Home » ფინანსები (page 191)

ფინანსები

2016 წლის ბიუჯეტის პროექტი – რომელი სამინისტრო მიიღებს ყველაზე მეტ დაფინანსებას

2016 წლის ბიუჯეტის პროექტი – რომელი სამინისტრო მიიღებს ყველაზე მეტ დაფინანსებას

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, უწყებებს შორის ყველაზე მეტი დაფინანსება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს გამოეყოფა. “საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე შესულია. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში და მომავალი ...

Read More »

საგადასახდელო ბალანსი ადასტურებს, რომ ლარს ხელოვნურად აუფასურებდნენ

საგადასახდელო ბალანსი ადასტურებს, რომ ლარს ხელოვნურად აუფასურებდნენ

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მე-2 კვარტალში მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, ლარმა არათუ გამყარება დაიწყო, არამედ მესამე კვარტლის მიწურულს მისი მკვეთრი გაუფასურება მოხდა. ეკონომისტების განმარტებით, მაკროეკონომიკური პარამეტრები აგვისტოში ლარის კიდევ უფრო მეტად გაუფასურების საფუძველს არ იძლეოდა. ფაქტი ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ 1 დოლარის ღირებულება 2,48 ლარს აჭარბებდა და ათასობით მოქალაქემ, რომელთაც სესხი დოლარში აქვთ, სერიოზულად იზარალა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ...

Read More »

აფბა: რომ არა ეროვნული ბანკის ხელშემშლელი პოლიტიკა, ლარს გამყარების ტენდენცია ექნებოდა

აფბა: რომ არა ეროვნული ბანკის ხელშემშლელი პოლიტიკა, ლარს გამყარების ტენდენცია ექნებოდა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიცითი მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც ლარის კურსზე დადებითი გავლენა უნდა მოეხდინა. თუმცა, ეროვნული ბანკის პოლიტიკის ნეგატიური ზემოქმედების გამო მოხდა საპირისპირო და მეორე კვარტალში ლარი დასტაბილურების ნაცვლად, კვლავ გაუფასურდა – ასეთ შეფასებას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ მეორე კვარტლის საგადასახდელო ბალანსის გამოქვეყნების შემდეგ აკეთებს. როგორც „აფბას“ პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე აცხადებს, 2015 წლის ...

Read More »

ლარი 20 წლისაა

ლარი 20 წლისაა

ლარი 20 წლის გახდა. 1995 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად ახალი ქართული ეროვნული ვალუტა – ლარი გამოცხადდა. მიმოქცევაში გავიდა – 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ღირებულების საბანკო ბილეთები. სიტყვა “ლარი”, რომელიც ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად შეირჩა, ძველი ქართული სიტყვაა და ზოგადად განძს, ქონებას ნიშნავს, ხოლო, “თეთრი”, რომელიც ლარის მეასედ ...

Read More »

ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშება თიბისი ბანკისგან

ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშება თიბისი ბანკისგან

წამახალისებელი გათამაშება თიბისი ბანკის ინტერნეტბანკის მომხმარებლებისთვის! მათ, ვინც უკვე სარგებლობს ან ახლა ისარგებლებს  თიბისი ბანკის ინტერნეტბანკით,  შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონაქციაშიდა მოიგონ – Apple-ის პროდუქცია, ფულადი პრიზებიდასუპერპრიზი –   ბინა გუდაურში. აქციის ფარგლებში შედგება სამი გათამაშება, რომლის შედეგადაც ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლები სხვადასხვა პრიზს მოიგებენ. ბინა ფინალურ ეტაპზე, 15 იანვარს გათამაშდება.გათამაშებაში მონაწილეობა შუძლია ყველას, ვინც 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლითთიბისი ბანკის ინტერნეტ ან ...

Read More »

საქართველოში კრედიტი დეპოზიტზე სამჯერ ძვირია

საქართველოში კრედიტი დეპოზიტზე სამჯერ ძვირია

ლარის კურსის გაუფასურების გამო, მაღალი რისკიანობიდან გამომდინარე, სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდაა მოსალოდნელი. ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრების გამო, რეფინანსირების სესხებზე მიბმული საპროცენტო განაკვეთები უკვე გაიზარდა. მიუხედავად ამგვარი ტენდენციისა, დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები უცვლელი რჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საბანკო სექტორი სპრედის (სესხებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა) მაჩვენებლით ისევ ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საშუალო საპროცენტო ...

Read More »

“საპარტნიორო ფონდის ახალ საფინანსო ინსტიტუტად გარდაქმნა ეტაპობრივად მოხდება”

“საპარტნიორო ფონდის ახალ საფინანსო ინსტიტუტად გარდაქმნა ეტაპობრივად მოხდება”

  “საპარტნიორო ფონდს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, ირაკლი კოვზანაძის საფინანსო სააგენტოს ხელმძღვანელად გადასვლის შემდეგ, ამ პოსტზე საქართველოს პრემიერმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე დანიშნა. “საპარტნიორო ფონდი” არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაარსდა 2011 წელს. “საპარტნიორო ფონდის” საქმიანობა ხორციელდება ორი ძირითადი მიმართულებით: – პირველია აქტივების მართვა. ფონდის აქტივების პორტფელი შედგება შემდეგი სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიებისგან: “საქართველოს რკინიგზა” – 100% წილი; “საქართველოს ნავთობისა და ...

Read More »

თიბისი ბანკი – ყველაზე აქტიური ბანკი სოციალურ ქსელებში  

თიბისი ბანკი - ყველაზე აქტიური ბანკი სოციალურ ქსელებში  

 თიბისი ბანკი სოციალურ ქსელებში  ყველაზე აქტიურ ბანკად დასახელდა.  კვლევა ინტერნეტპორტალმა, Taripebi.ge-მ ჩაატარა. 2015 წლის 28 სექტემბრის მონაცემებით, თიბისი ბანკს Facebook-ის ოფიციალურ  გვერდზე  506 804 მოწონება, Instagram-ზე 4 242 Follower, ხოლო  youtube-ზე 4062 გამომწერი ჰყავს.     Taripebi.ge-ს მიერ ჩატარებული კვლევისფარგლებში,  საქართველოს თითოეულიბანკის Facebook ლაიქების, Instagram Follower-ებისადა Youtube გამომწერებისრაოდენობა დაჯამდა, რის შედეგადაც, თიბისი ბანკმა სამივე კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.   „ჩვენთვის ...

Read More »

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციური სტატისტიკური ბიზნეს-პროცესის მოდელი შექმნა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციური სტატისტიკური ბიზნეს-პროცესის მოდელი შექმნა

ეროვნული ბანკის, ახალი, ინოვაციური სტატისტიკური ბიზნეს-პროცესის მოდელის – სებსტატის დეტალური გაცნობის მიზნით, საქართველოს SWIFT-ის მარკეტინგის მენეჯერი ჯონას ბერგშტრომი ესტუმრა. სებსტატი, რომლის დანერგვაც წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს საბანკო სისტემაში, უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად შეცვლის ექსელზე დაფუძნებულ სტატისტიკურ ანგარიშგებას თანამედროვე ვებ-პროგრამებზე აგებული ანგარიშგებით. ასევე, აღნიშნული პროექტი წინგადადგმული ნაბიჯია საბანკო სტატისტიკის წარმოების სფეროში, რაც უზრუნველყოფს ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის მიღების, ხარისხის კონტროლის, დამუშავებისა და გავრცელების ...

Read More »

კომპანია Bitfury საქართველოში მეგამონაცემთა ცენტრში 100 მილიონ დოლარს დებს

კომპანია Bitfury საქართველოში მეგამონაცემთა ცენტრში 100 მილიონ დოლარს დებს

კომპანია Bitfury საქართველოში 100-მილიონდოლარიანი ინვესტიციით შემოდის – თბილისში მეგამონაცემთა ცენტრისა და პირველი ტექნოლოგიური პარკის მშენებლობა იგეგმება. ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურის მიმწოდებლებს შორის მსოფლიოში წამყვანი კომპანია BitFury Group საქართველოში უკვე მეორე საპროცესინგო მონაცემთა ცენტრს აშენებს, ამჟამად თბილისში. იგი BitFury Group-ის მასშტაბური პროექტის, საქართველოს ტექნოლოგიური პარკის ნაწილი იქნება. კომპანია ტექნოლოგიურ პარკს თბილისში, გლდანში, სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან შეძენილ 18 ჰა მიწის ნაკვეთზე გააშენებს. „საქართველო ...

Read More »