Home » ეკონომიკა (page 7)

ეკონომიკა

2019 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ღვინის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას ცხრა პროცენტით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 17 პროცენტით მეტია. „ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი – 17 პროცენტი ...

Read More »

ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები – 2014 წლის შემდეგ ქართული თხილი ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა

2019 წელს თხილის ექსპორტი 10.6%-ით გაიზარდა.  საქართველოს მთავრობის ცნობით, გასულ წელს ქვეყნიდან 67 მილიონი ამერიკული დოლარის თხილი გავიდა ექსპორტზე, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ამასთან, მთავრობის ცნობით, 2019 წელს ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. რეკორდულია, როგორც მთლიანი ექსპორტის ასევე საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის მოცულობაც. „საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ  834 მილიონ 700 ათასი დოლარი ...

Read More »

წინასწარი ინფორმაციით, მანდარინის მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა

გარემოს დაცვისა და სოფლის მერუნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნარინჯისფერი რთველი დასრულდა. უწყების განცხადებით, 2019 წელი საქართველოში მანდარინის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მოსავალით გამოირჩეოდა. წინასწარი ინფორმაციით, მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა, ხოლო ექსპორტმა, გასული წლის სექტემბერ-იანვრის თვეში, 31 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. „ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (20.0 ათასი ტ), უკრაინაში (5.2 ათასი ტ), სომხეთში (4.4 ათასი ...

Read More »

“დავოსში გამართული ბიზნესშეხვედრების შედეგად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდება”

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი გამართავს შეხვედრებს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან და ვფიქრობთ, გვექნება მნიშვნელოვანი შედეგები, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში განხორციელდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და განვითარდება სხვადასხვა ახალი თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმოო ხაზები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, კომპანიები, რომლებთან შეხვედრაც დღეს დავოსში გაიმართება, წარმოადგენენ ქვეყნის საინვესტიციო პორტფელის სტრატეგიულ მიმართულებებს – ეს ...

Read More »

ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია ონლაინ გახდა შესაძლებელი

ბიზნესის რეგისტრაციის ელექტრონულ სერვისებს ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურებები დაემატა.  პორტალზე www.my.gov.ge  მეწარმეებს უკვე ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ განაცხადების გაკეთება ეკონომიკური საქმიანობის დარეგისტრირების, ვადის გაგრძელების, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, რეგისტრაციის გაუქმების, ამონაწერის განახლების, ინფორმაციის მიღებისა და სხვა მოთხოვნებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ უწყება  ეკონომიკურ საქმიანობათა სავალდებულო და ნებაყოფლობითი სახის რეგისტრაციას ახორციელებს. სავალდებულო სარეგისტრაციო საქმიანობის კატეორიაში შედის: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და ...

Read More »

თემურ ბასილია – კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა

„კაზინოების ინკოგნიტო ბარათები სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს ფულის გათეთრების მიმართებაში და ამიტომაც, მისი გამოყენება დაუშვებლად მიმაჩნია“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ აშშ-ში მცხოვრებმა ფინანსისტმა, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მიერ ლიცენზირებულმა ექსპერტმა თემურ ბასილიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ეს ეხება არა მხოლოდ კაზინოსთან დაკავშირებულ ბარათებს, არამედ ყველა სფეროს.  როგორც ბასილია აცხადებს, აღნიშნული საკითხით, პირველ რიგში, ეროვნული ბანკი უნდა დაინტერესდეს, რადგან საკრედიტო/სადებეტო ბარათები მარეგულირებლის  კომპეტენციაა.ამასთან, ფულის გათეთრების ...

Read More »

მიქაბაძე: ადგილობრივი ექსპორტის წილი ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში 89%-ია

„2019 წელს როგორც მთლიანი ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე – ადგილობრივი ექსპორტი, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2,352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 62.4 პროცენტია. რაც შეეხება მთლიან ექსპორტს 2019 წელს, ის 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3,771.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე ...

Read More »

2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე გატანილი პროდუქციის 62%-ი ადგილობრივი წარმოების პროდუქციაა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს. 2019 წელს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 68.2%-ით გაიზარდა და 686.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი წარმოების ექსპორტის სტატისტიკაში ავტომობილები არ ფიგურირებს, საქართველოდან ექსპორტზე გატანილი მსუბუქი ავტომობილები მთლიანად რეექსპორტს (საზღვარგარეთიდან შემოტანილ და შემდეგ ექსპორტზე გატანილ პროდუქტს) წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე გატანილი პროდუქციის 62%-ი ...

Read More »

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული კუთხით, დასაქმებულად აღარ ...

Read More »

რუსული ავიასანქციების მიუხედავად, საქართველოს აეროპორტებიდან საჰაერო მიმოსვლა იზრდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 209 505 მგზავრს მოემსახურა. 2018 წელთან შედარებით მგზვართნაკადი 3.5%-ით,ხოლო 2017 წელთან შედარებით -27.63%-ით არის გაზრდილი. მატებაა შიდა აეროპორტებშიც. 2019 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში  ჯამში 24 447  რეისი განხორციელდა. როგორია გასული წლის შედეგები და რა გეგმები აქვს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიმდინარე წელს? -აღნიშნულ თემებზე პირველი არხის გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ეთერში სამოქალაქო ...

Read More »