Home » ბიზნესი (page 51)

ბიზნესი

აზარტული თამაშების რეკლამის გავრცელებაზე შეზღუდვები წესდება

აზარტული თამაშების რეკლამის გავრცელებაზე შეზღუდვები წესდება

აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის ან აზარტული თამაშობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელებაზე შეზღუდვები წესდება. შესაბამისი ცვლილებები „რეკლამის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები უმრავლესობის წევრები ირაკლი ბერაია, რატი იონათამიშვილი და გოგა გულორდავა არიან. კანონპროექტის გათვალისწინებით, იკრძალება აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის ან ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება გარდა იმ შემთხვევისა, თუ – აღნიშნული რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც აზარტული თამაშობა ან ტოტალიზატორი ეწყობა; აღნიშნული რეკლამის გავრცელება სპორტული ...

Read More »

ფარმაცევტული სექტორის შემოსავლებმა 1.2 მილიარდი, ხოლო მოგებამ 274.5 მილიონი ლარი შეადგინა

ფარმაცევტული სექტორის შემოსავლებმა 1.2 მილიარდი, ხოლო მოგებამ 274.5 მილიონი ლარი შეადგინა

ფარმაცევტული სექტორი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და მომგებიანი სფეროა საქართველოში. ფარმაცევტული სექტორის შემოსავლები 1,2 მილიარდ ლარს აღემატება, რაც „ებიტ ჯგუფის“ ცნობით, ვაჭრობის სექტორის ჯამური შემოსავლების 25%-ზე მეტია. ჯამური მოგება სექტორის 274.5 მილიონია ლარია, ხოლო მარჟის მაჩვენებელი 22%-ია. აღსანიშნავია, რომ ეს ბაზრის პირველი ჯამური მონაცემებია, რომელთა გამოქვეყნება გასულ წელს დაიწყო. 2018 წლის მონაცემები შემოდგომაზე გამოქვეყნდება. წყარო: ბიზნესპარტნიორი

Read More »

ლუჟკოვის სახლის დაშლა დაიწყო – ტერიტორიაზე 3 ცათამბჯენი უნდა აიგოს

ლუჟკოვის სახლის დაშლა დაიწყო - ტერიტორიაზე 3 ცათამბჯენი უნდა აიგოს

ბათუმში, “ალიანს სიტიმ” ლუჟკოვის სახლად ცნობილი შენობის დემონტაჟი უკვე დაიწყო. ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და ეტაპობრივად შლიან შენობას. ლუჟკოვის სახლის დემონტაჟის სურვილის შესახებ  სამი თვის წინ გახდა ცნობილი. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შენობის დაშლის შემდეგ, ტერიტორიაზე სამი ცათამბჯენი უნდა აიგოს, რომლის სიმაღლე 150 მეტრი იქნება. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ერთი შენობა 50-სართულიანი, ხოლო ორი 40 და 45 სართულიანი იქნება. პროექტის საჯარო განხილვა ...

Read More »

საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა

საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა

საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით -23.5 მლრდ აშშ დოლარი (-63.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -145.0 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 233.9 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა. 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 9.9 მლრდ აშშ დოლარია (26.7 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 37.5 ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისის“ აქციების 8%-ს დროებით ასხვისებენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისის“ აქციების 8%-ს დროებით ასხვისებენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისის“ აქციების 8%-ს დროებით ასხვისებენ. ამის შესახებ განცხადება აქციონერებისთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხაზარაძე და ჯაფარიძე განიხილავენ, „თიბისის“ აქციების დაახლოებით 8% დროებით მესამე მხარეს, საფინანსო ინსტიტუტს გადასცენ, იმ პირობით, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ წილს უკან გამოისყიდიან. ცნობისთვის, ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს, წილების მითითებით ასე გამოიყურება: მამუკა ...

Read More »

“თიბისი” 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველადი კაპიტალის ობლიგაციებს უშვებს

"თიბისი" 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველადი კაპიტალის ობლიგაციებს უშვებს

“თიბისი ბანკი” 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უვადო, დამატებით პირველადი კაპიტალის ობლიგაციებს გამოუშვებს. „თიბისის” ინფორმაციით, აღნიშნულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან თითქმის ორჯერ მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. წლიური საპროცენტო განაკვეთი 10,75%-ით განისაზღვრა. მათივე ცნობით, ეს იქნება მსგავსი ტიპის ყველაზე დიდი ემისია კავკასიის რეგიონში, ყველაზე დაბალი წლიური საპროცენტო განაკვეთით. „ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 3 ივლისს განთავსდება. დაგეგმილია ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებაც, რაც უპრეცედენტო ...

Read More »

ახალციხეში სამშენებლო მასალების საწარმო გაიხსნა

ახალციხეში სამშენებლო მასალების საწარმო გაიხსნა

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ახალციხეში სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო გაიხსნა, რისთვისაც 1 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და 50-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, პროექტის განსახორციელებლად შპს „დემეტრე და კომპანიას“ სააგენტოსგან ახალციხეში, ადიგენის ქუჩა N2-ში მდებარე 34494.00კვ.მ. მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადაეცა. კომპანიის საწარმოო ხაზი მოიცავს თბოიზოლირებული და ბეტონის ბლოკის, სანიაღვრე არხის, სამშენებლო ფილის და ბორდიურის წარმოებას. პროდუქცია ადგილობრივი ...

Read More »

საქართველოში მწვანე ეკონომიკის მდგრადი განვითარება Aigroup-ის უპირველესი ამოცანაა 

საქართველოში მწვანე ეკონომიკის მდგრადი განვითარება Aigroup -ის უპირველესი ამოცანაა 

ქუთაისში ელექტრომობილების საწარმო აშენდება 26 ივნისს, 22:00 საათზე (მის: ქუთაისი, დავით აღმაშენებლის მოედანი) ინდუსტრიული ჰოლდინგი  Aigroup  ოფიციალურ პრეზენტაციას გამართავს, რომლის ფარგლებში ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტს წარადგენს. პრეზენტაციაზე  მოწვეული არიან სამთავრობო უწყების, ადგილობრივი ხელისუფლების,  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა  და მედიის წარმომადგენლები. პროექტის თანახმად,  ინდუსტრიული ჯგუფი Aigroup  ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომელიც 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე განთავსდება. პირველი პროექტი ...

Read More »

ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქართველ მწარმოებლებს მიმართავს

ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქართველ მწარმოებლებს მიმართავს

ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქართველ მწარმოებლებს საექსპორტო ბაზარზე ხელშეწყობას სთავაზობს.  როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ქართულ საექსპორტო პროდუქციას რუსეთის ბაზარზე პრობლემები შეექმნა, რის გამოც  ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქართველ მწარმოებლებს საკუთარ პლატფორმას სთავაზობს, რაც გულისხმობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის წარდგენასა და ექსპორტს იმ ქვეყნებში, სადაც ქართულ დიასპორა აქტიურად მოღვაწეობს. „ვფიქრობთ, რომ სწორედ ქართული დიასპორის მეშვეობით შევძლებთ სხვადასხვა ქართული ...

Read More »

„როსპოტრებნადზორი“ 8 ქართულ კომპანიას უკრძალავს რუსეთში ალკოჰოლის შეტანას

„როსპოტრებნადზორი“ 8 ქართულ კომპანიას უკრძალავს რუსეთში ალკოჰოლის შეტანას

„როსპოტრებნადზორი“ ამკაცრებს კონტროლს საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელზე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „როსპოტრებნადზორის“ ოფიციალური საიტი. განცხადების თანახმად, „დინამიკა აჩვენებს, რომ საქართველოდან რუსეთში შესული ალკოჰოლური სასმელის ხარისხი გაუარესებულია. 2014-2018 წლებში გაზრდილია იმ პროდუქციის რაოდენობა, რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს“. განცხადებაში ჩამოთვლილია ის კომპანიები, რომლებიც „როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციით, ვერ აკმაყოფილებენ შესაბამის სტანდარტებს. ესენია: „ბაგრატიონი 1882; „ბოლერო ენდ კომპანი“, „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, ...

Read More »