Home » ეკონომიკა (page 12)

ეკონომიკა

„კორონავირუსის შოკი არ არის კავშირში დაკრედიტების წესში ცვლილებასთან, თუმცა დროში დამთხვევის გამო, ნაწილობრივ პასუხობს“

„არაფორმალურად დასაქმებულ სექტორში, სესხის გაცემის პროცესში სავალდებულო იყო საკრედიტო ოფიცერის მისვლა, რაც უქმდება“ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების მიზანია წესებზე დამყარებული მიდგომიდან უფრო მეტად პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომაზე გადასვლა. რას ითვალისწინებს ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები, ელოდება თუ არა ქვეყნის ცენტრალური ბანკი ცვლილებების ფონზე დაკრედიტების ზრდის ტემპის დაჩქარებას და რა გეგმა აქვს მას ეროვნული ვალუტის ...

Read More »

ანა დოლიძე, ”აფბა” და სამოქალაქო ორგანიზაციები მთავრობას მიმართავენ რეკომენდაციათა პაკეტით – 80/20

ანა დოლიძე, ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” და სამოქალაქო ორგანიზაციები – „ჩვენი ხმა“, „პროგრესის ცენტრი“ და „დევნილთა ასოციაცია ჩვენი მშვიდობისთვის“ –  ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობას რეკომენდაციათა პაკეტით მიმართავენ. იმ ეგზოგენური შოკების შესამცირებლად, რომელიც ჩვენს ეკონომიკაზე მოქმედებს, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკმარისი არ იქნება. სწორედ ამიტომ,  მთავრობას ანტიკრიზისულ პაკეტს ვთავაზობთ, რომელიც ქართულ ეკონომიკას, კერძო სექტორს ...

Read More »

მთავრობა “ჯორჯიან ეარვეისის” მიერ საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით დაგეგმილ ჩარტერულ რეისებს არ დაასუბსიდირებს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობა „ჯორჯიან ეარვეისის” მიერ საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით დაგეგმილ ჩარტერულ რეისებს არ დაასუბსიდირებს. მინისტრის თქმით, ჩარტერულ რეისებზე „ჯორჯიან ეარვეისს” გასაყიდი ბილეატის ფასის მაქსიმალური ზღვარი უწესდება და ბილეთები ხელმისაწვდომ ფასად უნდა გაიყიდოს. „ჩვენ დავასრულეთ ყველანაირი მოლაპარაკება და ძალიან მარტივია ჩვენი გადაწყვეტილება. ვიმყოფებით საგანგებო ვითარებაში, ყველა კომპანია კანონითაც და პატრიოტული მოწოდებითაც კი ვალდებულია შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები, რაც ...

Read More »

ნათია თურნავა – მოხდება ისეთი დარგების სწრაფი განვითარება, რომლებიც იმპორტს ჩაანაცვლებს

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის ისეთი დარგების სწრაფი განვითარება, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას განამტკიცებს – საუბარია იმპორტის ჩამნაცვლებელ დარგებზე. ასეთი ტიპის საქმიანობას ჩვენ ადრეც ვახორციელებდით, მაგრამ ახლა კიდევ უფრო რელიეფურად დავინახეთ ამის აუცილებლობა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების დასრულების შემდეგ ეკონომიკის სწრაფი ...

Read More »

„არ იზღუდება მშენებლობები, წარმოებები, ტრანსპორტი, ანუ ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ამ ეტაპზე არ არის შეჩერებული“

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება ნებისმიერი ნებადართული ეკონომიკური საქმიანობა და არ იზღუდება მშენებლობები, წარმოებები, ტრანსპორტი ანუ ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ამ ეტაპზე არ არის შეჩერებული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის 10-კაციანი შეკრებების განმარტებისას განაცხადა. მისივე თქმით, რა თქმა უნდა, საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს ძალიან ...

Read More »

„ეკონომიკაზე ვირუსის უარყოფითი გავლენა თუ გაღრმავდა, ფისკალური სტიმული ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“

„ეკონომიკური კავშირები ძლიერდება და საქართველო უკვე განიხილება, როგორც რეგიონალური ჰაბი“ კორონავირუსი, გლობალური ეკონომიკა და საქართველო. ერთი მხრივ ვირუსისგან გამოწვეული ზიანი და მეორე მხრივ მისი მავნე ზემოქმედება ეკონომიკაზე.როგორი იქნება ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები და რა ზეგავლენას მოხადეს ვირუსი საქართველოს ეკონომიკაზე, თემაზე „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ ისაუბრა. – კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების განვითარების სამი სცენა არსებობს. თქვენ ...

Read More »

ირაკლი ქარსელაძე – ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, შალვა რამიშვილის გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობაზე და 2020 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულებაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ...

Read More »

„საქართველო სავალუტო ფონდისგან და სხვა დონორი ორგანიზაციებისგან სოლიდურ ფინანსურ დახმარებას ელოდება”

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საქართველო მსოფლიო სავალუტო ფონდისგან და სხვა დონორი ორგანიზაციებისგან სოლიდურ ფინანსურ დახმარებას ელოდება. როგორც მან განაცხადა, ეს თანხა მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდება. „რასაკვირველია, ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან აქტიურად საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციებთან. ახლაც, სანამ აქ მოვიდოდი, ჩართვა მქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობასთან, სადაც განვიხილეთ სავალუტო კრიზისი. ჩვენ შევაჯერეთ ხედვები და პრაქტიკულად ერთნაირი წარმოდგენა გვაქვს ამ ეტაპზე რა ხარისხისა და ...

Read More »

საქართველოში დამზადებული პირბადეები გარკვეულ პირებს უფასოდ დაურიგდებათ

ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში დამზადებულ პირბადეებს კონკრეტულ ადამიანებს უფასოდ დაურიგებს. საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია, რომელიც ნახევარ მილიონს შეადგენს, საწყის ეტაპზე უსასყიდლოდ იმ ადამიანებს გადასცემს, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო ყოველდღიურ რეჟიმში სხვა ადამიანებთან უწევთ კონტაქტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, ეს შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის სამედიცინო პერსონალს, მებაჟეებს, მოლარეებს და ა.შ.

Read More »

საქართველოში დამზადებული პირბადეები კომერციულ სექტორში ფასის კონტროლით გავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს ფოთში იმყოფებოდა, სადაც კომპანია „აჭარა ტექსტილის“ საწარმოს ეწვია და სამედიცინო პირბადეების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მინისტრმა პირბადის დამზადებაში თავადაც მიიღო მონაწილეობა. ნათია თურნავას თქმით, პირველ ეტაპზე, საქართველოში დამზადებული პირბადეები იმ კატეგორიას გადაეცემა, რომელსაც ყველაზე დიდი შეხება აქვს ვირუსის რისკისჯგუფებთან. შემდეგ კი, პრიორიტეტი ბიზნესსექტორში დასაქმებული ადამიანები იქნებიან. ამასთან, მინისტრის განცხადებით, პირბადეები კომერციულ სექტორში გავა, ოღონდ ფასის ...

Read More »