Home » ეკონომიკა (page 3)

ეკონომიკა

საქართველოს საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 18.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით 18.3 მლრდ აშშ დოლარი (60.1 მლრდ ლარი) შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. სებ-ის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 103.7 პროცენტი შეადგინა. „2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 350.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილებების ...

Read More »

საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულები 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

სახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდნენ”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ განაცხადა. მისი თქმით, მათ არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ესაჭიროებათ, მხოლოდ საჭიროა, რომ დარეგისტრირდნენ 15 ივლისამდე ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის პორტალზე, ხოლო საზღვრის კვეთის შესახებ დამადასტურებელ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღებს. დღეისათვის სახელმწიფოს დახმარება ...

Read More »

მრავალფუნქციური კაშხლების მრავალფეროვანი სარგებელი

დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისიის (ICOLD) კვლევის მიხედვით, მსოფლიოში არსებული კაშხლოვანი ჰესების 40% (10 000–მდე კაშხალი) მრავალფუნქციურია: მათი დანიშნულება არა მხოლოდ ელექტროგენერირება, არამედ ირიგაცია (5977 კაშხალი), სასმელი წყლით მომარაგება (4334 კაშხალი), წყალდიდობების მართვა (4789 კაშხალი), რეკრეაცია (2879 კაშხალი), ნაოსნობის განვითარება და თევზის მოშენებაა (1850 კაშხალი). მრავალფუნქციური კაშხლოვანი ჰიდროელექტროსადგურები მრავლად გვხვდება აშშ–სა და ევროპაში. დიდწყალსაცავიან ჰესებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადგილობრივი ეკონომიკის არაერთი ...

Read More »

გაზის სამხრეთის კორიდორი და საქართველო

ეკონომისტებისა და პოლიტოკოსთა აბსოლუტურიუმრავლესობა თანხმდება, რომ „გაზის სამხრეთის დერეფნის“ შემადგენელი ტრანსანატოლიის გაზსადენი TANAP, ერთის მხრივ, აზერბაიჯანს თურქეთის ენერგობაზარზე პოზიციების გამყარებაში, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდაში შეუწყობს ხელს. TANAP-ის პროექტის ყველა დეტალი, პრეისტორიიდან დაწყებული, მისი ეკონომიკური სარგებლიანობით დამთავრებული, report.ge-ს შეუფასა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ენერგეტიკული რესურსებისა და მილსადენი ტრანსპორტის დარგის სპეციალისტმა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და ...

Read More »

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 8.25 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 24 ივნისს რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტით განისაზღვრა. მაისში წლიურმა ინფლაციამ 6.5 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება და 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონემდე დავა. ინფლაციის მოსალოდნელ დინამიკას, როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების მხარეს არსებული ფაქტორების ურთიერთქმედება განსაზღვრავს. ...

Read More »

„ანტიკრიზისული ბიუჯეტი მომზადებულია COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ“

„ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია იძლევა საშუალებას, უფრო რთულ ეპიდემიოლოგიურ და ეკონომიკურ შემთხვევაში დაფინანსდეს როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებები“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე საუბრისას. მისი განცხადებით, ბიუჯეტში სრულადაა ასახული 3.4 მილიარდი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი, რომელიც ანტიკრიზისული გეგმით დასაფინანსებელი ღონისძიებებისთვის არის საჭირო. „ბევრი აბსურდული ბრალდება მოვისმინეთ აღნიშნულ ბიუჯეტთან მიმართებაში – ნაწილი ამბობს, ...

Read More »

აფბა „კავკასუს ონლაინის“ საქმესთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტროს და ინვესტორთა საბჭოს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” მიმართავს ეკონომიკის სამინისტროს და ინვესტორთა საბჭოს და მოუწოდებს შესაბამისი რეაგირებისკენ ”კავკასუს ონლაინის” საქმესთან დაკავშირებით. ასოციაცია მიმართავს უწყებებს, რათა არ დაუშვან კომუნიკაციების კომისიის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ინვესტორის ფაქტობრივი გაძევება ქვეყნიდან. აფბას განცხადებით, კომუნიკაციების კომისიაში 25 ივნისს გაიმართება ადმინისტრაციული წარმოება კომპანიისათვის სანქციების დასაწესებლად, გარიგების გაუქმებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და ამ გადაწყვეტილების მიღების ...

Read More »

საერთაშორისო ვიზიტორების გარეშე დარჩენილი ტურიზმის სექტორი ადგილობრივი ტურისტების იმედად დარჩა

სექტორი ამ სეზონზე უცხოეთიდან არავის ელოდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების ძირითადი ვექტორი უკვე მრავალი წელია ტურიზმია. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ლოკომოტივად ქცეულ ტურიზმის სექტორს დღეს ყველაზე მეტად უჭირს. პანდემიურმა პროცესმა, სხვა დანარჩენთან ერთად, საზღვრების ჩაკეტვა და მობილობის შეზღუდვა გამოიწვია, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მასშტაბით. შედეგად, 2020 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 17.6 პროცენტით ნაკლებია ...

Read More »

ეროვნული ბანკის მიერ, სავალუტო ინტერვენციები ქაოტურად ხორციელდება

სავალუტო ინტერვენციები ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ინსტრუმენტია, რომელიც ცენტრალურ ბანკს გააჩნია და რომლითაც მყისიერი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია სავალუტო ბაზარზე. მაგალითად, გასულ კვირას როდესაც ლარი გაუფასურების ტრენდით ხასიათდებოდა სებ-მა 20 მლნ დოლარი გაყიდა სავალუტო აუქციონზე, რითიც შეაჩერა ლარის გაუფასურება და თუ უკანასკნელ ტენდენციას შევხედავთ, ის გამყარების მიმართულებითაც დაიძრა. თუმცა, საგულისხმოა ის გარემოება, რომ გასული კვირის 20 მლნ ინტერვენცია იმ იშვიათ ...

Read More »

უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტები ადგილობრივ ექსპორტში – რა გავიდა ქვეყნიდან იანვარ-მაისში

2020 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 258.1 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 108.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 73.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი). 2020 წლის იანვარ-მაისში ათი ...

Read More »