Home » ეკონომიკა (page 186)

ეკონომიკა

გიორგი მარგველაშვილმა “ეროვნული ბანკის” შესახებ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა

გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის" შესახებ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ეროვნული ბანკის” შესახებ პარლამენტის მიერ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.  კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის პირველი პირის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტი ახლა “საკანონმდებლო მაცნეში” უნდა გამოქვეყნდეს, რის შემდეგაც ის ძალაში შევა. ამასთან, დღეს ბათუმში ამ თემაზე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ, რომელმაც ხელმოწერის მიზეზები განმარტა. “საქართველოს პრეზიდენტი დღესაც არ ეთანხმება ეროვნული ბანკის ...

Read More »

მეორე კვარტალში საქართველოს ყველაზე დიდი ინვესტორი BP იყო

მეორე კვარტალში საქართველოს ყველაზე დიდი ინვესტორი BP იყო

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის II კვარტალში 355 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 81 %-ით აღემატება 2014 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებს. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსხაური ავრცელებს. კონკრეტულად რომელმა კომპანიებმა ჩადეს ყველაზე დიდი ინვესტიციები მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში საქართველოში? „კომერსანტი“ ტოპ 20 კომპანიის რეიტინგს გთავაზობთ: ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. კონკრტული კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა არ სახელდება. ბრიტანული ...

Read More »

საქართველოში თურქული და აზერბაიჯანული ინვესტიციები გაორმაგდა

საქართველოში თურქული და აზერბაიჯანული ინვესტიციები გაორმაგდა

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა. 2015 წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანიდან საქართველოში 160 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია, – 2014 წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანიდან 78 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან 59 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საქართველოს მეორე უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდებია, საიდანაც 68 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მესამე ადგილზე ...

Read More »

რატომ ფერხდება ინვესტიციები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში

რატომ ფერხდება ინვესტიციები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში

საინვესტიციო უსაფრთხოების საკითხებს საქართველოში თითქმის არასდროს არ ექცეოდა სათანადო ყურადღება. შედეგი სახეზეა, – ხან ქსეროქსების კომპანიაზე რამდენჯერმე გაყიდული “ჭიათურმანგანუმი”, ხანაც ოფშორებში რეგისტრირებული რუსული კაპიტალის ე.წ. ცრუმაგიერ ფირმებზე პრივატიზებული მადნეულის კომბინატი  და საეჭვო რეპუტაციის თურქ ბიზნესმენზე პრივატიზებული “ფერო”. შედეგი – ქვეყნის შელახული საინვესტიციო იმიჯი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების შემცირება… ამას ემატება ქვეყანაში სპეციალური ეკონომიკური ზონების არსებობა, რომელთა საქმიანობა აბსოლუტურ გახსნილობაზეა ...

Read More »

ხუდონჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად საქართველოში დარჩება

ხუდონჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად საქართველოში დარჩება

“ხუდონჰესის” პროექტში ცვლილება შედის,- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერის განმარტებით, თუ ინვესტორი აქამდე ვალდებული იყო, გამომუშავებული ელექტროენერგია 3 თვის განმავლობაში საქართველოში დაეტოვებინა, ცვლილების შემდეგ, მოუწევს, რომ მთელი წლის განმავლობაში დატოვოს. „მიმდინარეობს 2011 წლის გაფორმებული მემორანდუმის შეცვლაზე საუბარი. კერძოდ, ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ ინვესტორი კომპანია ვალდებული იქნება, რომ ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სამი თვის ნაცვლად მთელი წლის განმავლობაში დატოვოს ...

Read More »

SOCAR Georgia Gas-ი კომერციული მომხმარებლების ნაწილისთვის ბუნებრივი გაზის ფასს ცვლის

კომპანია SOCAR Georgia Gas-ი კომერციული მომხმარებლების ნაწილისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულების ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომერციულ სექტორში ბუნებრივი გაზის ფასის გაერთიანების მიზნით, კომერციული მომხმარებლებისთვის მათი კორექტირების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა. 1 ოქტომბრიდან SOCAR Georgia Gas-ის ყველა კატეგორიის კომერციულ მომხმარებლებზე, მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბ.მეტრზე განისაზღვრება 84 თეთრის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით. ახალი სატარიფო პოლიტიკით, ცვლილება შეეხებათ მხოლოდ იმ ...

Read More »

სესხების დიდი ნაწილი ლარში რომ იყოს გაცემული, მოსახლეობის უმეტესობა პრობლემას ვერ იგრძნობდა – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოში სესხების დიდი ნაწილი ლარში რომ იყოს გაცემული, მოსახლეობა ამ პრობლემას ვერ იგრძნობდა. ,,საექსპორტო პროდუქცია არ გვაქვს ბევრი, ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებულები, რაც ყველაზე დიდ პრობლემას ქმნის საქართველოში. დოლარიზაციის მაჩვენებელი ჩვენთან ძალიან მაღალია. საქართველოში ბინების, მანქანების სესხების აღება დოლარში ხდება. ეს შეადგენს დაახლოებით 65 პროცენტს. ეს ქმნის პრობლემას. ეს ...

Read More »

დეპოზიტებისა და სესხების მაჩვენებელი საქართველოს ბანკებში

ამ დღებში საკმაოდ აქტიურად განიხილებოდა საკითხი, თუ რომელ ვალუტაში ინახავენ საქართველოს მოქალაქეები დანაზოგს და როგორ აისახება ეს ლარის კურსზე. ასევე არაერთი კითხვა დაისვა ბანკებში დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და იმაზე, თუ როგორ აისახება ლარის კურსის ცვლილება ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე. ამ კითხვებზე, ნაწილობრივ მაინც, პასუხს იძლევა ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ივლისის თვის ანგარიში. ანგარიშის თანახმად, 2015 წლის ივლისში, წინა თვესთან ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს ამოქმედების შედეგი მყისიერი ვერ იქნება

ირაკლი კოვზანაძე - ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს ამოქმედების შედეგი მყისიერი ვერ იქნება

ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო, საბანკო სექტორს, ექსპორტის დაზღვევის პროდუქტს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შესთავაზებს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მსგავსი სტრუქტურები მაქსიმალურ შედეგს 3 წლის განმავლობაში აღწევენ და შესაბამისად, სააგენტოს ამოქმედების შედეგი მყისიერი ვერ იქნება. “ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტომ ფუნქციონირება დაიწყო. სტრუქტურულად ის იქნება საპარტნიორო ფონდის ერთ-ერთი შვილობილი ორგანიზაცია. ჩვენ ამ მიზნით აყვანილი გვყავდა უმსხვილესი იტალიური კომპანია “საჩე”, რომელმაც დაამთავრა ...

Read More »

2015 წლის აგვისტოში 2014 წლის აგვისტოსთან შედარებით ინფლაციის დონემ 5,4 პროცენტი შეადგინა

2015 წლის აგვისტოში 2014 წლის აგვისტოსთან შედარებით ინფლაციის დონემ 5,4 პროცენტი შეადგინა

2015 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 1,0 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ფასები გაიზარდა 2,0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,58 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფზე ფასების ზრდა მეტწილად განპირობებული იყო რძე, ყველსა და კვერცხზე ფასების 9,4-პროცენტიანი მატებით, ასევე ...

Read More »