Home » ბიზნესი (page 8)

ბიზნესი

მოვუწოდებ ბიზნესს არ შეაჩერონ საინვესტიციო პროექტები – ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი მოუწოდებს ბიზნესს არ შეაჩერონ წამოწყებული საინვესტიციო პროექტები და ამით ხელოვნურად არ შეუწყონ ხელი ეკონომიკის დაღმასვლას. ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა ბიზნესპარტნიორთან აღნიშნა, რომ კორონა ვირუსის ზეგავლენის ფონზე, მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმომადგენლებსა და სახელმწიფოს შორის სწორი კომუნიკაციის არსებობა. ამასთან, ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მკაფიოდ ჩანდეს ხელისუფლების პოზიცია და მთავრობა მზაობას გამოთქვამდეს გვერდით დაუდგეს კომპანიებს იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესს პრობლემები ...

Read More »

მიხეილ დაუშვილი – ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა გაჭიანურებული პროცედურებია

„დიდი იმედი მაქვს, გამოინახება დროებითი საშუალება, რათა ბიზნესმა მარტივად გადალახოს კორონავირუსის დროებითი მოვლენა“ შრომითი კანონმდებლობა, აზარტული თამაშების რეკლამა, თამბაქოს კონტროლი და სხვა პრიორიტეტული საკითხები – რა პრობლემებით მიმართავენ ბიზნესომბუდსმენის აპარატს, თემაზე ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა „ბიზნესპარტნიორში“ ისაუბრა. – სანამ უშუალოდ, კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორებზე საუბარს დავიწყებდეთ, ბოლო პერიოდში ბიზნესს პრობლემას უქმნის კორონავირუსი და ამის თაობაზე ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ, სადაც ...

Read More »

დღეიდან „სვეტის“ მიერ დაზარალებულებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იწყება

„სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დღეიდან იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „მ 2“ განახორციელებს. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ილია ელოშვილის ხელმძღვანელობით, ვინც ჩართული იყო ამ პრობლემების მოგვარებაში – საინიციატივო ჯგუფი, შესაბამისი უწყებები. აქ მარტო დედაქალაქის მერია, რა ...

Read More »

„უსაფუძვლოა შიში, რომ ანტიდემპინგური კანონის ამოქმედება ადგილობრივ წარმოებას სასათბურე პირობებში ჩააყენებს“

უსაფუძვლოა შიში, რომ ანტიდემპინგური კანონის ამოქმედება ადგილობრივ წარმოებას სასათბურე პირობებში ჩააყენებს. წლებია, არსებობს კითხვა, რომ ქვეყანაში გარკვეული პროდუქცია შემოდის დემპინგურ ფასად და ამ კითხვას პასუხი რომ გაეცეს, საჭიროა ანტიდემპინგური კანონის მიღება, – ამის შესახებ მწარმოებელთა ბიზნესფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან სილაგავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. გადაცემაში ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონმდებლობის მნიშვნელობა და ამ რეგულაციის უქონლობით გამოწვეული პრობლემები განიხილეს. გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ ანტიდემპინგური კანონის ამოქმედება, ...

Read More »

დღეს, იტალიიდან საქართველოს 200 მოქალაქეს „ჯორჯიან ეარვეისი“ ჩამოიყვანს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ დღეს იტალიიდან საქართველოს 200 მოქალაქეს ჩამოიყვანს. როგორც ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ორი რეისი თბილისი-რომის მიმართულებით დღეს, 10:15 საათზე და 10:25 საათზე განხორციელდება. ბოკერიას ინფორმაციით, გადაწყვეტილება რეისების შესრულებასთან დაკავშირებით, გუშინ ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით მოხდა. რაც შეეხება უსაფრთხოების ნაწილს, მისი განმარტებით ავიაკომპანიის ყველა თანამშრომელი, რომელიც რეისში მიიღებს მონაწილეობას, ჩამოყვანილ პირებთან ერთად სავალდებულო საკანატინო პერიოდს ...

Read More »

საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7%-ით გაიზარდა

2020 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 31 მლნ $ შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7%-ით აღემატება. მსოფლიოს 39 ქვეყანაში 12,1 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იდენტური მაჩვენებელია. ექსპორტის ზრდის კარგი ტენდენცია დაფიქსირდა ევროპის ქვეყნების,იაპონიისა და კანადის მიმართულებით. წლის დასაწყისში ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტი 140-მა კომპანიამ განახორციელა.  ღვინის, ბრენდი, ...

Read More »

„ევექსი ჰოსპიტლები“ განცხადებას ავრცელებს

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხშირად ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, რასაც საზოგადოება შეცდომაში შეყავს, – ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ევექსი ჰოსპიტლები“ ავრცელებს. „ჩვენს სათაო ოფისის შენობაში, სადაც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის რამდენიმე კომპანია: ევექსი ჰოსპიტლები, ევექსი კლინიკები და გეფაა განთავსებული, 5 მარტს გეფას ერთ თანამშრომელში დაფიქსირდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა. აღნიშნული პირი პირადი ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, მან გაიარა პროტოკოლით გაწერილი პროცედურა ...

Read More »

ვახტანგ ჭარაია – მეჩვენება, რომ ბიზნესის მხრიდან კორონავირუსთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გადაჭარბებულია

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ საქართველოს შესაძლოა, საშუალო რისკის შემთხვევაში დაახლოებით, 100-120 მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენოს, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ეკონომიკის ექსპერტმა, ვახტანგ ჭარაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. „თუმცა, ეს თანხა საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებაში არ არის ის მოცულობა, რომელიც ქვეყანაში რამე კრიზისს შექმნის. თუნდაც, სამუშაო ადგილების ან ქვეყნის ეკონომიკის ...

Read More »

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სერვის ცენტრებში ვიზიტისგან და სადაზღვევო სერვისები დისტანციურად მიიღონ

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხეების გათვალისწინებით, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სერვის ცენტრებში ვიზიტისგან და სადაზღვევო სერვისები დისტანციურად მიიღონ COVID-19 ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების მიხედვით, უმჯობესია, თავი ავარიდოთ თავშეყრის ადგილებს. ამ რეკონმენდაციის გათვალსიწინებით, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მოუწოდებს თავის მომხმარებლებს, მაქსიმალურად მოერიდონ სერვის ცენტრებში მისვლას და სრული მომსახურება ონლაინ, დისტანციურად მიიღონ. თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ...

Read More »

„კარფური“ ზუგდიდსა და ფოთში ფილიალის გახსნას გეგმავს

ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი „კარფური“ ზუგდიდსა და ფოთში ფილიალის გახსნას გეგმავს. კომპანია ამჯერად ადგილს არჩევს, სადაც ,,კარფური” განთავსდება. კომპანიის გენერალური დირექტორი კრისტოფ ორსე დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას, მის პირველ მოადგილეს დავით ფარცვანიას და ზუგდიდის მერს გიორგი შენგელიას შეხვდა. ხელისუფლების და კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე ადგილი განიხილეს, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა ...

Read More »