Home » ეკონომიკა (page 29)

ეკონომიკა

დღეიდან ფრინველის ხორცის შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი შედის ძალაში

დღეიდან, ფრინველის ხორცის შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ფრინველის ხორცის შესახებ „ტექნიკური რეგლამენტი – ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიიღო. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობა უნდა უზრუნველყოს ბიზნესოპერატორმა, ხოლო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, 2025 წლამდე ...

Read More »

2019 წელს, აჭარას რეკორდული რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა

2019 წელს, აჭარას რეკორდული რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. გასულ წელს,  რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა  2 002 540 შეადგინა, რაც + 3.7%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები გაზრდილია აჭარის სამივე ადმინიტრაციულ საზღვარზე, რაც ბათუმის აეროპორტის შემთხვევაში +7.9 %, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე +4.5 %, ხოლო ბათუმის პორტში +17.3 % ზრდას ითვალისწინებს. რეგიონში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტები ტრადიციული სამიზნე ქვეყნებიდან ...

Read More »

თქვენ გაქვთ მაღალი ხარისხის და დიდი რაოდენობით თიხა, რითაც შეგიძლიათ აწარმოოთ მრავალი სახის პროდუქტი – ერიკ რეინერტი

“თქვენ გაქვთ მაღალი ხარისხის და დიდი რაოდენობით თიხა, რითაც შეგიძლიათ აწარმოოთ მრავალი სახის პროდუქტი”, – ამის შესახებ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, ერიკ რეინერტი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “42-ე პარალელთან” ინტერვიუში აცხადებს. რეინტერი საქართველოს ეკონომიკის პოტენციალზე ამახვილებს ყურადღებას და პარალელები მოჰყავს სხვადასხვა განვითარებული ქვეყნის ეკონომიკებიდან. “მეც პატარა სახელმწიფოდან ვარ, ნორვეგიიდან. მისი მოსახლეობაც დაახლოებით იმდენივეა, როგორიც საქართველოს. მთავარი ამოცანა განვითარების მისაღწევად არის ის, ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – საქართველო ელექტროენერგიის წარმოების საკუთარ წყაროებს ვერ იყენებს

საქართველო ელექტროენერგიის წარმოების საკუთარ წყაროებს ვერ იყენებს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. მისვე თქმით, გარემოს დაცვითი საკითხების გამო ენერგოპროექტები ფერხდება, რაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას გარკვეულ რისკებს უქმნის. გადაცემაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ანგარიში განიხილეს, რომელიც მინისტრმა საზოგადოებას წარუდგინა. გადაცემის თანაწამყვანი და კომპანია „გურიელის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ...

Read More »

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა. როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ 2019 წლის დეკემბერის ეკონომიკური ზრდის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დეკემბერში ეკონომიკა 3,8%-ით გაიზარდა, ხოლო 12 თვის საშუალო რეალური ზრდის მაჩვენებელი, წინასწარი შეფასებით 5,2%-ია. „დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, ტრანსპორტის, ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების მიმართულებებს. კლება კი დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში”,- ...

Read More »

2019 წლის დეკემბერში მესტიამ მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც 19-მა რაიონმა ერთად

მესტიის მიერ ელექტროენერგიის მოხმარებამ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მესტიის რაიონის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის გასამმაგებულია. მოხმარების ზრდა გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო 6 თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად გაიზარდა, – აღნიშნული პრობლემის შესახებ, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხელ ბოცვაძემ დღეს, რუსთავში რეგიონალური მედიისთვის, 2019 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. მისივე თქმით, 2019 წლის დეკემბრში, მესტიის რაიონმა მოიხმარა ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 9%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 9%-ზე დატოვა. ეროვნული ბანკის მონეტარული პილიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. “დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის დასაწყისში გამოვლენილ ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ახდენდა. საპასუხოდ, გასული წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც მიზნად ისახავდა გაცვლითი კურსიდან მომდინარე ...

Read More »

ჩინეთიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. „გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და ...

Read More »

თორნიკე რიჟვაძე – აჭარაში საინვესტიციო პაკეტი წელს ექვს მილიარდს მიაღწევს

მიმდინარე წელს, აჭარაში საინვესტიციო პაკეტი ექვს მილიარდს მიაღწევს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, რეგიონში ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი არის გაზრდილი. „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში გვაქვს 43-პროცენტიანი ზრდა. მინდა გითხრათ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განსხვავდება საინვესტიციო პორტფელისგან და ეს ყველა კვალიფიციურმა ადამიანმა იცის. საინვესტიციო პორტფელის ნაწილში გვაქვს ოთხ მილიარდამდე მოცულობა. ასევე, წელს ვაპირებთ, რომ ეს გახდეს ექვსი ...

Read More »

აფხაზეთი ენერგეტიკული კოლაფსის ზღვარზეა

ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ენეგრეტიკული კოლაფისის წინაშეა. მოსახლოებას ელექტროენეგრია გრაფიკით მეწოდება, ამ დრომდე ელექტროენერგიის მიწოდება დღეში 2 საათით წყდებოდა, 27 იანვრიდან კი ელექტროენეგიის მიწოდება 4 საათით შეწყდება. დე ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რეალურად დენის გათიშვა შესაძლოა უფრო ხანგრძლივადაც მოხდეს და მოსახლეობას მოუწოდებენ ელექტროენერგია მაქსიმალურად მომჭირდენ მოიხმაონ. მიზეზი ენგურის წყალსაცავზე წყლის დონის კრიტიკული ვარდნაა. ერთ-ერთი ალტერნატივა არის ელექტროენეგრიის დროებით რუსეთიდან შემოტანა, თუმცა ...

Read More »