შემდეგაც ექნებათ. ” კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „მაგთიკომის“ მიერ დაანონსებული ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზების, „მარტივი 25“-ის გაუქმება და ...

Read More »