Home » ბიზნესი (page 6)

ბიზნესი

გუდვილი ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

გუდვილი ფასებთან დაკავშირებულ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. კომპანია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის და საყოველთაოდ მომატებული დაძაბულობის გამო, გვინდა ვუპასუხოთ Alternative/ალტერნატივა-ს მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას გუდვილის ფასების შესახებ. ვაცხადებთ რომ, ვიდეოში ხდება რეალური ინფორმაციის დამახინჯება, არასწორი ინტერპრეტირება. ასაწონი პროდუქცია (რომელიც არ ექვემდებარება შემდგომში რეცხვას) – ხარისხის სტანდარტებიდან გამომდინარე გუდვილში არ იყიდებოდა და არ იყიდება. ...

Read More »

საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია მზად ხვალისთვის იქნება

საქართველოში პირბადეების წარმოება დაიწყო. როგორც სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის” ფინანსურმა დირექტორმა, გია ლომინაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პროდუქციის პირველი პარტია მზად ხვალ იქნება. „ნედლეული მიღებული გვაქვს და დავიწყეთ წარმოება. ხვალ დილიდან უკვე შეგვიძლია მზა პროდუქცია მივაწოდოთ ეკონომიკის სამინისტროს“,-აღნიშნა გია ლომინაძემ. მისივე თქმით, კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, 500 000 პირბადის უსასყიდლოდ დამზადება შესთავაზა.

Read More »

თბილისში დაკეტილი სასტუმროების 53 თანამშრომელი დროებით „კარფურში“ დასაქმდება

თბილისში, კორონავირუსის გამო, დროებით დაკეტილი 5 სასტუმროს 53 თანამშრომელი დროებით „კარფურის“ ქსელში დასაქმდება. ამის შესახებ bm.ge-ის აღნიშნული სასტუმროების მენეჯერმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ის მაქსიმალურად ცდილობს, თავისი თანამშრომლები შეინარჩუნოს და ამ ვითარებაში მათ მოკლევადიან დასაქმებაზე ზრუნავს. „ამ ეტაპზე, ჩვენთვის უმთავრესია პერსონალი და მათი კეთილდღეობა. ვცდილობთ, სტაფის შენარჩუნებას და ამაში გვერდში დაგვიდგა „კარფური“. მაქსიმალურად შევეცადთ, რომ ჩვენი პერსონალი, ერთი თვით, ...

Read More »

ბილაინი მომხმარებლის ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სოციალური პლატფორმა Feedc-ის პარტნიორია

საერთაშორისო ჯგუფ “ვიონის“ წევრი ბილაინი, ადგილობრივი სტარტაპების მხარდაჭერის ფარგლებში, ქართველი სტუდენტის მიერ შექმნილი უნიკალური სოციალური პლატფორმა Feedc-ის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის თანახმად, ბილაინი სარეკლამო მხარდაჭერას გაუწევს Feedc-ს, რომლის გამომწერთა რაოდენობა ამ დროისთვის აჭარბებს 200,000 აქტიურ მომხმარებელს თვეში. პლატფორმის ლოგიკა მომხმარებლის ადგილმდებარეობაზეა დაფუძნებული – მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს პოსტები იმ ლოკაციის მიხედვით სადაც იმყოფება, ან მონიშნოს მისთვის სასურველი ტერიტორია და შესაბამისად ყოველთვის ...

Read More »

SEU-ს ყველა სტუდენტს, სურვილის შემთხვევაში, სწავლის გადასახადის 50 – დღიანი გადავადება შეეძლებათ

მოსახლეობაში მოსალოდნელი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) რექტორმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება – SEU-ს ყველა სტუდენტს, სურვილის შემთხვევაში, მიეცეს სწავლის გადასახადის 50 – დღიანი გადავადება, ანუ, 17 მარტიდან 5 მაისამდე საშეღავათო პერიოდი და გადავადებული თანხა მათთვის სასურველი გრაფიკით გადანაწილდეს მომდევნო თვეებზე! ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, უსაფრთხოების მიზნით, SEU 16 მარტიდან Zoom-ის ლიცენზირებული პრემიუმ ვერსიის გამოყენებით გადავიდა სრულ ...

Read More »

ნუ ააწყობთ ბიზნესგეგმებს საერთო გაჭირვებაზე – თურნავა მსხვილ სადისტრიბუციო-საბითუმო და საცალო ვაჭრობის კომპანიებს მიმართავს

მოვუწოდებთ ყველა კომპანიას – იქნება ეს მსხვილი სადისტრიბუციო-საბითუმო თუ საცალო ვაჭრობის კომპანია, არავინ ისარგებლოს შექმნილი ვითარებით, აჟიოტაჟიური მოთხოვნით და არ აიწყოს ბიზნესგეგმები საერთო გაჭირვებაზე, ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან ...

Read More »

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესამცირებლად „ჯიპიაი“ მომხმარებლებს დაზღვევის APP Card-ით სარგებლობას სთავაზობს

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესამცირებლად „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს დაზღვევის პლასტიკური ბარათის ნაცვლად APP Card-ით სარგებლობას სთავაზობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ COVID-19 ის გავრცელების მინიმიზაციისთვის დაზღვეულებს პლასტიკური ბარათების App Card-ით ჩანაცვლებისკენ მოუწოდებს. App Card სადაზღვევო კომპანიის აპლიკაციაში ინტეგრირებული ელექტრონული ბარათია. პლასტიკური ბარათის ნაცვლად მობილური ტელეფონით App Card-ის წარდგენის საფუძველზე სადაზღვევო მომსახურების მიღება  ჯიპიაის ნებისმიერ პროვაიდერ ...

Read More »

ვასილ სოფრომაძე – ფასები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ პროდუქციის მარაგები არის

“ფრესკოს” დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ კომპანია თანამშრომლებისთვის იმავე რეჟიმში გააგრძელებს ხელფასებისა და ბონუსების მიცემას, ასევე სხვა შეღავათებს, როგორც ამ დრომდე იყო. სოფრომაძე ასევე ამბობს, რომ “ფრესკოში” მარაგები არის, თუმცა, ფასების ცვლილება შესაძლოა მოხდეს.  “მინდა მოგმართოთ თქვენ ჩვენო ძვირფასო კოლეგებო, ჩვენო ძვირფასო ფრესკოელებო, ჩვენო საყვარელო ახალგაზრდობავ, ჩემო ძვირფასო დირექტორთა საბჭოვ! ჩვენ არც ერთ ვარიანტში არ დავთმობთ იმ ...

Read More »

სააფთიაქო ქსელი “ავერსი” კორონავირუსული დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით უპრეცედენტო აქციებს გთავაზობთ

ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კომპანია “ავერსი”, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მომხმარებელს უპრეცედენტო აქციებს სთავაზობს: 35%-მდე ფასდაკლება იმუნიტეტის ასამაღლებელ საშუალებებზე. ვირუსული ინფექციის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზა ჰიგიენის წესების დაცვაა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის სტაბილურობა. 40%-მდე ფასდაკლება გრიპისა და გაციების დროს მისაღებ სიმპტომურ საშუალებებზე. ზამთრის სეზონზე სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადებები ისედაც გახშირებულია, რასაც წელს კორონავირუსული ინფექციაც დაემატა. ...

Read More »

რამდენად მოხერხდება ფასების მოთოკვა კორონა ვირუსის ფონზე

უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ვირუსი Covid-19, იგივე კორონა ვირუსი მთელი მსოფლიოსთვის დიდ გამოწვევად იქცა. სხვადასხვა გათვლებით გლობალური ეკონომიკა, აღნიშნული ვირუსის გამო 300 ტრილიონ დოლარზე მეტს დაკარგავს. დანაკარგებისთვის ემზადება საქართველოც. გასულ კვირას მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, სწორედ ამ გეგმის დახმარებით ცდილობს სახელმწიფო ეკონომიკის სტიმულირებას. თუმცა, ანტიკრიზისული გეგმა ვერაფერი შეღავათი აღმოჩნდა ეროვნული ვალუტისთვის, რომელმაც ერთ კვირაში საშუალოდ 23 პუნქტით დაკარგა პოზიციები. კერძო, ...

Read More »