Home » ეკონომიკა (page 184)

ეკონომიკა

თბილისის ზღვასთან ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი გაშენდება

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 200-250 ჰექტარ მიწის ფართობზე, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებით აგებული ინფრასტრუქტურული ობიექტების, საცხოვრებელი ვილების, კოტეჯებისა და ბინების მშენებლობა იგეგმება. “ეკო გრინ სითის” პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.მთავრობის მეთაური, ეკონომიკის მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად, დღეს აკვაპარკ “ჯინო ფერედაისს” ეწვია. “ჯინო ფერედაისის” დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ პრემიერ-მინისტრს აკვაპარკის ტერიტორია დაათვალიერებინა და “ეკო გრინ სითის” პროექტი წარუდგინა. “„ჯინო ფერედაისი“ არის ...

Read More »

ეკონომიკის მინისტრი ელჩებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში დახმარებას სთხოვს

ეკონომიკის მინისტრი ელჩებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში დახმარებას სთხოვს

ჩვენ ვთხოვთ ჩვენს ელჩებს, მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგნენ და მაქსიმალურად მოგვეხმარონ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში , – ამის შესახებ ჟურნალისტებს ამბასადორიალის გახსნამდე საქართველოს ეკონომიკის ახალმა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ძალიან კარგი ტრადიციაა, როდესაც ელჩები და მაღალი რანგის ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველის წლის სექტემბრის დასაწყისში ამბასადორიალზე იკრიბებიან. “ეს არის შესაძლებობა, როდესაც ჩვენ ვაცნობთ ელჩებს იმ ეკონომიკურ კურსს, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, ასევე ...

Read More »

საპარტნიორო ფონდი ნენსკრა ჰესის მშენებლობას იწყებს

საპარტნიორო ფონდი ნენსკრა ჰესის მშენებლობას იწყებს

საპარტნიორო ფონდმა, კორეულ კომპანია K-Water-მა, საქართველოს მთავრობამ, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ (ესკო) და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ხელი მოაწერეს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტს. პაკეტი აერთიანებს პროექტის საიმპელემტაციო ხელშეკრულებას, ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებას და პროექტთან დაკავშირებულ სხვა თანადართულ ხელშეკრულებებს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტზე ხელმოწერა გულისხმობს, რომ პროექტის დასაწყებად ყველა ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული ...

Read More »

7 თვეში საქართველოს ეკონომიკა 2,6 პროცენტით გაიზარდა

7 თვეში საქართველოს ეკონომიკა 2,6 პროცენტით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2015 წლის ივლისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3,0 პროცენტი, 2015 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,1 პროცენტი, ხოლო 2015 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,6 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 პროცენტით შემცირდა, აქედან ექსპორტმა 23 პროცენტით იკლო, იმპორტმა კი 10 პროცენტით. ...

Read More »

საწვავის მსოფლიო ფასების ვარდნის ფონზე ქართული ნავთობკომპანიების მოგების მარჟა იზრდება

საწვავის ფასების რეიტინგი ქვეყნების მიხედვით

საწვავის გაიაფება უფრო მაღალი ტემპით უნდა მოხდეს მსოფლიოს საფონდო ბაზრები მკვეთრად ეცემა – აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ევროპისა და რუსეთის ბირჟები ვარდნას განაგრძობენ. პარალელურად, მიმდინარეობს ნავთობის ფასის დაცემა მთელ მსოფლიოში. მსოფლიო ტენდენციებს ქართული საწვავის ფასებზე საგრძნობი გავლენა არ მოუხდენია და სავარაუდოდ, არც მოახდენს, რადგან ქართველ იმპორტიორებს უკვე მრავალი წელია, საკუთარი რკინის არგუმენტი გააჩნიათ – საწვავის იმპორტიორთა მტკიცებით, მათ წინასწარ, მაღალ ფასად ...

Read More »

აფბა: ქართული ნავთობკომპანიები საწვავის ფასს კვლავ არ ამცირებენ

აფბა: ქართული ნავთობკომპანიები საწვავის ფასს კვლავ არ ამცირებენ

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ბოლო 3 თვეში 45.74%–ით შემცირდა ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია–„აფბა“, ქართული საწვავის ბაზარზე არსებული ფასების კლების ტენდენციას შეუსაბამოდ მიიჩნევს ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე დაფიქსირებული მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად. როგორც აღნიშნული ფაქტის კომენტირებისას, „აფბას“ ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა განაცხადა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს და 7 წლიან მინიმუმზეა, ხოლო ნიუ–იორკის ბირჟაზე ბოლო ვაჭრობის შედეგად ბარელის ფასი 2.23 დოლარით შემცირდა ...

Read More »

2015 წლის ექსპორტი $396 911-ით, ხოლო იმპორტი $511 289-ით შემცირდა

2015 წლის ექსპორტი $396 911-ით, ხოლო იმპორტი $511 289-ით შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის ექსპორტი, 2014 წელთან შედარებით 396 911 აშშ დოლარით, ხოლო იმპორტი-511 289 აშშ დოლარით შემცირდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების 2014-2015 წლის იანვარ-ივლისის ექსპორტის საერთო რაოდენობამ 2 933 963 აშშ დოლარი შეადგინა. 2014-2015 წლის იანვარ-ივლისის უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე აზერბაიჯანია 489 311 აშშ დოლარით, მეორეზე-ბულგარეთი 235 277 აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე-თურქეთი ...

Read More »

საქართველოდან ევროპის ქვეყნებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა

საქართველოდან ევროპის ქვეყნებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა

2015 წლის 7 თვის ოპერატიული მონაცემების მიხედვით, საქართველოდან ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 100.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 83.9 %-ით აღემატება 2014 წლის, ხოლო 148.9%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ძირითადად ექსპორტირებულია: თხილი, მინერალური და მტკნარი წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სპირტიანი სასმელები და სხვა.2015 წლის 7 თვის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნების წილი მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში შეადგენს 32.5%-ს.

Read More »

საქართველოს სოფლის მეურნეობა განვითარების ტემპს ინარჩუნებს

საქართველოს სოფლის მეურნეობა განვითარების ტემპს ინარჩუნებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახური სოფლის მეურნეობის სფეროს 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1 443 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.0 პროცენტით აღემატება. აქედან ფურის სულადობამ 662 ათასი შეადგინა. მატება ფიქსირდება ცხვრისა და თხის ჯამური სულადობის კუთხითაც, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 8.5 პროცენტით გაიზარდა და 1 232 ათას სულს მიაღწია. ღორის ...

Read More »

საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა ინვესტირებისთვის

საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა ინვესტირებისთვის

„საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა ინვესტირებისთვის” – ამის შესახებ ჰოლანდიის ელჩი საქართველოსა და სომხეთში გაზეთ „ფაინენშალთან” ინტერვიუში აცხადებს.  ჰანს ჰორბახის თქმით,  მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 15 ახალი კომპანია დაფუძნდა საქართველოში  ჰოლანდიური ინვესტიციების დახმარებით , 2014 წელს კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 330 მილიონ დოლარს მიაღწია. ჰორბახის თქმით, ეს მონაცემები  ინდიკატორია, რომ საქართველო  უსაფრთხო ქვეყანაა ინვესტირებისთვის. „ინვესტორებისთვის არ არსებობს სპეფიციკური რისკები საქართველოში, ინვესტორები ...

Read More »