Home » ბიზნესი (page 212)

ბიზნესი

საქართველოს რკინიგზა LAM-თან თანამშრომლობას იწყებს

„საქართველოს რკინიგზა“, შვილობილი ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსის“ მეშვეობით კომპანია LAM-თან თანამშრომლობას იწყებს. მხარეებს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხუთშაბათს გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, კომპანიები სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობით, ხელს შეუწყობენ საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის მსოფლიო სავაჭრო გზებთან დაკავშირებას. ასევე, ერთობლივად შეიმუშავებენ საზღვაო კავშირს საქართველოს, თურქეთსა და შესაბამის ევროპულ ბაზრებთან. „იმედი გვაქვს, რომ LAM ჯგუფი იქნება ერთერთი კომპანია, რომლის მხარდაჭერითაც ჩვენ შავ ზღვაზე თურქეთისა და სხვა მიმართულებით საზღვაო ...

Read More »

“საქართველოს ბანკმა” თბილისის ექვსივე აბანო დააყადაღა

“საქართველოს ბანკმა” თბილისის ექვსივე აბანო დააყადაღა

  თბილისის აბანოების დახურვის საფრთხე რეალურია     აბანოთუბანში მდებარე აბანოებს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” წყლის გადასახადის ახალი ტარიფი დაუწესა, რაც აბანოების ხელმძღვანელების განცხადებით, იმდენად მაღალია, რომ მისი გადახდა არ შეუძლიათ. აბანოების მფლობელებმა, პრობლემის მოგვარების თხოვნით ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიმართეს, თუმცა, საკითხი დღემდე დავის საგანს წარმოადგენს. ჭრელი აბანოს დირექტორის, გურამ ტედიაშვილის თქმით, აღნიშნული ბიზნესი, საკმაოდ სპეციფიკურია და აქედან გამომდინარე, საკითხს განსაკუთრებული ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილის დაკარგული მილიონების საიდუმლო

ბიძინა ვანიშვილის დაკარგული მილიონების საიდუმლო

“დაკარგული მილიონების საიდუმლო“ , – ამ სათაური აქვეყნებს გერმანული გამოცემა Handelsblatt სტატიას, რომელიც Credit Suisse-ის ბანკირის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მიყენებულ ზარალს ეხება. როგორც სტატიაშია აღნიშნული, Credit Suisse-ის ბანკირმა აღმოსავლეთევროპელ კლიენტს ასობით მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო სკანდალია შვეიცარიული ბანკის ბოლოდროინდელ ისტორიაში. „ეს კლიენტი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ, მილიარდერი ბიზნესმენი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. საქმე ალბათ, ყველაზე დიდი ...

Read More »

თბილისში Georgetown American-ის ბურგერ-რესტორანი იხსნება

თბილისში Georgetown American-ის ბურგერ-რესტორანი იხსნება

ამერიკიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული სანდრო შელია თბილისში ამერიკული ბურგერების რესტორანს Georgetown American-ის რესტორანს ხსნის. რესტორანი მომხმარებელს გემრიელი და ხარისხიანი ინგრედიენტებისგან დამზადებულ ბურგერებსა და ნამდვილ ფილადელფიურ ჩიზსტეიკს შესთავაზებს. „ამერიკიდან საქართველოში ცოტა ხნის წინ დავბრუნდი, სამშობლოში კი საკმაოდ ბევრი პროექტის განხორციელებას ვგეგმავ. ქველმოქმედების პარალელურად, რამდენიმე დღეში თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ამერიკულ ბურგერ-რესტორანს Georgetown American-ს გავხსნით. ჩვენი ამბიციაა შევთავაზოთ თბილისელებს ყველაზე გემრიელი და ...

Read More »

მოგების გადასახადის რეფორმა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

მოგების გადასახადის რეფორმა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

მოგების გადასახადის რეფორმა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო საფინანსო სექტორზე 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გავრცელდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიზნესასოციაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ბიზნესთან კონსულტაციით მიღებულ იქნა საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტის საბოლოო ვერსია, რომელიც პარლამენტში გადაიგზავნება. ფინანსთა მინისტრმა სთხოვა საკანონმდებლო ორგანოს, რომ კანონპროექტის განხილვა მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს, რათა კანონი აპრილში იქნას მიღებული. ...

Read More »

ვითიბი ბანკი სამომხმარებლო სესხზე აქციას იწყებს

ვითიბი ბანკი სამომხმარებლო სესხზე აქციას იწყებს

22 მარტიდან ვითიბი ბანკი იწყებს აქციას სამომხმარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია 45 000 ლარის, 5 წლამდე ვადით აღება უზრუნველყოფის გარეშე. აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხის აღება შესაძლებელია უძრავი ქონების შესაძენად ან გასარემონტებლად, ავტომობილის შესაძენად, არსებული დავალიანების დასაფარად ან უბრალოდ პირადი მიზნებისთვის. აქცია გრძელდება 22 აპრილის ჩათვლით. სესხის აღება შესაძლებელია ლარში, დოლარში და ევროში. წლიური საპროცენტო განაკვეთი 12,5%- დან 16%-მდე. ეფექტური საპროცენტო ...

Read More »

ბიზნესასოციაცია მოგების გადასახადის ახალი სისტემის 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედების ინიციატივით გამოდის

ბიზნესასოციაცია მოგების გადასახადის ახალი სისტემის 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედების ინიციატივით გამოდის

საქართველოს ბიზნესასოციაცია მოგების გადასახადის ახალი სისტემის 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებას ითხოვს. აღნიშნული ინიციატივით ასოციაცია პრემიერ-მინისტრს მიმართავს. როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, მოგების გადასახადის რეფორმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. “ეს გახლავთ რევოლუციური ცვლილება საგადასახადო კანონმდებლობაში, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესგარემოს მიმზიდველობის ზრდას და სულ უფრო მეტ ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესმენს მისცემს დამატებით მოტივაციას ჩვენს ქვეყანაში ...

Read More »

ლევან ვასაძის ცხოვრების წესი

ლევან ვასაძის ცხოვრების წესი

ინტერვიუ ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან:  – სპეციალობით  გეოფიზიკოსი ვარ. ასევე  კორპორატიული ფინანსების და მართვის სპეციალიტი. – სამსახური ადვილად არ დამიწყია და პირველი სამსახური იყო  Sector Capital-ი. – პირველი ხელფასი  სამყოფი იყო. – ყველაზე კარგად  ვმუშაობ მაშინ, როდესაც კარგ ხალხთან ერთად ვარ. – სამსახურში  მისვლის განსაზღვრული დრო არ მაქვს. ხან როგორ და ხან როგორ. თუმცა, პირველი რასაც ვაკეთებ სამსახურში მისული არის ის, რომ ვწმენდ მაგიდას. ...

Read More »

DCFTA პროგრამის ფარგლებში, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის შეღავათიანი სესხები გაიცემა

DCFTA-ს პროგრამის ფარგლებში, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის შეღავათიანი სესხები გაიცემა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს ბრუნო ბალვანერას შეხვდა, რომლის დროსაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების, DCFTA-ის ხელშეწყობის ახალი პროგრამა იქნა განხილული. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე ევროკავშირსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერება DCFTA-ის ხელშეწყობის აღნიშნულ პროგრამას, ...

Read More »

KFC ქართულ ბაზარზე აპრილში კიდევ ერთ ფილიალს გახსნის

KFC ქართულ ბაზარზე აპრილში კიდევ ერთ ფილიალს გახსნის

  რითი გამოირჩევა, KFC–ის პროდუქცია სხვა სწრაფი კვების მენიუსგან და რა აქციებს სთავაზობენ  მომხმარებელს თანამედროვე ცხოვრების რიტმი იმდენად აჩქარებულია, რომ ადამიანებს ძალიან უჭირთ დროის განაწილება. სწორედ ცხოვრების სწრაფი რიტმის ადეკვატურად შეიქმნა ეგრეთწოდებული ,,ფასტ ფუდი”, რომელიც ეხმარება უამრავ ადამიანს დროის ეკონომიაში. საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს სწრაფი კვების რესტორნების მსოფლიო ბრენდები და ნელ -ნელა ქართულ ბაზარზეც თავს იმკვიდრებენ მსოფლიოში ცნობილი ,,ფასთ ფუდები”. ...

Read More »