Home » ბიზნესი (page 213)

ბიზნესი

სენაკში კლინკერის ცემენტის ქარხანა აშენდება

სენაკში კლინკერის ცემენტის ქარხანა აშენდება

სენაკში კლინკერის ცემენტის ქარხანას ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი აზიურ-აფრიკული მენეჯმენტის კომპანიასა და  ჰუალინგ ჯგუფთან ერთად ააშენებს. მხარეებს შორის ხელშეკრულება Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში 24 აპრილს გაფორმდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 100 მლნ აშშ დოლარია. კლინკერის ცემენტის წარმოების ხაზის დღიური წარმადობა 3500 ტონა იქნება. სრული ციკლის, თანამედროვე, „ევრო 4“ სტანდარტის შესაბამისი ცემენტის მწარმოებელი ქარხანაში 500 ადამიანის დასაქმება იგეგმება.  წარმოებული ცემენტის 70%-მდე ექსპორტზე ...

Read More »

,,თიბისი ბანკის” ინიციატივით, პირველად საქართველოში, ფინანსური განათლების შესახებ მასშტაბური კვლევა ჩატარდა

,,თიბისი ბანკის" ინიციატივით, პირველად საქართველოში, ფინანსური განათლების შესახებ მასშტაბური კვლევა ჩატარდა

22 აპრილს, ,,თიბისი ბანკის” სათაო ოფისში,  საქართველოში ფინანსური განათლების შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ,,თიბისი ბანკის” ინიციატივით, ფინანსური განათლების შესახებ მასშტაბური კვლევა 2016 წელს, პირველად ჩატარდა საქართველოში და ის კვლევითი ორგანიზაციების TNS და ISET-ის მხარდაჭერით განხორციელდა. კვლევის მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რამდენად გათვითცნობიერებულია საზოგადოება ფინანსურ საკითხებში,  როგორია მათი დამოკიდებულება პირადი ხარჯების მიმართ და რამდენად ენდობიან ისინი ბანკებსა და სხვა ...

Read More »

„ბლექს სი რივერა“ განმუხურში 120 ნომრიან სასტუმროს ააშენებს

„ბლექს სი რივერა“ განმუხურში 120 ნომრიან სასტუმროს ააშენებს

კომპანია „ბლექს სი რივერა“ სოფელ განმუხურში მინიმუმ 120 ნომრიან სასტუმროს ააშენებს ახალი სასტუმროს და მიმდებარე ინფრასტრუქტურის პროექტის პრეზენტაციას მშენებელი კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ პირობებიან ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა. საწყისი საბაზრო ღირებულება 2 263 500 ლარად იყო განსაზღვრული. აუქციონი მიმდინარე წლის 30 მარტს ჩატარდა. საინვესტიციო პროექტის მიხედვით ,,ბლექს სი რივერა“ ...

Read More »

ფინკა ბანკი SMART სერტიფიკატის მქონე პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში

ფინკა ბანკი SMART სერტიფიკატის მქონე პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში

ფინკა ბანკი საქართველო SMART სერტიფიკატის მქონე პირველი საფინანსო ინსტიტუტია ქვეყანაში – ამის შესახებ ფინკა ბანკის წარმომადგენლებმა 20 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. Smart Campaign – არის მსოფლიოს გლობალური კამპანია, რომლის მიზანია დაეხმაროს ფინანსურ ინსტიტუტებს შეიმუშაონ გამჭვირვალე, ღირსეული და გონივრული ფინანსური მომსახურებისთვის საჭირო რეგულაციები. “ჩვენ ყოველთვის ორიენტირებული ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებასა და ჩვენი კლიენტების კეთილდღეობაზე. SMART- ის მიერ მონიჭებული ...

Read More »

რატომ დააჯარიმეს ჯორჯიან მანგანეზი – გადასახადების დამალვა თუ შემოსავლების სამსახურის შეცდომა

რატომ დააჯარიმეს ჯორჯიან მანგანეზი – გადასახადების დამალვა თუ შემოსავლების სამსახურის შეცდომა

შემოსავლების სამსახური ჯორჯიან მანგანეზს 200 მილიონი ლარის გადახდას აკისრებს უმსხვილესმა ექსპორტიორმა კომპანიამ, ჯორჯიან მანგანეზმა ხელისუფლებასთან დავა წააგო. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების პოზიცია გაიზიარა და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს” 200 მილიონი ლარის მოცულობის ჯარიმა დააკისრა. საუბარია, რამდენიმე თვის წინ დაწყებულ შპს “ჯორჯიან მანგანეზსა” და შემოსავლების სამსახურს შორის სამართლებრივ დავაზე. დავის საგანს წარმოადგენს რამდენიმე საკითხი. მათ შორის, კვებაზე, შლამზე და წიდაზე ...

Read More »

,,ლარის გაუფასურებამ საბანკო სექტორსაც დიდი პრობლემები შეუქმნა”

,,ლარის გაუფასურებამ საბანკო სექტორსაც დიდი პრობლემები შეუქმნა"

ინტერვიუ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძესთან – საბანკო სექტორისთვის ბოლო პერიოდის ყველაზე სერიოზული გამოწვევა დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნა იყო. რა გავლენა იქონია ამან თქვენს ბანკზე და ზოგადად ქართულ საბანკო სისტემაზე? – საზოგადოდ, როდესაც დოლარის მიმართ ლარის კურსის დაცემა ხდება, ეს საბანკო სისტემას დამატებით რისკებს უქმნის, რამდენადაც მსესხებლების დიდ ნაწილს კრედიტები დოლარში აქვს გამოტანილი. მათ უმრავლესობას კი ...

Read More »

“ლუდის ხარისხით ,,ზედაზენი” ნომერი პირველი კომპანიაა ბაზარზე”

"ლუდის ხარისხით ,,ზედაზენი" ნომერი პირველი კომპანიაა ბაზარზე"

სს „ქართული ლუდის კომპანიაში“ იმედი აქვთ, რომ 2016 წელს იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც 2015 წელს შექმნა, თავის დაღწევა მოხერხდება და კომპანიის გაყიდვები, როგორც ადგილობრივ ისე საზღვარგარეთის ბაზრებზე გაიზრდება.  თუ რა პრობლემები დაგროვდა ლუდის ინდუსტრიაში და 2016 წელს რა სიახლეები იგეგმება, „ზედაზენში“ ჩვენს კითხვებს  სს „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალური დირექტორი ვასილ სულხანიშვილი პასუხობს. – ბოლო დროს „ზედაზენმა“ ბაზარზე თითქმის რამდენიმე ახალი ...

Read More »

“მაგთი” ბაზარზე მონოპოლიურ მდგომარეობას იბრუნებს და ტარიფებს ზრდის

"მაგთი" ბაზარზე მონოპოლიურ მდგომარეობას იბრუნებს და ტარიფებს ზრდის

წინა კვირას, “მაგთიკომმა” ტარიფების ზრდის შესახებ აბონენტებს “ახარა”, თუმცა, ამის შესახებ კომპანიას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 27 აპრილიდან ტარიფები, ძირითადად “ბანის” აბონენტებისთვის იზრდება. წუთის ღირებულება 14 თეთრით ძვირდება და 10 თეთრის ნაცვლად 24 თეთრი ეღირება. მომხმარებლებს ინფორმაცია სმს შეტყობინების სახით მიეწოდათ. გარდა წუთობრივი საუბრის გაძვირებისა, ასევე გაძვირდება გარკვეული ყოველთვიური ტარიფებიც. მაგალითად, ტარიფი “ზერო+”, ამჟამად მისი ღირებულება თვეში 1 ლარია, ზარის ...

Read More »

„მარლბორო“, „პარლამენტი“, L&M და „ჩესტერფილდი“ ბაზარზე ბრუნდება

„მარლბორო“, „პარლამენტი“, L&M და „ჩესტერფილდი“ ბაზარზე ბრუნდება

სიგარეტის ჯიხურებში ”ფილიპ მორისის” ბრენდები უახლოეს დღეებში გამოჩნდება. როგორც ჯიხურის გამყიდველებმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადეს, ბაზარზე ”ფილიპ მორისის” ბრენდის სიგარეტები უკვე დაბრუნდა და მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ, დისტრიბუტორები ჯიხურებს მოამარაგებენ. ”სამშაბათი იყო მათი დისტრიბუციის დღე. სამაშაბათს გამოჩნდებიან ალბათ”, – აღნიშნა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას ერთ-ერთმა მოვაჭრემ. „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი” მსოფლიოში თამბაქოს მწარმოებელი ნომერ პირველი საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც ეკუთვნის თამბაქოს ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა „მარლბორო“, ...

Read More »

ვითიბი ბანკმა 11,5 მილიონი ლარის აგრო სესხი გასცა

ვითიბი ბანკმა 11,5 მილიონი ლარის აგრო სესხი გასცა

2016 წლის პირველი კვარტლის შედეგებით, ვითიბი ბანკმა 446 აგრო კრედიტი გასცა, ჯამურმა თანხამ 11,5 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში 4,7 მილიონი ლარის სესხია გაცემული. შეღავათიანი აგრო სესხები ახალი საწარმოების შექმნას და სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების ძირითადი საშუალებების დაფინანსებას ითვალისწინებენ. პირველ კვარტალში ვითიბი ბანკის აგრო სესხების პორტფელის ზრდამ 10% შეადგინა. შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტი 2013 წლის გაზაფხულიდან ...

Read More »