Home » ეკონომიკა (page 60)

ეკონომიკა

ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პროცესი მარტივდება

ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პროცესი მარტივდება

ეროვნული ბანკის, მთავრობისა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი პროექტი ოქტომბერში ამოქმედდება საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პროცესი მარტივდება და ამ მიზნით ეროვნული ბანკის, მთავრობისა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი პროექტი ოქტომბერში ამოქმედდება. აღნიშნულის ფარგლებში, სესხის გაცემისას, შემოსავლების შემოწმება სავალდებულო გახდება და ამასთანავე, განისაზღვრება სესხის მომსახურების კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტი, რათა მომხმარებელს კრედიტის გასტუმრება ფინანსური სიძნელეების გარეშე შეეძლოს. ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, ...

Read More »

საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები იზრდება ყველაზე სწრაფად?

საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორები იზრდება ყველაზე სწრაფად?

2018 წლის პირველ ნახევარში, 2017 წლის პირველ ნახევართან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი – მშპ) 5.4%-ით გაიზარდა. ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საფინანსო საქმიანობაში (16.2%) და კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში (15.7%) დაფიქსირდა. მესამე ადგილზე უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორია 13.6%-ით. წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის ორ სექტორში დაფიქსირდა კლება, ესენია: მშენებლობა (-0.3%) და სოფლის მეურნეობა (-2.9%). ცხრილი – საქართველოს ეკონომიკის ...

Read More »

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სამეული

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სამეული

2018 წლის იანვარ – აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 100.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 22.6 პროცენტით აღემატება. “საქსტატის” ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 2 146.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (27.1%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 5 954.3 მლნ. აშშ დოლარს (21.0 %-ით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ – აგვისტოში ...

Read More »

OPIC-ის პრეზიდენტი: საქართველოს ვაჭრობისა და პორტების ცენტრად მივიჩნევთ

OPIC-ის პრეზიდენტი: საქართველოს ვაჭრობისა და პორტების ცენტრად მივიჩნევთ

საქართველო ყველაზე წარმატებულ პარტნიორად მიგვაჩნია, რადგან ეკონომიკა ღია და გახსნილია ბიზნესის კეთებისთვის, – ამის შესახებ OPIC-ის პრეზიდენტმა რეი უოშბერნმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, კაპიტალდაბანდებისთვის OPIC-ი ამჟამად რამდენიმე პორტის თემას განიხილავს. „სამაცივრე მეურნეობებშიც გვსურს ინვესტიციების განხორციელება. საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებითაც გვსურს საქმიანობის განვითარება. ამდენად, ძალიან აქტიურნი ვართ. ამჟამად სამომავლო პროექტები ...

Read More »

„ვვარაუდობთ, რომ მომავალი 2-3 წლის განმავლობაში, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ავიდეთ მილიარდი ლარის ექსპორტზე“

„ვვარაუდობთ, რომ მომავალი 2-3 წლის განმავლობაში, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ავიდეთ მილიარდი ლარის ექსპორტზე“

წლიდან წლამდე სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და სხვადასხვა პროგნოზით, 2024-2025 წლისთვის 25 მილიარდი დოლარის ბაზარი იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. „პრინციპში, ეს ახალი ინდუსტრიაა. კულტურა თავისთავად ძველია, თრიაქით თრობა ისეთივე ძველია, როგორც, ალბათ, სამყარო, მაგრამ ზუსტად კანაფიდან ისეთი პროდუქტების დამზადება, რომლებიც სამედიცინო სფეროში გამოიყენება, არის ზუსტად სიახლე და დაკავშირებულია ახალ ...

Read More »

„საზღვაო ფორუმზე დავგეგმეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც მწვანე ეკონომიკის პროექტებს შეეხება

„საზღვაო ფორუმზე დავგეგმეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც მწვანე ეკონომიკის პროექტებს შეეხება

„საზღვაო ფორუმზე დავგეგმეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც მწვანე ეკონომიკის პროექტებს შეეხება“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა. საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) საქმიანობენ, აღნიშნული ორგანიზაციები ერთობლივად განახორციელებენ ინიციატივებს IMO-ს სტანდარტების მისაღწევად. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბათუმში, საერთაშირისო ...

Read More »

ბოლო 2 წელიწადში ღარიბ-ღატაკთა არმიას 232 000 ადამიანი შეემატა

ბოლო 2 წელიწადში ღარიბ-ღატაკთა არმიას 232 000 ადამიანი შეემატა

საქართველოს მოსახლეობის 93 პროცენტი სიღარიბეში ან მის ზღვარზე ცხოვრობს. მარტო ბოლო 2 წელიწადში ღარიბთა არმიას 232 000 ადამიანი შეემატა. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, საყურადღებოა, რომ ღარიბ-ღატაკთა რიცხვის ზრდა უშუალოდ ლარის დევალვაციის პერიოდს ემთხვევა, რასაც სპეციალისტები უმთავრეს მიზეზად მიიჩნევენ. „იუნისეფის” კვლევის მიხედვით, ბოლო 2 წელიწადში ქვეყანაში სიღარიბე გაზრდილია, პენსიის ოდენობა კი საგანგაშოდ დაბალია. დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა, რომ 2015 წელთან შედარებით, 2017 წელს ქვეყანაში ...

Read More »

იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 27.1%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 21%-ით

იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 27.1%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 21%-ით

2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 100.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.6 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 146.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (27.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 954.3 მლნ. აშშ დოლარი (21.0 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-აგვისტოში 3 807.9 მლნ. აშშ ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი: არ გამოვრციხავ მარიხუანა საექსპორტო პოზიციებზე ერთ-ერთი წამყვანი გახდეს

ივანე მაჭავარიანი: არ გამოვრციხავ მარიხუანა საექსპორტო პოზიციებზე ერთ-ერთი წამყვანი გახდეს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ მარიხუანას ექსპორტი მომგებიანი იქნება. მინისტრი ასევე არ გამორიცხავს, მარიხუანა საექსპორტო პოზიციებზე ერთ-ერთი წამყვანი გახდეს. „ამას დრო უნდა, ეს ბაზარი ძალიან მზარიდია, თვითონ სამედიცინო მიზნებისთვის უფრო და უფრო მეტად მოიხმარება, ხდება აბსოლუტურად ახალი პროდუქტების შექმნა ფარმაცევტიკაში, კოსმეტოლოგიაში ა.შ , შესაბამისად ბევრ რამეს განაპირობებს ტექნოლოგიები და ამ სფეროში მიმდინარე რევოლუცია რომ დავარქვათ. მე მგონი ძალიან დიდი ...

Read More »

“ქართველი მოგზაურებისთვის ევროკავშირში ინტერნეტი 10-ჯერ გაიაფდება”

"ქართველი მოგზაურებისთვის ევროკავშირში ინტერნეტი 10-ჯერ გაიაფდება"

ქართველი მოგზაურებისთვის ევროკავშირში ინტერნეტი გაიაფდება,- შესაბამის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და გაერთიანებაში შემავალ ქვეყნებთან ინდივიდუალურად უკვე აწარმოებს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. როგორც კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე bm.ge-სთან აცხადებს, ფასები 10-ჯერ და კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ასეთი ტარიფი უკვე მოქმედებს ლიეტუვასთან და ლატვიასთან და მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს. ვახტანგ აბაშიძე ამბობს, რომ ინტერნეტ როუმინგი დღეს ძვირია არამხოლოდ ქართველი მოგზაურებისთვის, არამედ უცხოელი ტურისტებისთვისაც ...

Read More »