Home » ეკონომიკა (page 21)

ეკონომიკა

2020 წლის თებერვალში, საქართველოს ეკონომიკა 2.2%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 3.7 პროცენტით განისაზღვრა. 2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების ...

Read More »

დღეიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობა. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა (გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა), ...

Read More »

ნენსკრა ჰესის ამუშავება ელექტროენერგიის იმპორტს გაანახევრებს

იმპორტდამოკიდებულების შემცირების ერთადერთი გზა ქვეყანაში ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაციის ზრდაა. სწორედ ამას ემსახურება ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიც სადღეისოდ ნენსკრა ჰესია. რა მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარს დღეს საქართველო, რამდენია აქედან იმპორტირებული და რა მდგომარეობა იქნებოდა, დიდი ჰიდროპროექტები რომ განხორციელებულიყო? – ამ კითხვებზე პასუხს რიცხვები და პროცენტული მაჩვენებლები მოგვცემს, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. წარმოების კლებამ და მოხმარების ზრდამ იმპორტის ზრდა გამოიწვია. 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ...

Read More »

„ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით“

ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება,მე პირადად და მთავრობა დავუდგებით გვერდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში არის ეპიდემია, მსოფლიოს გლობალური გამოწვევა. „თითოეული ლარი, დამატებითი ინვესტიციებისა, ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც და ვინმეს რაიმე რესურსი თუ აქვს და შეუძლია ...

Read More »

ლეჟავა – მონეტარული პოლიტიკა არ შემსუბუქდება იქამდე, ვიდრე ინფლაციაზე ზეწოლის რისკები არ შერბილდება

გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ვინარჩუნებთ იმ რისკებიდან გამომდინარე, რასაც ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით ვხედავთ. როგორც კი დავინახავთ, რომ ეს რისკები შერბილდა, მონეტარულ პოლიტიკას შევამსუბუქებთ. ჩვენი მიზანია, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია სამ პროცენტამდე შემცირდეს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. გადაცემაში ეროვნული ბანკის მიერ დაანონსებული ახალი სტრატეგია განიხილეს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ცენტრალური ბანკი უცხოური სავალუტო რეზერვების დაგროვების ...

Read More »

ინვესტიციების მოცულობაში რეინვესტირების წილი იზრდება – როგორ მუშაობს ე.წ. ესტონური მოდელი 3 წლის თავზე

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მოცულობაში რეინვესტირების წილი იზრდება – როგორ მუშაობს ე.წ. ესტონური მოდელი 3 წლის თავზე საქართველოში ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვიდან უკვე 3 წელი გავიდა. იგი ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევიდა. ცვლილების ამოქმედებას წინ უძღვოდა ორწლიანი სამუშაო პროცესი და განხილვები. მისი ამოქმედება და ქართულ რეალობაში დანერგვა ბიზნესის სტიმულირების ერთ-ერთი მაგალითია. ე.წ. ესტონური მოდელის შინაარსი მარტივია – გაუნაწილებელი მოგების საგადასახადო ...

Read More »

ივა ჭყონია – არავის ინტერესში არაა ფასების ზრდა, უბრალოდ კომპანიებისთვის არის წამგებიანი ამ კურსით მუშაობა

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტის, ივა ჭყონიას განცხადებით, თუ დოლარის ღირებულება ლართან მიმართებაში 3.3 ნიშნულზე შენარჩუნდა, იმპორტირებული პროდუქტების უმრავლესობაზე ფასები აპრილში აუცილებლად მოიმატებს. ხოლო, თუ დოლარის ღირებულება ლართან მიმართებაში 3-იან ნიშნულზე ჩამოვიდა, როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მაშინ ფასები უცვლელი დარჩება. „ეს ნიშნული თუ შენარჩუნდა, დღევანდელ დღეს რაც არის, დაახლოებით, 3.3, სწორება იქნება ამ ნიშნულზე და ამის მიხედვით მოხდება ფასების დაკორექტირება, რომელსაც, ალბათ, ...

Read More »

კორონომიკა – კორონანომიკა – მედიცინის მძევალი ეკონომიკა

2019 წლის 26 დეკემბერს  პნევმონიის 4 არასტანდარტული შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, 30 დეკემბერს დაიწყო მისი გავრცელება, 31 დეკმბერს ვუჰანის ჯანდაცვის კომისიამ განგაშის სიგნალი გადასცა ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, 7 ინვარს აღმოჩენილ იქნა 2019-nCov ვირუსი, 20 იანვარს ვირუსით გამოწვეულ დაავადებას ეწოდა COVID-19, 23 იანვარს დაიხურა ქალაქი ვუჰანი, 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა საზოგადოებრივ ...

Read More »

„თუ პანდემიის გამო ლარის გაუფასურება გაგრძელდა, შესაძლოა, სავალუტო კონტროლის შემოღებაც გახდეს საჭირო“

„ლარის დაღმასვლის პასუხად ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მცოცავი დევალვაციის ტაქტიკას გამოვიყენებდი“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ კაკულიამ პალიტრანიუსის გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ამით ეროვნული ვალუტის დაცემის ტრაექტორია ნაკლებად მტკივნეული და შთამბეჭდავი იქნებოდა. „მე ყოველთვის ვიყავი არარაციონალური და დაუსაბუთებელი ინტერვენციების წინააღმდეგი. ასეთ ვითარებაში ინტერვენციები უნდა განხორციელდეს ორი მიზნით: პირველი, იმისთვის, რომ ბაზრის არაკანონზომიერი (რომელიც ფუნდამენტურ ფაქტორებთან არ ...

Read More »

23,6%-ით გაუფასურებული ლარი – როგორ შეიცვალა მეზობელი და სხვა ქვეყნის ვალუტების კურსი

საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში (2 მარტიდან 25 მარტამდე) თითქმის 66 პუნქტით, 2,79-დან 3,44 ნიშნულამდე გაუფასურდა. 23,6%-იანი ვარდნის მთავარ მიზეზად კორონავირუსი და ამის შედეგად, შენელებული ეკონომიკური ზრდა სახელდება. „მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს რეგიონში ხდება ეროვნული ვალუტების დევალვაცია და რა თქმა უნდა, ლარი ვერ იქნებოდა გამონაკლისი, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით იზოლირებულ კუნძულზე, ჩვენ ვართ ...

Read More »