Home » ეკონომიკა (page 22)

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი – ლარიზაცია გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია და მისი წამახალისებელი რეფორმები ეტაპობრივად ხორციელდება

ეროვნული ბანკი - ლარიზაცია გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია და მისი წამახალისებელი რეფორმები ეტაპობრივად ხორციელდება

ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ლარიზაციის ზრდაა – ლარიზაცია ქვეყანაში მაკრო-ფინანსური რისკების შემცირებისა და საგარეო მოწყვლადობების მიმართ მდგრადობის გაზრდის წინაპირობას წარმოადგენს, – ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა. დოკუმენტში წერია, რომ ლარიზაცია ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია და მისი წამახალისებელი რეფორმები ეტაპობრივად ხორციელდება. “2018 წელს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, 2018 წლის ივნისში ლარით სახსრების მოზიდვის ...

Read More »

15 წელი ბულგარეთამდე – რა კუთხით ჩამოვრჩებით და რა მხრივ ვუთანაბრდებით ევროპას

15 წელი ბულგარეთამდე - რა კუთხით ჩამოვრჩებით და რა მხრივ ვუთანაბრდებით ევროპას

საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობას საერთოდ არ ეტყობა. ოფიციალური სტატისტიკითა და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევითაც, მშპ-ის ზრდა ფიქსირდება, მაგრამ მისი გავლენა ხალხზე არ იგრძნობა. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, 5%-იანი ზრდის პირობებში დაგვჭირდება დაახლოებით 14 წელი, რომ გავიდეთ ევროპის საშუალო განვითარების ქვეყნის დონეზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის არსებული დონის შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, დაახლოებით 15 წელიწადში მიაღწიოს ...

Read More »

მარტში ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა

მარტში ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის მარტში ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა. I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 4.7%-ით განისაზღვრა. 2019 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა სახის მომსახურების გაწევის დარგებში. ასევე, ზრდა დაფიქსირდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში. კლება დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

Read More »

რატომ არ მუშაობს 2 წლის წინ დასრულებული „შუახევიჰესი“ დღემდე?

რატომ არ მუშაობს 2 წლის წინ დასრულებული „შუახევიჰესი“ დღემდე?

შუახევის მუნიციპალიტეტში 187 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონი აშშ დოლარი იყო, დასრულებულად ორი წლის წინ გამოცხადდა. ოფიციალური ინფორმაციით, „შუახევიჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში, ენერგოდეფიციტისას მთლიანად საქართველოს უნდა დარჩენოდა, ხოლო ჭარბი გამომუშავების დროს თურქეთში ექსპორტი უნდა განხორციელებულიყო. ჰესი ამ დრომდე არ მუშაობს. შუახევში 2017 წლის ივნისში, საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე – საპენსიო რეფორმის გარეშე მომავალს ვწირავთ გარანტირებული სიღარიბისთვის

გიორგი ცუცქირიძე - საპენსიო რეფორმის გარეშე მომავალს ვწირავთ გარანტირებული სიღარიბისთვის

“საპენსიო რეფორმის გარეშე მომავალს ვწირავთ გარანტირებული სიღარიბისთვის”, – ამის შესახებ საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “დღეს, სამწუხაროდ პოლემიკა არა საპენსიო რეფორმის ირგვლივ, მის გრძელვადიან ეკონომიკურ და საინვესტიციო ეფექტზე კეთდება, არამედ აქცენტები ცალკეულ დეტალებზე უფრო გადადის, ხშირად თავისებური ინტერპრეტაციებით და რაც თვალშისაცემია ხდება საკითხის წმინდა პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. ამ თემის განხილვისას ...

Read More »

თიბისი ბანკმა მაკროეკონომიკური მიმოხილვის შესახებ პრეზენტაცია გამართა

თიბისი ბანკმა მაკროეკონომიკური მიმოხილვის შესახებ პრეზენტაცია გამართა

სასტუმრო „Holiday Inn”-ში თიბისი ბანკის ინიციატივით მაკროეკონომიკური მიმოხილვის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ბანკის მომხმარებლებმა მაკროეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ ძირითადი მაჩვენებლების, დინამიკისა და პროგნოზების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. პრეზენტაციას თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია უძღვებოდა. პრეზენტაციაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: საერთაშორისო გარემოს ანალიზი საქართველოს მნიშვნელობის გათვალისწინებით; ევროსა და დოლარის შედარებითი რისკიანობის შეფასება; ეკონომიკის ზრდა და ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი; დაკრედიტების ტენდენციები  ...

Read More »

ნათია თურნავა – საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება

ნათია თურნავა - საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება

საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშნელოვნად გაიზრდება – ეს საკითხი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ჟენის კასიმბეკთან შეხვედრისას განიხილა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ყაზახეთში შემდგარი მოლაპარაკების თანახმად, ყაზახეთის მთავრობა ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოს ბაზარზე ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას მოახდენს და 50%-მდე დაწევს ტარიფებს, რაც მოგვცემს საშუალებას ყაზახური ხორბალი შედარებით ხელმისაწვდომ ფასებად მივიღოთ. თურნავას თქმით, აღნიშნული ინიციატივა უკვე მომზადებულია, თუმცა ყაზახური ...

Read More »

გადასახადების სიმცირის კუთხით საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში

გადასახადების სიმცირის კუთხით საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ საგადასახადო სისტემის პროდუქტიულობის მაღალ დონეს. აღნიშნულის შესახებ ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „მინდა განვმარტო რა არის საგადასახადო სისტემის პროდუქტიულობა – ეს არის საგადასახადო სისტემის უნარი, მობილიზება გაუკეთოს, რაც შეიძლება მეტ საგადასახადო შემოსავლებს ბიუჯეტში,საგადასახადო განაკვეთების ზრდის გარეშე. თუ გადავხედავთ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის ...

Read More »

გიორგი ლაბაძე: შესაძლოა, საქსტატი საარსებო მინიმუმს, დაბალი სოციალური პაკეტების გამო, ხელოვნურად ამცირებს

გიორგი ლაბაძე: შესაძლოა, საქსტატი საარსებო მინიმუმს, დაბალი სოციალური პაკეტების გამო, ხელოვნურად ამცირებს

შესაძლოა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს, დაბალი სოციალური პაკეტების გამო, ხელოვნურად ამცირებდეს – ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საერთაშორისო მიმართულების იურისტი, გიორგი ლაბაძემ აცხადებს. გიორგი ლაბაძის განცხადებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის მარტის მდგომარეობით, საარსებო მინიმუმი, ერთსულიანი ოჯახისთვის შეადგენდა 160.5 ლარს (59.67 აშშ დოლარი), ორ სულიანი ოჯახისთვის – 256.8 ლარს (95.46 აშშ დოლარი), სამ სულიანი ...

Read More »

“საქსტატი” საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას არ გამორიცხავს

"საქსტატი" საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას არ გამორიცხავს

მიმდინარე წელს “საქსტატი” საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა და შესაბამისად, სწორედ ამ უწყებასთან კომუნიკაციას აპირებს “საქსტატი” მეთოდოლოგიის ცვლილებასთან დაკავშირებით. “საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას “საქსტატი” ეყრდნობა იმ მეთოდოლოგიას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანებით შემუშავდა. სამწუხაროდ, ამ ...

Read More »