Home » ეკონომიკა (page 115)

ეკონომიკა

“ფეროშენადნობი პროდუქციის წარმოებას აქვს განვითარების მეტი რესურსი, რაც თავისთავად ნიშნავს ქვეყანაში მეტ დასაქმებულს”  

“ფეროშენადნობი პროდუქციის წარმოებას აქვს განვითარების მეტი რესურსი, რაც თავისთავად ნიშნავს ქვეყანაში მეტ დასაქმებულს”  

ფეროშენადნობი პროდუქციის წარმოების და მანგანუმის მოპოვების ისტორია საქართველოში გასულ საუკუნეში დაიწყო და იგი ისეთი საზოგადო მოღვაწეების სახელებს უკავშირდება, როგორებიც იყვნენ აკაკი წერეთელი, ნიკო და გიორგი ნიკოლაძეები. აკაკი წერეთლის აქტიურობის შედეგად გაჩნდა საერთაშორისო ინტერესი ქართული მანგანუმისადმი, 1879 წელს კი დაიწყო მანგანუმის ფართომასშტაბიანი მოპოვება და ექსპორტი. ჭიათურიდან მანგანუმის პროდუქციის სწრაფი და იაფი ტრანსპორტირებისთვის ნიკო ნიკოლაძის ინიციატივითა და მეთაურობით გაიყვანეს შორაპან-ჭიათურის სარკინიგზო გზა. ...

Read More »

ხილსა და ყურძნის მასალაზე დამზადებულ სპირტიან სასმელებზე აქციზის გადასახადი მცირდება

ხილსა და ყურძნის მასალაზე დამზადებულ სპირტიან სასმელებზე აქციზის გადასახადი მცირდება

ხილსა და ყურძნის მასალაზე დამზადებულ სპირტიან სასმელებზე აქციზის გადასახადი მცირდება, – ამის შესახებ , პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე აღინიშნა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი იანვრიდან 1 ლიტრ სასმელზე, ნაცვლად 9,2 ლარისა, აქციზის გადასახადი 6 ლარი გახდება. ეკონომიკურმა საბჭომ ასევე მოიწონა საქართველოს ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული (სატრანზიტო) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის. [wpolling id=”9″ width=”” height=””]

Read More »

“კომერციული გაზის ნაწილში “გაზპრომი” კონკურენციას შექმნის”

"კომერციული გაზის ნაწილში "გაზპრომი" კონკურენციას შექმნის"

კომერციული სექტორისათვის გაზის დამატებითი მოცულობების შემოტანა რუსეთიდან ეს არის ის სეგმენტი, რაშიც ენერგეტიკოსების ნაწილი პრობლემას ვერ ხედავს და მეტიც მიაჩნიათ, რომ ბაზრის დივერსიფიცირება ამ სეგმენტში, ქართული კომპანიებისათვის იქნება მომგებიანი, რადგან სპეციალისტები და თავად კომპანიებიც ამბობენ, რომ ახლა აზერბაიჯანულ გაზს მაღალ ფასად ყიდულობენ და ცხადია, მათთვის მნიშვნელოვანია, თუ არსებულზე დაბალ ფასად შეძლებენ ბუნებრივი გაზის შესყიდვას. “ეს სეგმენტი არ ეხება მომხმარებლეს, აბონენტებს, ...

Read More »

მსოფლიო ბანკის ჯგუფის ახალ რეიტინგში საქართველოს ეკონომიკა რეგიონში წამყვან ოთხეულშია

მსოფლიო ბანკის ჯგუფის ახალ რეიტინგში საქართველოს ეკონომიკა რეგიონში წამყვან ოთხეულშია

მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ მომზადებული “ბიზნესის წარმოების” ახალ რეიტინგში საქართველოს ეკონომიკა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის წამყვან ოთხეულში მე-4 ადგილზეა. ბიზნესის წარმოების სიმარტივის ყოველწლიური შეფასების თანახმად, გასული წლის განმავლობაში ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებელი რეფორმები ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების დაახლოებით 90-მა პროცენტმა განახორციელა. “საქართველომ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის წამყვან ოთხეულში მეოთხე ადგილი დაიკავა მაკედონიის, ლიტვისა და ლატვიის შემდეგ. გლობალურად, ბოლო 12 ...

Read More »

რა სარგებელს უნდა ელოდოს საქართველო აბრეშუმის გზის პროექტიდან

რა სარგებელს უნდა ელოდოს საქართველო აბრეშუმის გზის პროექტიდან

ვახტანგ ჭარაია: არსებობს გარკვეული შეზღუდვები, რომელიც ამ პროექტს გააჩნია რას უქადის საქართველოს აბრეშუმის გზის ფორუმი და პერსპექტივაში რა ეკონომიკურ სარგებელს უნდა ველოდოთ ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად? საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს თსუ–ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ვახტანგ ჭარაია: „ის ფაქტი, რომ საქართველო ხდება კიდევ ერთი ახალი გზის გამტარი, ამ შემთხვევაში ჩინეთისა და ევროკავშირის დამაკავშირებელი, ბუნებრივია წინ გადადგმული ნაბიჯია. ...

Read More »

თბილისში სამი საავადმყოფოს მმართველი შესაძლოა ავსტრიული კომპანია გახდეს

თბილისში სამი  საავადმყოფოს მმართველი შესაძლოა ავსტრიული კომპანია გახდეს

თბილისში რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და  ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მართვაზე, ფლობასა და ოპერირებაზე გამოცხადებულ ტენდერში ყველაზე დიდი ინტერესი ავსტრიულმა კომპანიამ დაიმსახურა და სრული დოკუმენტაციაც ვადებში სწორედ მან წარმოადგინა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტენდერში განაცხადი წარდგენილი სამ კომპანიას ჰქონდა, რომელთა შორისაც ერთი კანადური და ერთიც ქართული კომპანია იყო. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით, ტენდერში წინადადებების მიღების პროცესი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ...

Read More »

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ნავთობის მოსალოდნელ ფასებზე მთავრობებს აფრთხილებს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ნავთობის მოსალოდნელ ფასებზე მთავრობებს აფრთხილებს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო აფრთხილებს მთავრობებს, რომ საკუთარი ენერგეტიკული პოლიტიკის ფორმირების დროს,  გათვლა ნავთობის დაბალ ფასზე არ მოახდინონ, რადგან 2016 წელს მიწოდება შესაძლოა შემცირდეს, ნავთობის სექტორში ინვესტიციების ვარდნისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოების შემცირების გამო. ამის შესახებ სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა დღეს განაცხადა. მისი აზრით, თუ ნავთობზე დღეს არსებული დაბალი ფასი შენარჩუნდა, სექტორში ინვესტიციების მოცულობა მომავალ წელს ერთი მეხუთედზე მეტით შემცირდება და ...

Read More »

ოთარ დანელიამ 2015 წლის რთველის შედეგები შეაჯამა

ოთარ დანელიამ 2015 წლის რთველის შედეგები შეაჯამა

ბრიფინგზე მინისტრმა ციტრუსის სეზონის დაწყებაზეც ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ,,რთველი 2015“-ის შედეგები შეაჯამა და ციტრუსების სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, კახეთსა და რაჭაში რთველი ორგანიზებულად ჩატარდა. დღეის მონაცემებით, გადამუშავებულია 143167 ტონა ყურძენი, ხოლო ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავალმა 102 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. დანელიას ინფორმაციით, ღვინის საწარმოებში ყურძენი 18 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. ,,პრაქტიკულად, ეს ...

Read More »

აზიის განვითარების ბანკი ბათუმში ნაპირდავცითი სამუშაოებისთვის 20 მილიონ დოლარს გამოყოფს

აზიის განვითარების ბანკი ბათუმში ნაპირდავცითი სამუშაოებისთვის 20 მილიონ დოლარს გამოყოფს

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ორ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი “ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 5-ის” ფარგლებში აზიის განვითარების ბანკი დაახლოებით 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს, რომლითაც 2016 -2019 წლებში, ქალაქ ზუგდიდში, კანალიზაციის სისტემის სამშენებლო სამუშაოები და მესტიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაფინანსდება. ასევე ხელი მოეწერა “მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტ 4-ს”, რომლის ...

Read More »

საქართველოში დამზადებული ელმავლები ექსპორტზე აზერბაიჯანში გადის

საქართველოში დამზადებული ელმავლები ექსპორტზე აზერბაიჯანში გადის

საქართველოში დამზადებული ოთხი ელმავლი ექსპორტზე აზერბაიჯანში გავიდა. ამის შესახებ ქართული ელმავლების მწარმოებელ ქარხანაში „ელმავალმშენებელი” განაცხადეს. კომპანიის კომერციული სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა ხუციშვილი აცხადებს, რომ ქარხანა აზერბაიჯანელი პარტნიორებისგან ექვსი ახალი ელმავალის შეკეთების შეკვეთასაც ელოდება. მისივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კომპანიის მუშაობა, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა შეაფერხა, „თუმცა ქარხანა გაჭირვებული პერიოდიდან თავის დაძვრენას” საექსპორტო ბაზრების გაფართოებით ცდილობს. საქართველოში დამზადებული ელმავლები გასულ წლებში უკრაინასა და ...

Read More »