Home » ეკონომიკა (page 158)

ეკონომიკა

მარტში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 6%-ით გაიზარდა

მარტში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 6%-ით გაიზარდა

საქართველოში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა მარტში გაიზარდა, გაზრდილია ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაც. „საქსტატის“ მონაცემებით, 2016 წლის მარტში დღგ–ს გადამხდელთა ბრუნვამ 4,288 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 6%-ით მეტია, ვიდრე 2015 წლის მარტში. ოფიციალური სტატისტიკით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 4 651 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 11%–ით აჭარბებს 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. წყარო: BPI

Read More »

რუსეთმა ფოთიდან გაგზავნილი ქართულ-თურქული მანდარინის პარტია უკან გამოაბრუნა

რუსეთმა ფოთიდან გაგზავნილი ქართულ-თურქული მანდარინის პარტია უკან გამოაბრუნა

რუსეთმა საქართველოდან მანდარინის დიდი პარტიის შეტანა აღკვეთა. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის წარმომადგენელმა რაიან ფარუკშინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ 107 ტონა მანდარინიდან დაახლოებით 40 ტონა – თურქული ხილი იყო, რომელზეც რუსეთში სანქციები მოქმედებს. „მანდარინის პარტია საქართველოს ფოთის პორტიდან შემოვიდა. საქონლის გამგზავნად დასახელებულ იყო ქართული ფირმა, ფიტოსანიტარული სერტიფიკატები საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ...

Read More »

“კურსის მკვეთრი გამყარება იმპორტის გაიაფებას გამოიწვევს, რამაც, შესაძლოა, ქვეყანა უკან დააბრუნოს”

"კურსის მკვეთრი გამყარება იმპორტის გაიაფებას გამოიწვევს, რამაც, შესაძლოა, ქვეყანა უკან დააბრუნოს"

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი მხოლოდ ისეთ ღონისძიებებს ატარებს, რომელიც დიდი რყევების აღმოფხვრას ემსახურება. კითხვაზე, იზიარებს თუ არა ექსპერტების მოსაზრებას, რომ ეროვნული ბანკი ხელოვნურად უქმნის დაბრკოლებას ლარის კურსის გამყარებას, გვენეტაძემ განაცხადა, რომ არც ლარის კურსის მკვეთრი გაუარესება და არც გამყარება არ არის კარგი, ამიტომ, ეროვნული ბანკი შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. „დღეისათვის, საქართველოში ლარის გაცვლითი ე.წ. ...

Read More »

დღეს სებ-ის პრეზიდენტი პრესკონფერენციას მართავს

დღეს სებ-ის პრეზიდენტი პრესკონფერენციას მართავს

როგორი იქნება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა 15 ივნისამდე ოთხშაბათს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავად განმარტავს. კობა გვენეტაძე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის (მპკ) გადაწყვეტილებაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრებს, რომელიც 14:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, 2015 წლის დეკემბრიდან რეფინანსირების განაკვეთი 8%-ის ნიშნულზე ნარჩუნდება.  ოთხშაბათს მპკ-ს სხდომა იმართება, სადაც ეკონომიკაში არსებული ვითარებისა და ინფლაციის მოლოდინების გათვალისწინებით, აღნიშნული განაკვეთის შემცირების ან შენარჩუნების გადაწყვეტილებას მიიღებენ. წყარო: GBC

Read More »

საპარტნიორო ფონდი და OPIC-ი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

საპარტნიორო ფონდი და OPIC-ი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

საპარტნიორო ფონდი და აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი – „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციასთან“ (OPIC) ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. ამას ითვალისიწნებს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს პროექტების დაფინანსების კუთხით საპარტნიორო ფონდისა და „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის“ თანამშრომლობას. მემორანდუმს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ და OPIC-ის ადმინისტრაციის უფროსმა კამერონ ალფორდმა ვაშინგტონში OPIC-ის მთავარ ოფისში მოაწერეს ...

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი – 2012 წელთან შედარებით, ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა შემცირებულია

დიმიტრი ქუმსიშვილი - 2012 წელთან შედარებით, ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა შემცირებულია

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი გაიზარდა როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, 2012 წელთან შედარებით, ქვეყანაში უმუშევარათა რაოდენობა შემცირებულია. „2012 წელს საქართველოში უმუშევრობა იყო 15%,  დღეს არის 12,5 %.  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კერძო სექტორში გვაქვს  მნიშვნელოვანი ზრდა. კერძოდ, 57 ათასი სამუშაო ადგილით მეტია შექმნილი 2012 წელთან შედარებით. ეს არის კონკრეტული სტატისტიკა“, – განაცხადა დიმიტრი ...

Read More »

ფინანსთა სამინისტრო 2011 წლამდე წარმოშობილი დავალიანების ჩამოწერას გეგმავს

ფინანსთა სამინისტრო 2011 წლამდე წარმოშობილი დავალიანების ჩამოწერას გეგმავს

ფინანსთა სამინისტროს წინასწარი გაანგარიშებით, საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, 2011 წლამდე წარმოშობილი, 69 700 გადასახადის გადამხდელის 1 410 407 433 2 ლარის ოდენობის დავალიანება ჩამოიწერება. გარდა ამისა, 2013 წლამდე წარმოშობილი დავალიანებიდან ძირითადი გადასახადის 339 513 617 ლარის გადახდის შემთხვევაში, 27 380 გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერება სანქციები – 623,570,423 ლარის ოდენობით. აღნიშნული ციფრები ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათშია ასახული, რომელიც “საგადასახადო ...

Read More »

რა სახის დარღვევები გვხვდება საქართველოს სამშენებლო სექტორში

რა სახის დარღვევები გვხვდება საქართველოს სამშენებლო სექტორში

საქართველოში მიმდინარე მშენებლობების ხარისხი ბევრჯერ გამხდარა კრიტიკის საგანი. უკონტროლობა და განუკითხაობა – ამ სიტყვებით ახასიათებენ სამშენებლო სექტორში შექმნილ სიტუაციას არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის არის ასოციაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“. აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე უკვე წლებია ლაპარაკობს მშენებლობაში არსებულ დარღვევებზე: ანზორ საკანდელიძე – საქართველოში არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმაზე, თუ ვინ ააშენა უხარისხო და სეისმომედეგობის თვალსაზრისით უაღრესად საშიში შენობები. ...

Read More »

აფბა: 2016 წელს დსთ-სთან საგარეო ვაჭრობა შემცირდა, ხოლო ევროკავშირთან გაიზარდა

აფბა: 2016 წელს დსთ-სთან საგარეო ვაჭრობა შემცირდა, ხოლო ევროკავშირთან გაიზარდა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბა“, საქართველოს საგარეო ვაჭრობის იანვარ-მარტის მონაცემებს აფასებს. ორგანიზაციის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი იმ ფაქტორებს ასახელებს, რამაც გამოიწვია პირველ კვარტალში მონაცემების შემცირება. „2016 წლის პირველ კვარტალში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 2,145 მლრდ დოლარი შეადგინა. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი შემცირებულია 12%-ით, ხოლო იმპორტი 5%-ით. თუ გადავხედავთ საგარეო ვაჭრობის დინამიკას, ქვეყნების ჯგუფების მიხედვით ნათლად დავინახავთ ...

Read More »

საქართველო არაბული ინვესტიციების ახალ ტალღას ელის

საქართველო არაბული ინვესტიციების ახალ ტალღას ელის

რა შედეგები უნდა მოჰყვეს კვირიკაშვილის ვიზიტს დუბაიში არაბეთი, შესაძლოა, ეკონომიკის სფეროში საქართველოსთვის მნიშვნელოვან პარტნიორად იქცეს. სულ ახლახანს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამ ქვეყანაში ვიზიტი და აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრესთან შეხვედრა ძალზე საინტერესოდ და ნაყოფიერად შეაფასა. შედეგად, უახლოეს მომავალში გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან სპეციალური ჯგუფი გვეწვევა, რომელიც შეისწავლის კონკრეტულ მიმართულებებს ინვესტიციების განსახორციელებლად. ასევე, ხელი შეეწყობა საქართველოდან ჩვენი პროდუქციის ექსპორტს ...

Read More »