Home » ეკონომიკა (page 8)

ეკონომიკა

ქუთაისში პლასტმასას გადამამუშავებელი 2 საწარმო შენდება

ქუთაისში, „ჰუალინგის“ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, პლასტმასას გადამამუშავებელი 2 საწარმოს მშენებლობა დაიწყო. ინვესტიციის ღირებულება, ჯამში, $3 800 000-ია. ქარხნებში წარმოებული პლასტმასას გრანულები, ძირითადად, საექსპორტო დანიშნულებისაა. „პირველ ეტაპზე, კომპანიები პლასტმასას საწარმოებლად საჭირო ნედლეულის უცხოეთიდან იმპორტს განახორციელებენ, მეორე ეტაპი კი მიზნად ისახავს ადგილობრივი პლასტმასის ნარჩენების შეგროვებას და იმპორტის ქართულ ბაზარზე არსებული ნედლეულით სრულად ჩანაცვლებას. საწარმოები 270 ადამიანის დასაქმებას შეძლებენ“,- ნათქვამია „ჰუალინგის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განცხადებაში.

Read More »

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” –  ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში. ...

Read More »

სასარგებლო წიაღისეული – მიწაში დაფლული სიმდიდრე, რომელსაც ვერ ვიყენებთ

საქართველო სასარგებლო წიაღისეულის კუთხით უმდიდრესი ქვეყანაა. ქვეყნის მინერალური რესურსული ფონდი მოიცავს 950 საბადოსა და გამოვლინებას. რესურსული ფონდის 62.8% წარმოადგენს მსხვილ (ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის) საბადოს, 30.9% – ადგილობრივი მნიშვნელობის საბადოს, 6.,2% – გამოვლინებას.  განსაკუთრებით აღსანიშნავია  მაგნუმის მარაგები, ვინაიდან საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის მანგანუმის მარაგები არსებობს, მათ შორის ჭიათურის საბადოს სიდიდისა და მადნის თვისებების მიხედვით, მეორე რეიტინგი აქვს მსოფლიოში. ეს ის უდიდესი ...

Read More »

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის

2020 წლის იანვარში თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. კერძოდ, სავაჭრო ბრუნვამ საქართველო-თურქეთს შორის 117 მილიონ 73 ათას 300 დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლე ჯგუფი ფეროშენადნობები იყო, რომლის ექსპორტიც 3 მილიონ 320 ათას 400 დოლარი იყო. მას მოსდევს ტრიკოტაჟის ნაწარმი – 3 მილიონ 2 ათას 900 დოლარით; ხოლო მე-3 ადგილზე ფქვილი და  ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების გრანულები გავიდა, ...

Read More »

წლის ბოლოდან კავკასიიდან გაზის პირველ ნაკადს ევროპა საქართველოს გავლით მიიღებს

კავკასიიდან ბუნებრივი აირის პირველ ნაკადს ევროპა საქართველოს გავლით წლის ბოლოდან მიიღებს, – შესაძლებლობას სამხრეთ კავკასიური მილსადენი იძლევა. პროექტის განვითარების მიმდინარე ფაზის, „შაჰ დენიზის” ძირითადი ნაწილის დასრულების მნიშნელობაზე აღნიშნა British Petroleum-ის რეგიონულმა პრეზიდენტმა აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. გარი ჯონსს პრემიერმა გიორგი გახარიამ უმასპინძლა, სადაც BP-ის საქართველოში განხორციელებულ პროექტებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. კომპანია მზაობას გამოთქვამს განიხილოს საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები და შესაძლებლობები. ...

Read More »

თამბაქოს აქციზიდან ბიუჯეტმა 724 მლნ- ის შემოსავალი მიიღო

თამბაქოსა და თამბაქოს პროდუქტების დაბეგვრის რეჟიმზე ვანო მაჭავარიანმა პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ შეუძლებელი იქნება სამართლიანი ბიზნესგარემოს არსებობა, თუ ერთ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ბიზნესსუბიექტის დაბეგვრა იქნება განსხვავებული. მისი თქმით, გასულ წელს ეს საკანონმდებლო ხარვეზი გამოსწორდა და გამარტივდა ადმინისტრირება. „თამბაქოზე აქციზის გადასახადით დაბეგვრის მანამდე არსებული სისტემა თამბაქოს უაქციზოდ რეალიზაციის შესაძლებლობას იძლეოდა. ეს ერთი მხრივ, ამცირებდა ბიუჯეტის შემოსავლებს, მეორე ...

Read More »

იანვარში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი, ხოლო უმსხვილესი იმპორტიორი თურქეთი იყო

2020 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.8 პროცენტი შეადგინა. საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ინფორმაციით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილზეა ჩინეთი – 44.4 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტით, აზერბაიჯანი 44.0 მლნ. აშშ დოლარით და რუსეთი 33.4 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტით. ამასთან, გასულ თვეში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ...

Read More »

საქართველოში უმუშევრობის დონე 1.4%-ით, ხოლო დასაქმების დონე კი, 0.8%-ით შემცირდა

საქართველოში 2019 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.9 პროცენტი შეადგინა, – მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებთან დაკავშირებით მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის განმარტებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 61.7 პროცენტი შეადგინა. ამასთან, გასული წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე: უმუშევრობის დონის შემცირება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შედეგია

“უმუშევრობის დონის შემცირება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შედეგია, რაც ბიზნესის თავისუფლების მხარდაჭერასა და წარმოების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებზეა ორიენტირებული”, – ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. ცუცქირიძის სტატუს უცვლელად გთავაზობთ: “დღეს საქსტატმა დასაქმება და უმუშევრობის ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მართალია, ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ უმუშევრობა რჩება, მაგრამ მსოფლიო ბანკის ბოლო მოხსენებაც ადასტურებს, რომ სიღარიბის მაჩვენებელი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ...

Read More »

იანვარში ექსპორტი იმპორტზე 2.5-ჯერ მეტად გაიზარდა და 262.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 262.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (10.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 619.8 მლნ. აშშ დოლარს (4.0 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, მიმდინარე წლის იანვარში, 357.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის ...

Read More »