Home » ეკონომიკა (page 40)

ეკონომიკა

დღეის მდგომარეობით, მანდარინის ექსპორტმა 8,595 ტონა შეადგინა

დღეის მდგომარეობით, მანდარინის ექსპორტმა 8,595 ტონა შეადგინა

მიმდინარე წლის 3 დეკემბრის მდგომარეობით, მანდარინის ექსპორტმა 8,595 ტონა შეადგინა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წელს ციტრუსის განსაკუთრებულად უხვი და ხარისხიანი მოსავალია, აქტიურად ხორციელდება ექსპორტი. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი, უკრაინა და სომხეთი, ასევე, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, უზბეკეთი და ლატვია. მანდარინზე საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდეა. აჭარის ...

Read More »

ნოემბერში წლიური ინფლაცია 1,9%-ზეა და 2 წლიან მინიმუმზეა

ნოემბერში წლიური ინფლაცია 1,9%-ზეა და 2 წლიან მინიმუმზეა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციამ 0.7 პროცერტი შეადგინა, წლიური ინფლაცია კი 2016 წლის დეკემბრის შემდეგ მინიმალურ დონეზეა და 1.9 პროცენტს შეადგენს. ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით ყველაზე მეტად ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. ფასების ზრდამ ამ ქვეჯგუფში 5.7 პროცენტი შეადგინა. 3.3 პროცენტით გაძვირდა რძე, ყველი და კვერცხი; 1,8 პროცენტით – ხორცი და ხორცის პროდუქტები. ამასთან, ფასები 8.3 პროცენტით შემცირდა ხილსა ...

Read More »

წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6.7% შეადგინა

წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6.7% შეადგინა

საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა, წინასწარი მონაცემებით, 6.7 პროცენტი იყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2018 წლის ათი თვის საშუალო რეალური ზრდა კი, 5,1 პროცენტს შეადგენს. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობისა და მშენებლობის დარგებში.

Read More »

Fitch Ratings-მა საქართველოს რკინიგზას რეიტინგის პროგნოზი გაუზარდა

Fitch Ratings-მა საქართველოს რკინიგზას რეიტინგის პროგნოზი გაუზარდა

განახლებული შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგი “B+” დონით განისაზღვრა, პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურადმდე გაიზარდა, რაც თავის მხრივ, ქვეყნის სუვერენულ რეიტინგის პროგნოზის ზრდამ განაპირობა. Fitch -ის ექსპერტები რკინიგზაზე ტვირთბრუნვის ზრდას პროგნოზირებენ, რაც ნავთობის ფასების ზრდის გამო, მეზობელი ქვეყნების გააქტიურებამ უნდა უზრუნველყოს. ამასთან, Fitch -ის შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის“ EBITDA წელს 170 მლნ ლარი იქნება, 2022 წლისთვის 220-240 მილიონამდე გაიზრდება. როგორც ჩანს, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა „საქართველოს ...

Read More »

კასპში აგურის ქარხანა აშენდება

კასპში აგურის ქარხანა აშენდება

კასპში ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების აგურის ქარხანა აშენდება. პროექტს ესპანური კომპანია „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით განახორციელებს. საწარმოს მშენებლობას საძირკველი დღეს ჩაეყარა. მშენებლობის დაწყებას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. აგურის ქარხანა 2019 წლის ზაფხულში ამოქმედდება და ყოველწლიურად 120 000 ტონა აგურს აწარმოებს. საწარმოში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება. ქარხანაში წარმოებული ...

Read More »

2019 წელს გურიაში 112 მილიონი ლარის 143 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

2019 წელს გურიაში 112 მილიონი ლარის 143 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის – ბახვის, ცხემლისხიდის და ვაკიჯვარის მოსახლეობას, სოფელ ქვემო ბახვში გამართულ შეხვედრაზე, გურიის მხარეში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ 2019 წელს გურიაში დაგეგმილია 112 მილიონი ლარის ღირებულების 143 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. აქედან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 47 მილიონი ლარის 62 პროექტია დაგეგმილი. პროექტები მოიცავს გზების მოწესრიგებას, ჯანდაცვის, ...

Read More »

საქართველოს დერეფანში ნავთობის და ნავთოპროდუქტების გადაზიდვა მცირდება

საქართველოს დერეფანში ნავთობის და ნავთოპროდუქტების გადაზიდვა მცირდება

საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნით ნავთობის და ნავთოპროდუქტების გადაზიდვების მოცულობები მინიმუმამდეა შემცირებული, როგორც “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დამფუძნებელმა და HUB Georgia-ს ექსპერტმა პაატა ცაგარეიშვილმა Bm.ge-ს განუცხადა, საქართველოს სამივე ნავსადგურში (ბათუმი, ფოთი, ყულევი) მიმდინარე წლის 10 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯამურად 31%-ით არის შეცირებული ნავთობის და ნავთოპროდუქტების მოცულობები. ,, ამ მოკლე პერიოდში, ბათუმის ნავსადგურმა, რომელიც ოდითგანვე ნავთობზე იყო ორიენტირებული 45 %-ით ...

Read More »

სოციალურ-ეკონომიკურ გარემოსთან დამარცხებული პოლიტიკა

სოციალურ-ეკონომიკურ გარემოსთან დამარცხებული პოლიტიკა

საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პროგრამებში, ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებთან ბრძოლა იმდენადაა წარმოდგენილი რამდენიც პრეზიდენტის უფლებამოსილებაა. საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, რომელიც არის ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. მართალია მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკური ძალაუფლება შეკვეცილია, მაგრამ რადგანაც არჩევნებით, ხალხის ნდობის გამოცხადებით აირჩევა მეთაურად, შესაბამისად: პრეზიდენტის ქარიზმატულ და პოლიტიკურ სიცოცხლისუნარიანობას გავლენის მოხდენა შეუძლია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილებების ეფექტიან განხორციელებზე (ქვეყნის განვითარება ხომ ...

Read More »

საქართველოში პირველად, სიმინდის ზეთის წარმოება იწყება

საქართველოში პირველად, სიმინდის ზეთის წარმოება იწყება

„საპარტნიორო ფონდის“ და კომპანია „ქარვა კოლხურის“ ერთობლივი პროექტით, საქართველოში პირველად სიმინდის ზეთისა და კომბინირებული საკვების უნარჩენო წარმოება იწყება. ქართული სიმინდის ზეთი „ქარვა“ ადგილობრივ ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 3 მილიონი აშშ დოლარია. სამეგრელოში, ხობში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქართული სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი, ზეთის მიმღები და კომბინირებული საკვების მწარმოებელი ქარხანა აშენდა. საწარმო თანამედროვე მანქანა-დანადგარებითა და ტექნიკით აღიჭურვა. ქარხნის წარმოების ხაზისა ...

Read More »

„34.4 %-ად მისცე პენსიონერს თავისივე ფული სესხად, როდესაც 100%-იანი გარანტია გაქვს იმისა, რომ ეს ფული არ გეკარგება, ყველა ზღვარს სცილდება“

„34.4 %-ად მისცე პენსიონერს თავისივე ფული სესხად, როდესაც 100%-იანი გარანტია გაქვს იმისა, რომ ეს ფული არ გეკარგება, ყველა ზღვარს სცილდება“

ბანკის მსესხებლებისთვის შეღავათების მეორე ტალღა იწყება.  პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ცვლილებებს აანონსებს. როგორც მან პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. „სესხებზე, რომელიც დაკავშირებულია პენსიებთან, ისეთი რეგულაცია უნდა გვქონდეს, რომელიც დაიცავს მოსახლეობას. თვიდან თვემდე ფულადი სახსრების ჩამორჩენა ხდება. ეს ეხება ძალიან ბევრ ადამიანს“, – ამბობს ბახტაძე, თუმცა დეტალებზე მას არ უსაუბრია. კონკრეტულად რა ტიპის ცვლილებებს გეგმავს მთავრობა ...

Read More »