Home » ეკონომიკა (page 200)

ეკონომიკა

“საქართველოს განვითარების კორპორაცია” სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოს ამოქმედდება

"საქართველოს განვითარების კორპორაცია" სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოს ამოქმედდება

“საქართველოს განვითარების კორპორაციის შესახებ” კანონი შესაბამის უწყებებს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გადაეგზავნება. როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ  განაცხადა, “საქართველოს განვითარების კორპორაციის შესახებ” კანონი მომზადებულია გერმანიის საფინანსო ინსტიტუტის მიერ, რომელიც სავარაუდოდ მიმდინარე კვირის განმავლობაში გადაეგზავნება ყველა შესაბამის უწყებას, პირველ რიგში კი მთავრობას. კანონპროექტი გასაცნობად ასევე მიეწოდება მსოფლიო ბანკსა და სავალუტო ფონდს. “მთავრობა განიხილავს დოკუმენტს, გარკვეული შენიშვნები, შეთავაზებები წინადადებები, ალბათ, იქნება. ...

Read More »

როდის არის საუკეთესო პერიოდი უძრავ ქონებაში ფულის დასაბანდებლად

როდის არის საუკეთესო პერიოდი უძრავ ქონებაში ფულის დასაბანდებლად

ვალუტის კურსის ცვლილებამ, ფულადი გზავნილების შემცირებამ და სხვა ფაქტორებმა, რომლებიც უძრავი ქონების ბაზართან უშუალო კავშირშია, აღნიშნული ბაზრის მოთამაშეები არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენა. ჩვენ დავინტერესდით, რა პრობლემებია დღეს, საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე და როდის არის ხელსაყრელი უძრავ ქონებაში ფულის დაბანდება. ეკონომისტ აკაკი ცომაიას თქმით, როდესაც ეკონომიკური ზრდის ტემპი ძალიან დაბალია და ეროვნული ვალუტის გაუფასურების მაჩვენებელი მაღალია, ეს პირველ რიგში უძრავ ქონებაზე აისახება. ...

Read More »

“ინდუსტრიული და ფინანსური განვითარებისთვის ანაკლიის პორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”

"ინდუსტრიული და ფინანსური განვითარებისთვის ანაკლიის პორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს"

ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის და მთლიანად ეკონომიკის განვითარებისთვის ანაკლიის პორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინიტრაციაში განუცხადა, სადაც ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” დასახელდა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, კომპანიის გამოვლენა იყო ძალიან ხანგრძლივი პროცედურა, რომლის ბოლოსაც გამარჯვებულად დასახელდა კომპანია, რომელსაც აღნიშნული პროექტის განხორციელების ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე: ანაკლიის პორტი საუკუნის მშენებლობაა

მამუკა ხაზარაძე: ანაკლიის პორტი საუკუნის მშენებლობაა

ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზის ფარგლებში 700 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, – განაცხადა ანაკლიის პორტის ტენდერში გამარჯვებულმა ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM -ის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც  ანაკლიის პორტს საუკუნის მშენებლობას უწოდებს. ღრმაწყლოვან პორტს თიბისი ჯგუფი ამერიკულ Conti International-თან ერთად ააშენებს, რომლის წარმომადგენელი ტენდერში გამარჯვებასთან დაკავშირებით განცხადებას რამდენიმე საათში გააკეთებს. პროექტი ჯამში 2,5 მილიარდის ღირებულებისაა და რამდენიმე ფაზად განხორციელდება. პირველი ფაზის დაფინანსებაში რეგიონში მომუშავე ...

Read More »

2016 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 521 802 ბოთლი ღვინო

2016 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 521 802 ბოთლი ღვინო

2016 წლის იანვრის თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების იანვრის თვის ექსპორტის მონაცემების შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მიმდინარე წლის იანვრის თვეში სულ ექსპორტირებულია 3,62 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. “ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 521 802 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც ...

Read More »

საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტიდან ქვეყანა ყოველთვიურად 1 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებს

საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტიდან ქვეყანა ყოველთვიურად 1 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებს

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” ორი მიმართულებით დაიწყო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განხორციელება. როგორც “სახელმწიფო ელექტროსისტემაში” აცხადებენ, დაიწყო ელექტროენერგიის ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, სადაც დღე-ღამეში საშუალოდ 30 მეგავატი სიმძლავრის გადადინება ხდება. 7 თებერვალს კი დაიწყო დაახლოებით 80 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელება აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ტრანზიტების განხორციელებით, საქართველო ყოველთვიურად დაახლოებით, 1 მლნ ლარის შემოსავალს მიიღებს.

Read More »

კუმისის ტერიტორიაზე ნავთობის საბადო აღმოაჩინეს

კუმისის ტერიტორიაზე ნავთობის საბადო აღმოაჩინეს

კუმისის ტერიტორიაზე ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კუმისში ბურღვის პროცესი ერთი კვირის წინ დასრულდა და კომპანიამ აღნიშნული საბადოდან ნავთობის მოპოვების პროცესი დაიწყო. გიორგი ტატიშვილის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ჭაბურღილის ბურღვა, თუმცა მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასი მსოფლიოში ისტორიულ მინიმუმზეა, კომპანიებს ძებნა-ძიების სამუშაოებისთვის დაფინანსების მოპოვება უჭირთ. ამ დროისთვის საქართველოში ნავთობს 4 ...

Read More »

კახეთში 179 ჰა მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება

კახეთში 179 ჰა მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება

კახეთის რეგიონში 179 ჰა მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსება 20 ბენეფიციარმა უკვე მიიღო. კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ქოდალოში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, პაატა ბუცხრიკიძის ბაღის გაშენების პროცესი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. პაატა ბუცხრიკიძე პროგრამაში 2015 ...

Read More »

“გაზპრომთან” შეთანხმება მიღწეული არ არის

"გაზპრომთან" შეთანხმება მიღწეული არ არის

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომთან” შეთანხმება არ არის მიღწეული. როგორც კალაძემ გუშინ, არასამთავრობო სექტორთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, “გაზპრომთან” მომავალი შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. კითხვაზე, ხედავს თუ არა ის მოლაპარაკებებში პოლიტიკურ კონტექსტს, კალაძემ აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებებში იმ მოცულობებზე, რაზეც დღეს საუბარი მიმდინარეობს, არანაირი პოლიტიკური კონტექსტი არ არსებობს. “მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ ...

Read More »

კახეთში აღმოჩენილ გაზის იმხელა მოცულობაზეა საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც არ გააჩნია

კახეთში აღმოჩენილ გაზის იმხელა მოცულობაზეა საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც არ გააჩნია

კომპანია “ფრონტერას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გაზის იმხელა მოცულობებზე იყო საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც არ გააჩნია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კომპანია “ფრონტერას” იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც კახეთში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნულის დასამტკიცებლად საჭიროა მილიარდობით ინვესტიცის განხორციელება და დამტკიცების შემთხვევაში ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუ რამდენად სწორი ...

Read More »