Home » ბიზნესი (page 222)

ბიზნესი

შიდა ქართლში ხილის სპირტის საწარმო გაიხსნება

შიდა ქართლში ხილის სპირტის საწარმო გაიხსნება

შიდა ქართლში ხილის დისტილატის, იგივე ხილის სპირტის საწარმო გაიხსნება. პროექტის განსახორციელებლად ქართულ კომპანია შპს „გრადოს“ პარტნიორობას საპარტნიორო ფონდი უწევს. როგორც საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა აცხადებს, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ის სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. „პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საწარმოში გამოსაყენებელი ნედლეული არაკონდიციური ხილია, რომელიც შედარებით დაბალი ხარისხისაა და პირდაპირ არ გამოიყენება. შესაბამისად, მისგან, მარტივი ტექნოლოგიით, დისტილატი დამზადდება“, ...

Read More »

,,საქართველოს ბანკი’’ გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ

,,საქართველოს ბანკი’’ გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ

ბანკები არაპროფილურ ბიზნესებს ვერ თმობენ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ,,საქართველოს ბანკის’’ დაფინანსებით კომპანია ,,თელიანი ველი’’ ლუდის ბიზნესში შედის, ხოლო ამავე ბანკის მიერ დაარსებული ,,ემ კვადრატი’’ სასტუმროების მშენებლობას აპირებს. ამ ფაქტმა, კიდევ ერთხელ, აქტუალური გახადა კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესის მართვის თემა. ერთი შეხედვით, ბანკებმა თითქოს გამიჯნეს არაპროფილური ბიზნესები, თუმცა, სპეციალისტების განცხადებით, ასეთ კომპანიებში წილებს ბანკების აქციონერები ფლობენ ან ...

Read More »

მამია სანადირაძე “კავკასუს ონლაინის” დაბრუნებას ლონდონიდან შეეცდება

მამია სანადირაძე "კავკასუს ონლაინის" დაბრუნებას ლონდონიდან შეეცდება

“კავკასუს ონლაინის” დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი მამია სანადირაძე, კომპანიისთვის ბრძოლას ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში აგრძელებს. ქონების დაბრუნების მოთხოვნით, სანადირაძემ უწყებას უკვე მიმართა. როგორც ის აცხადებს, ქონების დაბრუნების იმედი ქართული მართლმსაჯულებისგან არ აქვს და მისი სარჩელი საქართველოს პროკურატურაში, დიდი ხანია რეაგირების გარეშეა დარჩენილი. `ჩვენ დღესდღეისობით ლონდონში ვდაობთ, მაგრამ ეს საქმე იწელება და ლონდონის სასამართლო კიდევ ერთი წელი იქნება ალბათ. პროკურატურამ არ გამოიძია ...

Read More »

აჭარაში სასტუმრო კომპლექსი “მეტრო სითი” 2017 წელს გაიხსნება

აჭარაში სასტუმრო კომპლექსი "მეტრო სითი" 2017 წელს გაიხსნება

90 მილიონი დოლარის ღირებულების სასტუმრო კომპლექსი, მეტრო სითი აჭარაში 2017 წელს გაიხსნება ამ ეტაპზე აპარტამენტების საძირკვლის ჩაყრისა და სასტუმროსა და კაზინოს მეორე სართულის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობის მეორე ეტაპი დაწყებულია და თვის ბოლოს დასრულდება. 12 სართულიანი სასტუმრო კომპლექსი მეტრო სითი მინიმუმ 203 ნომრიანი იქნება. დაგეგმილია ასევე ორი 420 ბინიანი აპარტამენტის მშენებლობა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომპანია აღნიშნული პროექტით რეგიონში ...

Read More »

რატომ არ იცვლება საწვავის ფასი ქართულ ბაზარზე

რატომ არ იცვლება საწვავის ფასი ქართულ ბაზარზე

ბოლო ერთი წლის განმავლობაში “შავი ოქროს” ფასი მთელ მსოფლიოში დაეცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ნავთობი კიდევ უფრო გაიაფდება. ანალოგიური პროგნოზი აქვთ მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო ანალიტიკურ ცენტრებსა და უმსხვილეს ნავთობკომპანიებს, რომლებიც ერთხმად ადასტურებენ, რომ მსოფლიოში ნავთობის დაბალი ფასი კვლავაც შენარჩუნდება. მათი თქმით, ირანისთვის სანქციების მოხსნით, მსოფლიოში ნავთობის წარმოება დღეში მილიონი ბარელით გაიზრდება, ხოლო მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2016 წლიდან, ირანის ნავთობის ბაზარზე დაბრუნება ...

Read More »

ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით GHG-იმ 100 მლნ დოლარის კაპიტალი მოიზიდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით GHG-იმ 100 მლნ დოლარის კაპიტალი მოიზიდა

ლონდონში, საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) აქციების პრემიუმ ლისტინგში დაშვების საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს. GHG-ი რეგიონიდან ჯანდაცვის პირველი ჰოლდინგია და Bank of Georgia Holding-ის შემდეგ მეორე, რომლის აქციებიც პრემიუმ ლისტინგშია. ჯგუფი „სამედიცინო კორპორაცია ევექსს„ და სადაზღვევო კომპანია „იმედი L-ს“ მართავს და ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის სერვისების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ქართულ ბაზარზე 42 სამედიცინო დაწესებულებით არის წარმოდგენილი, ...

Read More »

ინფორმაცია თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის მატებასთან დაკავშირებით

ნფორმაცია თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის მატებასთან დაკავშირებით

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის მატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გუშინდელ სხდომაზე “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს, რომელიც 2016 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის მატებას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიღების მიზანია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაცია. “საქართველოს ...

Read More »

ბერნარ კუშნერი: ვაპირებ, შევცვალო ჯანდაცვის სისტემა დავით სერგეენკოსთან ერთად

ბერნარ კუშნერი: ვაპირებ, შევცვალო ჯანდაცვის სისტემა დავით სერგეენკოსთან ერთად

საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში რეფორმების გატარებაში დაეხმარება, – ამის შესახებ კუშნერმა თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ის საქართველოში ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თხოვნით ჩამოვიდა. “გარკვეული დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ვიყავი და ძალიან მახარებს აქ დაბრუნება, არა მხოლოდ მოგონებების თვალსაზრისით, არამედ მიხარია, რომ დავბრუნდი სამუშაოდ, თქვენთან ერთად. თქვენ იცით, რომ ...

Read More »

ხელისუფლება ბიზნესს საახალწლოდ ახალ რეგულაციებს უმზადებს

ხელისუფლება ბიზნესს საახალწლოდ ახალ რეგულაციებს უმზადებს

 პარლამენტი ბიზნესის სფეროში ახალ რეგულაციებს ამზადებს. ცვლილებების ინიციატორების განცხადებით, ამით ქართველი მწარმოებლები განვითარების სერიოზულ სტიმულს მიიღებენ, ბიზნესმენთა ნაწილი კი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ მსგავსი რეგულაციებით ქვეყანა სიღარიბისთვისაა „განწირული“. საუბარია ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე, რომელიც იმპორტიორებს უკრძალავს პროდუქციაზე შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით მკვეთრად დაბალი ფასების დაწესებას; ასევე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონზე, რომელიც მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებასაც გულისხმობს. მთავრობაში მუშაობა მიმდინარეობს შრომის კოდექსის რეფორმის ...

Read More »

თამბაქოს აქციზზე გადასახადის გაზრდა იგეგმება

თამბაქოს აქციზზე გადასახადის გაზრდა იგეგმება

“იმპერიალ ტობაკოს” კორპორატიული დირექტორი ირაკლი ნადარეიშვილი სააქციზო პოლიტიკის გაუმჭვირვალობაზე, სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი ხედვის არქონასა და ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბრობს. ირაკლი ნადარეიშვილმა იმ პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში თამბქოს ინდუსტრიაში არსებობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატისა და გარემოს შექმნა, რომელიც უფრო მეტ უცხოურ პირდაპირ ინვესტიციას მოიზიდავს, რაც თავის მხრივ, ეკონომიკის ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორი არის. როგორც ნადარეიშვილმა აღნიშნა, აუცილებელია კომუნიკაცია ...

Read More »