Home » ფინანსები (page 163)

ფინანსები

მიხეილ დუნდუა: ლარის გამყარებისთვის აუცილებელია სამომხმარებლო სესხების შეზღუდვა

მიხეილ დუნდუა: ლარის გამყარებისთვის აუცილებელია სამომხმარებლო სესხების შეზღუდვა

გასულ კვირას ეროვნულმა ვალუტამ პოზიტიური ტენდენცია აჩვენა და რამდენიმე პუნქტით გამყარდა, თუმცა, მიმდინარე კვირას კვლავ გაუფასურების ტრენდი ჩანს. რა არის ლარის გაუფასურების მიზეზი მიმდინარე კვირას და როგორ უნდა გაგრძელდეს გამყარების ტენდენცია? როგორც „კომერსანტთან“ ექსპერტი მიხეილ დუნდუა აცხადებს, არსებულ სიტუაციაში სამომხმარებლო სესხების შეზღუდვა აუცილებელია, რადგანაც დღეს სამომხმარებლო სესხების გაცემა აჩენს მოთხოვნას საიმპორტო პროდუქციაზე, შედეგად მეტი დოლარი გადის ქვეყნიდან. დუნდუას შეფასებით, ეს ...

Read More »

საარსებო მინიმუმი 6,1 ლარით გაიზარდა და 161,9 ლარი შეადგინა

საარსებო მინიმუმი 6,1 ლარით გაიზარდა და 161,9 ლარი შეადგინა

საარსებო მინიმუმი ერთი წლის განმავლობაში 6,1 ლარით (4%) გაიზარდა და 2015 წლის სექტემბერში 161,9 ლარი შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2014 წლის სექტემბერში საარსებო მინიმუმი 155,8 ლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოსთან შედარებით  საარსებო მინიმუმი 4 ლარით გაიზარდა. “საქსტატის” ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 143,4 ლარი შეადგინა, საშუალო ოჯახისამ – 271,6 ლარი. ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, 143,4 ლარით განისაზღრა, ექვსსულიანის და მეტის ...

Read More »

ავტომობილების ექსპორტი შემცირებულია

ავტომობილების ექსპორტი შემცირებულია

საქსტატის“ მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი საქართველოდან წელს 9 თვეში, შარშანდელ იანვარ-სექტემბერთან შედარებით 2.9-ჯერ არის შემცირებული. წელს 9 თვეში საქართველოდან უცხოეთში $140.902 მლნ-ის ავტომობილების ექსპორტი მოხდა, ხოლო შარშან იგივე პერიოდში – $408.545 მლნ-ის. წლევანდელი ექსპორტი მთლიანი საგარეო გაყიდვების 8.6%-ია, ხოლო შარშან იანვარ-სექტემბერში მსუბუქ ავტომობილებზე მთელი ექსპორტის 19% მოდიოდა და ის ნომერ პირველი პოზიცია იყო საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტებს შორის. წელს ავტომობილების ...

Read More »

რა ფინანსური შემოსავალი მიიღო “რუსთავი 2”-მა მიმდინარე წელს

რა ფინანსური შემოსავალი მიიღო "რუსთავი 2"-მა მიმდინარე წელს

2015 წელს “რუსთავი 2”-ის ფინანსურმა შემოსავალმა 29 მილიონი შეადგინა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალის თანახმად, 2015 წლის მესამე კვარტალში ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის რეკლამიდან მიღებულმა შემოსავლებმა 6.733,861 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, კომპანიის საეთერო დროის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 48,306 ლარი იყო, სპონსორობიდან შემოსავალმა 90,678 ლარი შეადგინა. გრაფაში – სხვა შემოსავლები, “რუსთავი 2”-ს მითითებული აქვს 4,470 ლარი, ხოლო ტექნიკური მომსახურებისთვის გაწეულმა შემოსავლებმა 87,885 ...

Read More »

საქართველოში საკრედიტო ნარკომანია სულ უფრო და უფრო იდგამს ფესვებს

საქართველოში საკრედიტო ნარკომანია სულ უფრო და უფრო იდგამს ფესვებს

  რა საფრთხის მატარებელია ე.წ. “იოლი სესხი” “გილოცავთ, თქვენ დაგიმტკიცდათ სესხი”, – კომერციული ბანკებისგან მოსახლეობა ასეთი ტიპის შეტყობინებებს ყოველღიურად იღებს, ზოგჯერ დღეში ორჯერაც. მომრავლებული საფინანსო ორგანიზაციები მოსახლეობას სესხის “შესაჩეჩებლად’’ ათასგვარ მაცდუნებელ წინადადებას სთავაზობენ. საბანკო სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი ბიზნესია და მათი პროდუქტების რეკლამირების, ან მოსახლეობისთვის სესხების შეთავაზების შეზღუდვა დაუშვებელია. ფაქტი კი ერთია,  მევახშეებისგან და საბანკო სექტორისგან დაწიოკებული, ქონებადაკარგული მოსახლეობა ...

Read More »

ლევან კობიაშვილი: ხელფასს იღებენ ისეთები, ვინც ფედერაციაში საერთოდ არ უნახავთ

ლევან კობიაშვილი: ხელფასს იღებენ ისეთები, ვინც ფედერაციაში საერთოდ არ უნახავთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც კობიაშვილი შეეხო, ფედერაციაში მომუშავე პერსონალი გახდა. მისი თქმით, სფფ-ში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ფედერაციაში არც კი უნახავთ. “ძალიან ბევრი გაურკვეველი ადამიანი არსებობს ფეხბურთის ფედერაციაში, რომლებიც ხელფასს იღებენ და მუშაობენ და არავინ არ იცის, ვინ არიან ეს ადამიანები. ეს ადამიანები ფედერაციაში საერთოდ არ უნახავთ. სამწუხაროდ, ასეთი ...

Read More »

იანვარ-სექტემბერში საგარეო ვაჭრობა შემცირდა

იანვარ-სექტემბერში საგარეო ვაჭრობა შემცირდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში საგარეო ვაჭრობა 13%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2015 წლის იანვარ-სექტემბერის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7309 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 %-ით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1645 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (24 %-ით ...

Read More »

ნოდარ ხადური: საკმაოდ დაძაბული ბიუჯეტია

ნოდარ ხადური: საკმაოდ დაძაბული ბიუჯეტია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შეფასებით, 2016 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი “საკმაოდ დაძაბული ბიუჯეტია”. როგორც ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზად არის პარლამენტის წევრებთან და სხვა დაინტერსებულ პირებთან ერთად განიხილოს ბიუჯეტი. “პარლამენტის წევრებთან ერთად და დაინტერსებულ პირებთან ერთად, ასევე იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც საკუთარი, ვთქვათ, მაკროეკონომიკური პროგნოზები აქვთ, დავსხდებით, გავივლით მათ პროგნოზებს, ჩვენ შევთავაზებთ ჩვენ ვარიანტს. ჩვენ არ გავურბივართ სიძნელეებს, ...

Read More »

სადაზღვევო კომპანიების ასოციაციამ წლის ანგარიში წარმოადგინა

სადაზღვევო კომპანიების ასოციაციამ წლის ანგარიში წარმოადგინა

სადაზღვევო კომპანიების ასოციაციამ, წლის ანგარიში წარმოადგინა. ყურადღება გამახვილდა სტიქიისგან მიყენებულ მასშტაბურ ზარალზე. 13 ივნისის სტიქიის შედეგად, 213 სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა და ზარალის ჯამურმა ოდენობამ თითქმის 5 მილიონს მიაღწია, რაც დაახლოებით, 3 კვირის ვადაში ანაზღაურდა. რაც შეეხება აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას, მიმდინარე წელს, 12 009 შემთხვევა იყო. ზარალმა 23 მილიონს გადააჭარბა, საიდანაც ანაზღაურდა 14 მილიონი. დანარჩენი შემთხვევებში ძირითადად ვენახებისთვის მიყენებულ ზიანს უკავშირდება. ...

Read More »

“საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შექმნა წარმოადგენს ალტერნატიული ცენტრალური ბანკის შექმნის მცდელობას”

დღეს, 20 ოქტომბერს გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, „საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“, „საზოგადოებამ და ბანკებმა“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევების ცენტრმა“ გააჟღერეს გადაწყვეტილება მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის წერილით (amicus curiae). როგორც ცნობილია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 12 ოქტომბერს არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს პარლამენტის 39 წევრის სარჩელი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესული ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, ხოლო განხილვის დასრულებამდე საფინანსო ზედამხედველობის ...

Read More »