Home » ეკონომიკა (page 70)

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4,7%-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4,7%-ით გაიზარდა

2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 41,077 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 8.5%-ით მეტია ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში. მშპ-ს რეალური ზრდა 2018 წელს წინა წელთან შედარებით 4.7%-ით, დეფლატორის პროცენტული ცვლილება 3.6%-ია. მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17%) და მრეწველობა (17%). ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10.2%), მშენებლობა (9.3%), სახელმწიფო მმართველობა (8.2%), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (7.7%), ...

Read More »

საბანკო რეგულაციები შესაძლოა შერბილდეს – პრემიერი ანალიტიკოსების დასკვნას ელოდება

საბანკო რეგულაციები შესაძლოა შერბილდეს - პრემიერი ანალიტიკოსების დასკვნას ელოდება

„პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღებიდან ვფიქრობ, არ გასულა საკმარისი დრო, რომ დასკვნები გავაკეთოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ფეისბუქლაივში” განაცხადა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, შედეგების დეეტალურ ანალიზს ახორციელებს ეროვნული ბანკი, ისევე, როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები და ანალიტიკოსების დასკვნა ახლო მომავალში გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ ანალიზი ციფრების დაკორექტირების საჭიროებას აჩვენებს, პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ პასუხისმგებელი პირები ლოგიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. “საქართველოში ...

Read More »

საქართველოში ტრაქტორების ამწყობი ერთობლივი, ქართულ-ბელარუსული საწარმო ამოქმედდება

საქართველოში ტრაქტორების ამწყობი ერთობლივი ქართულ-ბელარუსული საწარმო ამოქმედდება

ბელარუსში ქართული პროდუქტის მაღაზიის გახსნა, საქართველოში კი ტრაქტორების ამწყობი ერთობლივი საწარმოს ამოქმედება იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ბელარუსის ვიცე-პრემიერ მიხეილ რუსის შეხვედრაზე გახდა ცნობილი. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასევე განიხილება ლიფტების ერთობლივი წარმოების თემა, თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში, კერძოდ, საბორნე მიმოსვლის განვითარების პერსპექტივა და ბელარუსიდან წამოსული ტვირთის ტრანზიტი საქართველოში, უკრაინის გავლით. მათვე ინფორმაციით, საუბრისას ხაზი გაესვა ლოგისტიკის განვითარების კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის ...

Read More »

საქართველოდან ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 5,1%-ით გაიზარდა

საქართველოდან ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 5,1%-ით გაიზარდა

საქართველოდან ექსპორტი ერთი წლის განმავლობაში 13,2%-ით გაიზარდა, თუმცა რეექსპორტის გარეშე ზრდა მხოლოდ 5,2%-ს შეადგენს. მთლიანობაში ექსპორტმა 2019 წლის იანვარ-თებერვალში 505 მლნ დოლარი შეადგინა, რეექსპორტი 342.6 მლნ დოლარია. მცირედით, 0,1%-ით შემცირდა იმპორტი და 1,234 მლრდ დოლარია. “საქსტატის” მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1,74 მლრდ დოლარი შეადგინა, 3.6%-ით ნაკლები ვუიდრე 2018 წლის იანვარ-თებერვალში. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსი 729.8 მლნ დოლარია ...

Read More »

საქართველოდან სიგარეტის ექსპორტი 77%-ით გაიზარდა

საქართველოდან სიგარეტის ექსპორტი 77%-ით გაიზარდა

საქართველოდან სიგარეტის, სიგარებისა და სიგარელების ექსპორტი 1 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. “საქსტატის” მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან 17,6 მლნ დოლარის ამ კატეგორიის პროდუქციაა ექსპორტირებული, შარშან ეს მაჩვენებელი 9,9 მლნ დოლარი იყო. შესაბამისად, პროდუქცის უმსხვილესი საექსპორტო ათეულში მეცხრე ადგილზე მოხვდა, 3,5%-იანი წილით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 2,2% იყო.

Read More »

საქართველოდან დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი გაიზარდა, ევროკავშირში კი შემცირდა

საქართველოდან დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი გაიზარდა, ევროკავშირში კი შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტმა 500 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.2 პროცენტით მეტია. საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 118.2 მილიონი დოლარის ექსპორტი, რაც 10.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის იანვარ-თებერვალზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.4 პროცენტს შეადგენს. დსთ-ის ქვეყნებში კი ექსპორტირებულია 254.8 მილიონი დოლარის საქონელი, რაც 45.7 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50.4 პროცენტს შეადგენს. ამასთან, ...

Read More »

„საქართველოს ენერგეტიკულმა ბალანსმა შესაძლოა საჭირო გახადოს ატომური სადგურების მშენებლობა“

„საქართველოს ენერგეტიკულმა ბალანსმა შესაძლოა საჭირო გახადოს ატომური სადგურების მშენებლობა“

ატომური ელექტროსადგურები – თემა, რომელიც საქართველოში აქტუალური გახდა. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შემცირებამ და ინვესტიციების კლების პარალელურად ენერგეტიკოსები სულ უფრო ამახვილებენ ყურადღებას ატომური სადგურების მშენებლობის საჭიროებაზე. ამჯერად ენერგეტიკოს რევაზ არველაძის შემდეგ ამ თემაზე „კომერსანტთან” საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა საუბრობს: „ვინც სერიოზულად არის ჩართული ქართულ ენერგეტიკაში, კარგად იცის რომ არ შენდება სიმძლავრეები; არ ხორციელდება პროექტები, რის გამოც მკვეთრად იკლო ენერგეტიკულმა ბალანსმა ...

Read More »

Toshiba წარმოების გახსნის მიზნით საქართველოს ბაზარს შეისწავლის

Toshiba წარმოების გახსნის მიზნით საქართველოს ბაზარს შეისწავლის

ქართული მხარე იაპონურ კომპანია Toshiba-ს საქართველოში წარმოების, რეგიონული ლოგისტიკური ცენტრის და რეგიონული სათაო ოფისის გახსნას სთავაზობს. მინისტრ გიორგი ქობულიას შეთავაზებით იაპონური კორპორაციის მმართველი დირექტორი სატოჩი ცუნაკავა დაინტერესდა შეთავაზებით და აღნიშნა, რომ მოკვლევას განახორციელებს. Toshiba დაინტერესდა საქართველოში ენერგოპროექტებით. აღინიშნა, რომ კორპორაცია მსოფლიოში ენერგოტურბინების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია და გეგმავს, საქართველოს ბაზარი ამ მიმართულებითაც შეისწავლოს. შეხვედრა გიორგი ქობულიამ კორპორაციის მენეჯმენტთან იაპონიაში საქართველოს პრემიერის ...

Read More »

საქართველოსა და იაპონიას შორის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევაზე შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და იაპონიას შორის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევაზე შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და იაპონიას შორის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, შეთანხმებას ხელი მოაწერეს მინისტრმა გიორგი ქობულიამ და იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის NEXI პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ. მათივე ინფორმაცით, ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. შეთანხმება ითვალისწინებს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხელშეწყობას, შესაბამისი ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას ერთმანეთის ბაზარზე წვდომის ...

Read More »

Mitsubishi-მ შესაძლოა საქართველოში დაიწყოს საქმიანობა

Mitsubishi-მ შესაძლოა საქართველოში დაიწყოს საქმიანობა

Mitsubishi-მ შესაძლოა საქართველოში დაიწყოს საქმიანობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია იაპონური კორპორაციის Mitsubishi Motors-ის აღმასრულებელ დირექტორს ტრევორ მანს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრა იაპონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. „შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემო, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. აღინიშნა ის უპირატესობები, რომელიც საქართველოს აქვს ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. მათ შორის, ...

Read More »