Home » ეკონომიკა (page 180)

ეკონომიკა

„სოკარი“ ბუნებრივი აირის მონოპოლისტია, რითიც ზარალდება ქართველი მომხმარებელი”

„სოკარი“ ბუნებრივი აირის მონოპოლისტია, რითიც ზარალდება ქართველი მომხმარებელი

აზერბაიჯანისა და საქართველოს მტკიცე ურთიერთობების შერყევის საფრთხეზე ლაპარაკი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველომ  რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ გაზის ტრანზიტის მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართა. ამ ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი როგორც ჩვენი მეზობელი სახელმწიფო,  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ქვეყნებს, გარდა პოლიტიკური ურთიერთობებისა, ასევე, მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნიათ ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის ნაწილში. ორ ქვეყანას ...

Read More »

გაიგეთ უფრო მეტი უძრავი ქონების ბაზრის შესახებ

გაიგეთ უფრო მეტი უძრავი ქონების ბაზრის შესახებ

უძრავი ქონების ინდექსი (GREI), რომელსაც უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორია ქმნის, მალე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. REM lab (უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორია) თიბისი ბანკის და ISET (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა) ერთობლივი პროექტია, რომელიც JumpStart Georgia-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია ქართული უძრავი ქონების ბაზრის რეგულარული კვლევა და სხვა ინდიკატორებთან ერთად უძრავი ქონების ინდექსის გაანგარიშება. პროექტს საფუძვლად უდევს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ISET თიბისი ბანკის დახმარებით ...

Read More »

რეგიონში ყველაზე პოზიტიური ტრენდი საქართველოს ობლიგაციებს აქვს

რეგიონში ყველაზე პოზიტიური ტრენდი საქართველოს ობლიგაციებს აქვს

სუვერენული ობლიგაცები გასულ კვირას (25-30 აპრილი), ლონდონის ბირჟაზე, 4,5% სარგებლით ივაჭრებოდა. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების (GEORG) ფასი უმნიშვნელოდ შემცირდა(-0.3%W.W), 110,5 აშშ დოლარით განისაზღვრა. რეგიონის ქვეყნების (აზერბაიჯანი, რუსეთი)  ობლიგაციების ფასიც სტაბილურია. აზერბაიჯანი – $96,8 სარგებელი -5,3%,  რუსეთი – $105,8 /3,4% . წყარო: BPI

Read More »

ქართული ავიაბაზრის ლიდერი Turkish Airlines-ია

ქართული ავიაბაზრის ლიდერი Turkish Airlines-ია

ქვეყნის ავიაციის ლიდერი კომპანია თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ია, რომელსაც 2016 წლის პირველი კვარტის მონაცემებით ბაზრის 21 %-ი უკავია. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, იანვარ-მარტის მონაცემებით, რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით Turkish Airlines-ი საქართველოში ნომერ პირველია. საქართველოს ავიაციის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია ასევე უკრაინული ავიაგადამზიდავი FlyUIA, რომელიც გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 13 %-ს ფლობს. მესამე პოზიციაზე ქართული კომპანია Georgian Airways-ია, რომლის ბაზრის წილიც 9 ...

Read More »

მარტში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 6%-ით გაიზარდა

მარტში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 6%-ით გაიზარდა

საქართველოში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა მარტში გაიზარდა, გაზრდილია ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაც. „საქსტატის“ მონაცემებით, 2016 წლის მარტში დღგ–ს გადამხდელთა ბრუნვამ 4,288 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 6%-ით მეტია, ვიდრე 2015 წლის მარტში. ოფიციალური სტატისტიკით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 4 651 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 11%–ით აჭარბებს 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. წყარო: BPI

Read More »

რუსეთმა ფოთიდან გაგზავნილი ქართულ-თურქული მანდარინის პარტია უკან გამოაბრუნა

რუსეთმა ფოთიდან გაგზავნილი ქართულ-თურქული მანდარინის პარტია უკან გამოაბრუნა

რუსეთმა საქართველოდან მანდარინის დიდი პარტიის შეტანა აღკვეთა. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის წარმომადგენელმა რაიან ფარუკშინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ 107 ტონა მანდარინიდან დაახლოებით 40 ტონა – თურქული ხილი იყო, რომელზეც რუსეთში სანქციები მოქმედებს. „მანდარინის პარტია საქართველოს ფოთის პორტიდან შემოვიდა. საქონლის გამგზავნად დასახელებულ იყო ქართული ფირმა, ფიტოსანიტარული სერტიფიკატები საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ...

Read More »

“კურსის მკვეთრი გამყარება იმპორტის გაიაფებას გამოიწვევს, რამაც, შესაძლოა, ქვეყანა უკან დააბრუნოს”

"კურსის მკვეთრი გამყარება იმპორტის გაიაფებას გამოიწვევს, რამაც, შესაძლოა, ქვეყანა უკან დააბრუნოს"

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი მხოლოდ ისეთ ღონისძიებებს ატარებს, რომელიც დიდი რყევების აღმოფხვრას ემსახურება. კითხვაზე, იზიარებს თუ არა ექსპერტების მოსაზრებას, რომ ეროვნული ბანკი ხელოვნურად უქმნის დაბრკოლებას ლარის კურსის გამყარებას, გვენეტაძემ განაცხადა, რომ არც ლარის კურსის მკვეთრი გაუარესება და არც გამყარება არ არის კარგი, ამიტომ, ეროვნული ბანკი შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. „დღეისათვის, საქართველოში ლარის გაცვლითი ე.წ. ...

Read More »

დღეს სებ-ის პრეზიდენტი პრესკონფერენციას მართავს

დღეს სებ-ის პრეზიდენტი პრესკონფერენციას მართავს

როგორი იქნება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა 15 ივნისამდე ოთხშაბათს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავად განმარტავს. კობა გვენეტაძე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის (მპკ) გადაწყვეტილებაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრებს, რომელიც 14:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, 2015 წლის დეკემბრიდან რეფინანსირების განაკვეთი 8%-ის ნიშნულზე ნარჩუნდება.  ოთხშაბათს მპკ-ს სხდომა იმართება, სადაც ეკონომიკაში არსებული ვითარებისა და ინფლაციის მოლოდინების გათვალისწინებით, აღნიშნული განაკვეთის შემცირების ან შენარჩუნების გადაწყვეტილებას მიიღებენ. წყარო: GBC

Read More »

საპარტნიორო ფონდი და OPIC-ი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

საპარტნიორო ფონდი და OPIC-ი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

საპარტნიორო ფონდი და აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი – „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციასთან“ (OPIC) ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. ამას ითვალისიწნებს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს პროექტების დაფინანსების კუთხით საპარტნიორო ფონდისა და „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის“ თანამშრომლობას. მემორანდუმს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ და OPIC-ის ადმინისტრაციის უფროსმა კამერონ ალფორდმა ვაშინგტონში OPIC-ის მთავარ ოფისში მოაწერეს ...

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი – 2012 წელთან შედარებით, ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა შემცირებულია

დიმიტრი ქუმსიშვილი - 2012 წელთან შედარებით, ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა შემცირებულია

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი გაიზარდა როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, 2012 წელთან შედარებით, ქვეყანაში უმუშევარათა რაოდენობა შემცირებულია. „2012 წელს საქართველოში უმუშევრობა იყო 15%,  დღეს არის 12,5 %.  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კერძო სექტორში გვაქვს  მნიშვნელოვანი ზრდა. კერძოდ, 57 ათასი სამუშაო ადგილით მეტია შექმნილი 2012 წელთან შედარებით. ეს არის კონკრეტული სტატისტიკა“, – განაცხადა დიმიტრი ...

Read More »