Home » ეკონომიკა (page 80)

ეკონომიკა

ექსპორტზე 23,720 ტონა მანდარინი გავიდა – წამყვანი ბაზრები რუსეთი და უკრაინაა

ექსპორტზე 23,720 ტონა მანდარინი გავიდა - წამყვანი ბაზრები რუსეთი და უკრაინაა

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფრმაციით, 24 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 23,720 ტონა შეადგინა. გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული 18,250 ტონა იყო. “წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (15,240 ტ) და უკრაინა (5,283 ტ), ასევე სომხეთი (2,578 ტ), ყაზახეთი (138), უზბეკეთი (261 ტ), ბელორუსია (120 ტ), ყირგიზეთი (60 ტ), ...

Read More »

როდის მოხდება ქართული ეკონომიკური სასწაული?!

როდის მოხდება ქართული ეკონომიკური სასწაული?!

წლები გადის და ჩვენი ქვეყანა მუდმივად ეკონომიკური სასწაულის მოლოდინშია, რომელიც მის განვითარებაში გარდატეხას მოახდენს. თუმცა ყოველი განვლილი წლის შეჯამებისას ხელისუფლება გვეუბნება, რომ მთავარ გამოწვევად კვლავ სიღარიბესთან ბრძოლაა. რატომ ვერ შეძლო საქართველომ მნიშვნელოვანი გარღვევა ეკონომიკურ ზრდაში და როგორ შეძლეს ეს თავის დროზე დღეს უკვე განვითარებულმა და მდიდარმა ქვეყნებმა? სოსო არჩვაძე, პროფესორი: -“ეკონომიკური განვითარებისთვის ნაბიჯები შარშანაც გადავდგით, მაგრამ ეს აბსოლუტურად არასაკმარისია იმისთვის, რომ მოსახლეობამ ...

Read More »

საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა, კიდევ შემცირდეს

საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა, კიდევ შემცირდეს

საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა, კიდევ შემცირდეს. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ლიბერთი ბანკს“ აქვს გეგმა, რომ ეს საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიურად შეამციროს“. „იმ ნაბიჯების შედეგად, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, სანგრძნობლად შემცირდა საპროცენტო განაკვეთები. გარდა ამისა, რაც პირველ რიგში გავაკეთეთ ის იყო, რომ ის ინფორმაცია, რაც პენსიონერებს უნდა სცოდნოდათ ამასთან დაკავშირებით, ბანკს მოვთხოვეთ, რომ ეს ...

Read More »

ინფრასტრუქტურის სამინისტროს 11 თვეში წლიური ბიუჯეტის 45 პროცენტი აუთვისებელი ჰქონდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს 11 თვეში წლიური ბიუჯეტის 45 პროცენტი აუთვისებელი ჰქონდა

იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლიური ბიუჯეტის 45 პროცენტი აუთვისებელი ჰქონდა. ასეთია სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 1 მილიარდ 815 მილიონ ლარს შეადგენდა. ხაზინის ცნობით, 11 თვეში ამ თანხიდან მხოლოდ 1 მილიარდი ლარი იყო ათვისებული. შესაბამისად, დეკემბერში გასაწევი ხარჯი 811 მილიონ ლარს შეადგენდა. აუთვისებლობის მიზეზად მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხება სახელდებოდა. პარლამენტის მიერ ...

Read More »

საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებაზე მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებაზე მემორანდუმი გაფორმდა

„საპარტნიორო ფონდს“, შვედურ კომპანია „Uniti Sweden AB“-სა და „სილქ როუდ ჯგუფს“ შორის საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით, მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრნიორო ფონდი ავრცელებს. მემორანდუმის მიზანია ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით, ერთობლივი პროექტის განვითარების ძირთადი პრინციპების განსაზღვრა, აგრეთვე, კონკრეტული თანამშრომლობის სფეროებზე შეთანხმება. „საპარტნიორო ფონდი“ მზადყოფნას გამოთქვამს პროექტის დეტალებზე სამუშაოდ. „საქართველოსთვის გასაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში განახლებადი ენერგიებისა და ეკომეგობრული პროექტების განვითარება. „Uniti Sweden ...

Read More »

დღეისთვის, 580 000 მეტი ადამიანი უკვე ამოღებულია „შავი სიიდან“

დღეისთვის, 580 000 მეტი ადამიანი უკვე ამოღებულია „შავი სიიდან“

იმ წესებით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ, მომავალში გამოირიცხება, რომ საქართველოს მოქალაქე ოდესმე ასე არასამართლიანად აღმოჩნდეს ე.წ. შავ სიაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება ახალი ეკონომიკური მოდელი. „სიღარიბის მთავარი წყარო გახდა ის ეკონომიკური მოდელი, რომლითაც ქვეყანა ცდილობდა განევითარებინა თავისი კონკურენტუნარიანობა და ის ხშირ შემთხვევაში, წარმატებული არ აღმოჩნდა, რადგან მასში მრავლად იყო არასამართლიანი თამაშის წესები. ...

Read More »

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის შესაძლოა, თავისუფალი ვაჭრობა ამოქმედდეს

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის შესაძლოა, თავისუფალი ვაჭრობა ამოქმედდეს

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის შესაძლოა, თავისუფალი ვაჭრობა ამოქმედდეს, – ამის შესახებ დღეს განცხადება დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ამ თემაზე ორ ქვეყანას შორის კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. „მიუხედავად „ბრექსიტის“ სირთულეებისა, ქართულ-ბრიტანული ურთიერთობა არის ძალიან მაღალ დონეზე. საქართველო-დიდი ბრიტანეთი უკვე აქტიურად თანამშრომლობს, რომ გამოწვევა, რომელიც განპირობებულია „ბრექსიტით“, გადავაქციოთ ახალ შესაძლებლობად; ახალი შესაძლებლობა ნიშნავს ახალი, სტრატეგიული, ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ...

Read More »

საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 0,4%-ით შემცირდა

საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 0,4%-ით შემცირდა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 0,4 პროცენტით შემცირდა და 11531,2 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. „საქსტატი“ ენერგორესურსების მოხმარების გამოკვლევის შედეგებს აქვეყნებს. ელექტროენერგიის შემცირება ძირითადად განპირობებული იყო ნაკლები წყალმოდინებით. „2017 წლის განმავლობაში მოპოვებულია 32,0 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2016 წელთან შედარებით 17,1 პროცენტით ნაკლები), 268,1 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 9,6 პროცენტით ნაკლები) და 8,5 ...

Read More »

ეროვნულ ბანკსა და კონკურენციის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეროვნულ ბანკსა და კონკურენციის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 თავისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეთახმდნენ: საფინანსო სექტორში, ინსტიტუციებს შორის, კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტურად წარმართვისა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, თანასწორობის და ...

Read More »

საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით რეგიონში ლიდერია

საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით რეგიონში ლიდერია

2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6,7%-ით გაიზარდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 6.7%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში (იანვარ-ოქტომბერში) საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 5.1%-ია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 პროცენტით გაიზარდა საქონლის ექსპორტი და 303 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ასევე, 14.1 პროცენტით გაზრდილია შემოსავლები ...

Read More »