Home » ეკონომიკა (page 189)

ეკონომიკა

ქუმსიშვილი ტურიზმის სექტორს მოუწოდებს ფასების დაწესებისას სიფრთხილე გამოიჩინს

ქუმსიშვილი ტურიზმის სექტორს მოუწოდებს ფასების დაწესებისას სიფრთხილე გამოიჩინს

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებს ფასების დაწესებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ვიცე-პრემიერი კერძო სექტორს რეგიონში არსებულ მძაფრ კონკურენციას ახსენებს. “მე მინდა ტურიზმის სექტორს მოვუწოდო, რომ ძალიან ფრთხილები იყვნენ ფასებთან მიმართებაში, რადგან მეზობლად გვყავს არაერთი კონკურენტი ქვეყანა. შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ ფასისა და სერვისის შესაბამისობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ტურისტები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ასევე არაერთ ავიაკომპანიასთან, რომ ...

Read More »

რიკოთის ალტერნატიული გზის მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყება

რიკოთის ალტერნატიული გზის მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რამდენიმე წელია მუშაობს პროექტზე, თუ რა მიმართულებით გაივლის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რომელიც რიკოთის რეალური ალტერნატივა იქნება. ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი, გიორგი სეთურიძე, რომელიც რიკოთის გზის მილიარდიან პროექტს კურირებს, აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით ახალი ავტომაგისტრალი არსებული გზის პარალელურად გაივლის და ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე არსებული გზის ინფრასტრუქტურაც. “ერთ-ერთ მონაკვეთის პროექტირებაზე ტენდერი უკვე ...

Read More »

“კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ მოიგებს არჩევნებს კვირიკაშვილი”

"კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ მოიგებს არჩევნებს კვირიკაშვილი"

98%-ით დამარცხებული სახელმწიფო რეკეტი, ანუ კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ მოიგებს არჩევნებს კვირიკაშვილი – ამ სათაურით პოსტს ეკონომისტი მიხეილ დუნდუა აქვეყნებს. „მსოფლიო ბანკის კვლევის BPS მიხედვით, 2008-2012 წლების 5 წლიანი კორუფციული ჩავარდნის შემდეგ საქართველომ ბიზნესის რეკეტი (კორუფცია) ზედიზედ ორი წელია, რაც 98%-ით (!!!) დაამარცხა. მსოფლიო ბანკის მიერ წარმოებულმა, მსოფლიო მთავრობათა შეფასების ყველაზე მასშტაბურმა პროექტმა Worldwide Governance Indicators (WGI) გამოაქვეყნა Business ...

Read More »

ირაკლი თედორაძე: საქართველოში მევახშეობის შესახებ კანონია მისაღები

ირაკლი თედორაძე: საქართველოში მევახშეობის შესახებ კანონია მისაღები

საქართველოში არსებული სოციალურ ეკონომიკური ფონი ბოლო დროის განმავლობაში არც თუ ისე სახარბიელოა და ის ვერ აკმაყოფილებს თუნდაც განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დამოკიდებულია ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, კერძო მევახშეების ვალზე, რომლებიც საერთოდ სამართლებრივი რეგულირების გარეთ არის დარჩენილნი და ძნელია ვივარაუდოთ თუ რაოდენ კაბალურ ხელშეკრულებებს და საპროცენტო განაკვეთებს აწესებენ ისინი. ხშირ შემთხვევაში ასეთი ვალები ...

Read More »

მე-9 და მე-10 ენერგობლოკები რუსებისგან ბეჟუაშვილებმა იყიდეს

მე-9 და მე-10 ენერგობლოკები რუსებისგან ბეჟუაშვილებმა იყიდეს

რუსული კომპანია “ინტერ რაო” საქართველოში აქტივების ნაწილს ყიდის. ამის შესახებ როგორც ქართული, ასევე რუსული წყაროები საუბრობენ. საქმე ეხება “მტკვარი ენერგეტიკას”, ანუ თბოელექტროსადგურის მე-9 და მე-10 ენერგობლოკს. რუსულ კომპანიაში ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ამგვარი გარიგება არ მომხდარა. თუმცა, “ინტერ რაოსა” და ქართულ მხარეს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის ფაქტი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში დაადასტურეს. “ჩვენ ვადასტურებთ, რომ ნამდვილად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ...

Read More »

საპარტნიორო ფონდსა და საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საპარტნიორო ფონდსა და საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საპარტნიორო ფონდსა“ და „საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან თანამშრომლობის ზოგად პრინციპებზე, მათ შორის საქართველოში ერთობლივ პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე, რომლებიც  ხელს შეუწყობენ სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას. „საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის“  ვიზიტის მიზანია აბრეშუმის გზის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის“ უძველესი ქვეყნის, აქტიური ჩართვა რეგიონულ ...

Read More »

I კვარტალში საწვავის იმპორტი 13 პროცენტით გაიზარდა

I კვარტალში საწვავის იმპორტი 13 პროცენტით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საწვავის იმპორტის ზრდაზე აცხადებს. ორგანიზაციის ცნობით, 2016 წლის I კვარტალში ბენზინი და დიზელის იმპორტმა 224,9 ათასი ტონა შეადგინა , რაც 25,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  101,4  ათასი ტონა (+14,1 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 123,5  ათასი ტონა (+ 11,3 ათასი ტონით). ამასთან, საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი ...

Read More »

თბილისის აეროპორტს ახალი ტერმინალი დაემატება

თბილისის აეროპორტს ახალი ტერმინალი დაემატება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოდერნიზაციის სამუშაობი აქტიურ ფაზაშია. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, „ტავ საქართველომ“ უკვე დაიწყო ჩამოფრენის ახალი ტერმინალის მოსამზადებელი სამუშაოები, რისი აუცილებლობაც მგზავრთნაკადის ზრდამ განაპირობა. 2015 წელს აეროპორტი უკვე 1,8 მლნ მგზავრს მოემსახურა. ჩამოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.  პარალელურად მოეწყობა ავტომანქანების პარკირების დამატებითი სადგომები. გარდა ამისა, არსებულ სამგზავრო ტერმინალში უკვე დაემატა მგზავრების 6 სარეგისტრაციო დახლი; დაგრძელდა ჩამოფრენის დარბაზში მდებარე ბარგის მისაღები ...

Read More »

უნდა მოხდეს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია

უნდა მოხდეს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია

ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მჯელობა მუდმივად მიმდინარეობს. თემა საკმაოდ აქტუალურია. პრემიერად დანიშვნის შემდგომ,  გიორგი კვირიკაშვილის ბიზნესმენებთან შეხვედრისას ერთ-ერთი განხილვის თემაც სწორედ ეს იყო. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა ჯერ ვერ აკონკრეტებენ კონკრეტულად თუ რა კატეგორიის დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მოხდება. აუცილებელია თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, რა შეღავათებს მოუტანს ის ბიზნესს და რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ, ამ საკითხთან ...

Read More »

იანვარ-მარტში გასულ წელთან შედარებით 51%-ით მეტი ღვინოა ექსპორტირებული

იანვარ-მარტში გასულ წელთან შედარებით 51%-ით მეტი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 694 748 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 18 144 738 აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 20%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, მსოფლიოს 10 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 193 395 ბოთლი (0,75 ლ) ბრენდი, ...

Read More »