Home » ეკონომიკა (page 168)

ეკონომიკა

,,უნდა განისაზღვროს აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალი, რომელსაც სახელმწიფო სავალდებულოდ უნდა აწარმოებდეს”

,,უნდა განისაზღვროს აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალი, რომელსაც სახელმწიფო სავალდებულოდ უნდა აწარმოებდეს”

 ეკონომისტი, რომეო სარია სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში, საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს. ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სწრაფ განვითარებაზე საგანგებო შტაბი უნდა შეიქმნას და უშიშროების საბჭომ ან თავდაცვის სამინისტროს უნდა უხელმძღვანელოს! ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობის სწრაფი ტემპით განვითარებას, რადგან დღის წესრიგში შეიძლება დადგეს ქვეყნის სურსათით უზრუნველყოფის პრობლემა. ძალიან რთულია პროგნოზები იმ გეოპოლიტიკური კატაკლიზმებისა, რაც ხდება ირგვლივ. ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები, რომლებიც ...

Read More »

„აფბა“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რუსულ მხარეს შორის თანამშრომლობის ფაქტებს ასახელებს

„აფბა“: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რუსულ მხარეს შორის თანამშრომლობის ფაქტებს ასახელებს

 „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკური სპეკულაციაა და აზარალებს ქვეყნის ინტერესებს“, – აცხადებენ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბაში“. “„ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომლის მმართველობის პერიოდში, ომის  და ემბარგოს მიუხედავად,  რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები იყო ინტენსიური, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. ეს ტენდენცია კარგად ჩანს ციფრებში და ფაქტებში” – აცხადებენ ასოციაციაში. როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი აცხადებს, ...

Read More »

საქართველოს რეგიონული როლის გასაძლიერებლად აგრესიული ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო

საქართველოს რეგიონული როლის გასაძლიერებლად აგრესიული ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო

თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიმართა. აღნიშნული ფორუმიდან საქართველო პოტენციურად საკმაოდ მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს მიიღებს. ეკონომიკის დოქტორი, ზურაბ გარაყანიძე მიიჩნევს, რომ  “აბრეშუმის გზის ფორუმის” თბილისში გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის და ახალი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. – თბილისში ჩატარდა აბრეშუმის ფორუმი, საინტერესოა, მსგავსი ღონისძიებები რამდენად მოცულობითი ბენეფიტების მომტანი შეიძლება იყოს ქვეყნის ეკონომიკისთვის? მე მინდა პირველ რიგში ხაზი გავუსვა იმას, რომ აბრეშუმის გზის ...

Read More »

საქართველოს რკინიგზა ქვეყნის განვითარებისთვის

საქართველოს რკინიგზა ქვეყნის განვითარებისთვის

ახალი ხედვა: ლოგისტიკა და ლოგისტიკური სერვისების შეთავაზება გასულ კვირას თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართა, ფორუმზე სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი თემა, საქართველოს, როგორც სატრანზიტო-ლოგისტიკური ცენტრის ფუნქციის და როლის ამაღლება იყო. ამ სისტემაში უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ენიჭება საქართველოს რკინიგზას. რა შესაძლებლობები და პოტენციალი აქვს საქართველოს რკინიგზას ახალ რეალობაში, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე გვესაუბრა. – რკინიგზა ...

Read More »

“ჩვენ შევძლებთ აბრეშუმის გზის პროექტის რეალობად ქცევას”

"ჩვენ შევძლებთ აბრეშუმის გზის პროექტის რეალობად ქცევას"

აბრეშუმის გზის ფორუმი დღეს სრულდება. ფორუმს ესწრებოდა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ვენჩაი ჟანგი. ADB-ის ვიცე-პრეზიდენტი საუბრისას აცხადებს, რომ აბრეშუმის გზის პროექტში მონაწილე ყველა ქვეყანას საერთო ინტერესი აქვს. მისი თქმით, ფორუმის მთავარი მიზანი აღნიშნული ქვეყნების დაახლოვება და გამოცდილების გაზიარებაა. “აბრეშუმის გზას სამომავლოდ საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს. პირველ რიგში, პოლიტიკური კონსესუსი უნდა იყოს მიღწეული, ამის შემდეგ დავინახავთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს ...

Read More »

შეიხი ნაჰაიანი საქართველოში ინვესტიციის გაზრდას გეგმავს

შეიხი ნაჰაიანი საქართველოში ინვესტიციის გაზრდას გეგმავს

არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ჩამოვიდა და ქეი-ეს-ბი ბანკს სპეციალური ვიზიტით ეწვია. შეიხი ნაჰაიანი ქეი-ეს-ბი ბანკში აქციათა 45 %-ის მფლობელია. ბანკს მისი კუთვნილი უმსხვილესი არაბული საინვესტიციო კომპანია „დაბი ჯგუფი“ უწევს მეთვალყურეობას. შეიხი ბანკში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მენეჯმენტის ანგარიშს გაეცნო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მისმა აღმატებულებამ შეიხმა ნაჰაიანმა განაცხადა, ...

Read More »

“ძალიან კარგია, რომ საქართველოს მთავრობამ მოახერხა, შეენარჩუნებინა ეკონომიკური ზრდის ტემპი”

"ძალიან კარგია, რომ საქართველოს მთავრობამ მოახერხა, შეენარჩუნებინა ეკონომიკური ზრდის ტემპი”

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2015 წლის აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,3 პროცენტი, ხოლო 2015 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების და არსებული სიტუაციის შესახებ გვესაუბრება თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის წევრი გიორგი ომანაძე: – როგორ ფიქრობთ, ზრდის აღნიშნული მაჩვენებელი რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, არის თუ არა ...

Read More »

დავით საგანელიძე: საქართველო უნდა გახდეს სერიოზული სატრანზიტო ქვეყანა

დავით საგანელიძე: საქართველო უნდა გახდეს სერიოზული სატრანზიტო ქვეყანა

სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და ინდუსტრიულ სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით, საპარტნიორო ფონდსა და „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილე რამდენიმე კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება. ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა. როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, ქვეყანა აბრეშუმის გზის ფორუმის შედეგებს მალე დაინახავს, რადგან პირველ რიგში ძალიან ბევრი საწარმო უნდა შეიქმნას. „საქართველო უნდა გახდეს სერიოზული სატრანზიტო ქვეყანა, ჰაბი, რომელიც აღმოსავლეთსა და ევროპას ტვირთების ...

Read More »

ბრიუს ენდრიუსი: ჩვენ ვხედავთ ბრწყინვალე შესაძლებლობებს

ბრიუს ენდრიუსი: ჩვენ ვხედავთ ბრწყინვალე შესაძლებლობებს

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანმა ბრიუს ენდრიუსმა აბრეშუმის გზის მნიშვნლეობაზე ისაუბრა. “უპირველეს ყოვლისა, მოხარული ვარ რომ აქ ვიმყოფები. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, ვისაუბროთ არამარტო ყველა იმ სასიკეთო სიახლეებზე, რაც საქართველოში ხდება, არამედ ეს ბრწყინვალე შესაძლებლობაა, ვისაუბროთ როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად რეგიონის მომავალ ეკონომიკურ განვითარებაზე. აქ უამრავი ეკონომიკური შესაძლებლობაა, რომლის გამოყენება შესაძლებელია რეგიონალური თანამშრომლობის გზით ლოგისტიკური ჰაბის ჩამოსაყალიბებლად აქ, ...

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი: პოტენციალი, რომელიც გააჩნია აბრეშუმის გზას, არის ძალიან მნიშვნელოვანი

დიმიტრი ქუმსიშვილი: პოტენციალი, რომელიც გააჩნია აბრეშუმის გზას, არის ძალიან მნიშვნელოვანი

ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს თბილისი მასპინძლობს “აბრეშუმის გზის ფორუმს”, რომელიც ტარდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით. “მისასალმებელ სიტყვებში დელეგაციების ხელმძღვანელებმა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერეს, მათ შორის იყო გზავნილები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გაღრმავდეს ურთიერთობები კორიდორში არსებულ ქვეყნებს შორის. ასევე ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია აბრეშუმის გზას, ...

Read More »