Home » ბიზნესი (page 205)

ბიზნესი

თბილისში მშრალი ნარევების საწარმო გაიხსნა

თბილისში მშრალი ნარევების საწარმო გაიხსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, „კაპაროლ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორთან ბორის გამრეკელთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ალ. ქართველიშვილის ქ.N8-ში, „კაპაროლ ჯორჯიას“ მშრალი ნარევების საწარმო გახსნა. ეს არის თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ევროპაში სერტიფიცირებული მშრალი მასალების – ცემენტის ბაზაზე დამზადებული წებოების, ბათქაშებისა და ფითხების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც ყველა ევროპულ სტანდარტს პასუხობს და გარემოსთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ქალაქში ახალი საწარმოს ...

Read More »

ნოდარ ხადური ახალი რეგულაციით უკმაყოფილო მეწარმეებთან შეხვედრაზე უარს ამბობს

ნოდარ ხადური ახალი რეგულაციით უკმაყოფილო მეწარმეებთან შეხვედრაზე უარს ამბობს

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიებმა პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ მიმართეს და მასთან შეხვედრა ითხოვეს. მეწარმეები უკვე 2 თვეზე მეტია უშედეგოდ ცდილობენ ფინანსთა მინისტრთან და მთავრობის მეთაურთან შეხვედრას. ისინი აპროტესტებენ მინისტრის გადაწყვეტილებას უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირების შესახებ და საკუთარი არგუმენტების ხელისუფლებისთვის გაცნობას ცდილობენ. „გვსურს კვლავ დავადასტუროთ ჩვენი მზაობა  თქვენთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რათა უშუალოდ და ამომწურავად გაგაცნოთ ჩვენი არგუმენტები და წინადადებები ამ საკითხის გარშემო. ...

Read More »

არაალკოჰოლური  სასმელების  მწარმოებელთა  ასოციაციის მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

არაალკოჰოლური  სასმელების  მწარმოებელთა  ასოციაციის მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონო პრემიერო, არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წევრები კატეგორიულად ვგმობთ 2015 წლის 29 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ბატონი ნოდარ ხადურის მიერ ჩატარებულ აქციას მარკირების თემაზე. ვფიქრობთ, მინისტრი ამ სახის კამპანიით ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. მისი გზავნილი, „მარკირება ხალხის საკეთილდღეოდ“ აბსოლუტურად ცინიკურია, მით უფრო მაშინ, როცა საქმე გვაქვს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან. მეტიც, უცხოური კომპანიისთვის ბიუჯეტიდან გადასახდელი ანაზაღაურება არაალკოჰოლური პროდუქციის ელექტრონული მარკირების სერვისისათვის ...

Read More »

დაზარალებულ მეწარმეებს თბილისის მერია შეღავათიან სესხს სთავაზობს

დაზარალებულ მეწარმეებს თბილისის მერია შეღავათიან სესხს სთავაზობს

სტიქიის ან სხვადასხვა შემთხვევის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს თბილისის მერია შეღავათიან სესხს სთავაზობს. შესაბამის საკითხს თბილისის მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სხდომაზე განაცხადა, დაზარალებულ მეწარმეებს სესხის აღება 3 პროცენტში შეეძლებათ. “დღეს ვიხილავთ საკითხს, რომელიც შეეხება სტიქიით დაზარალებულ მეწარმეებს და აქ არ იგულისხმება მხოლოდ დედაქალაქში, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მეწარმეები, არამედ საკითხი ეხება ზოგადად – ხანძრის, სახლის ...

Read More »

“ლუდზე აქციზის მატება, შესაძლოა, გადაიხედოს”

"ლუდზე აქციზის მატება, შესაძლოა, გადაიხედოს"

ლუდზე აქციზის მატება, შესაძლოა, გადაიხედოს. ბიზნესომბუდსმენი, გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ ფისკალური ეფექტისა და გაყიდვების მაჩვენებლის დათვლის შემდგომ, შესაძლოა ლუდის აქციზის ხელახლა გადახედვა მოხდეს. “ლუდის აქციზზე თემა დახურული არ არის. სეზონურობის თემა როგორც კი გადავა, ჩვენ ვნახავთ გაყიდვებს და საბიუჯეტო შემოსავლებს. თუ დავინახეთ, რომ აქციზის 50%-იანმა ზრდამ იქონია უკუშედეგი და შეამცირა როგორც გაყიდვები ასევე საბიუჯეტო შემოსავლები, მერწმუნეთ, რომ ჩვენ კომპანიების გვერდით ...

Read More »

ოთარ დანელია: წელს რაჭაში კარგი მოსავალია

ოთარ დანელია: წელს რაჭაში არის კარგი მოსავალია

სახელმწიფო ერთ კილოგრამ მწიფე ალექსანდროულსა და მუჯურეთულს 5 ლარად, არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა 21 გრადუსზე ნაკლები იქნება 3 ლარად, ძელშავისა და შერეული ჯიშის ყურძენს კი 70 თეთრად მიიღებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომელმაც რაჭის რეგიონში რთველის დაწყებასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რამდენიმე დღეში რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დაიწყება რთველი. მისი თქმით, რთველის საორგანიზაციო საკითხები ...

Read More »

სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროექტები რომელსაც ,,საქართველოს რკინიგზა” განახორციელებს

სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროექტები რომელსაც ,,საქართველოს რკინიგზა" განახორციელებს

სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროექტები  „რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს  გააცნო რკინიგზელთა  პროფესიულ ზეიმზე, რომელსაც ვაგონშემკეთებელმა ქარხანამ „არტ ჰოლში“ უმასპინძლა. ბახტაძემ  ყურადღება გაამახვილა  3 პრიორიტეტზე, ჯანდაცვა, განათლება და შრომითი პირობების გაუმჯობესება. ჯანდაცვის მიმართულებით, სადაზღვევო პაკეტის გარდა, ამ დროისთვის 1 მლნ-მდეა დაფინანსება, რაც  მომავალი წლისთვის გაორმაგდება. „რკინიგზა“ მომავალში  თანამშრომელთა შვილების საკოლეჯო განათლებასაც დააფინანსებს. ამ დროისთვის უკვე  აფინანსებს აბიტურიენტებს, სამაგისტრო და სადოქტორო ...

Read More »

“ყაზტრანსგაზმა” შესაძლოა, ქართული მხარისგან ინვესტიციების დაბრუნება მოითხოვოს

“ყაზტრანსგაზმა” შესაძლოა, ქართული მხარისგან ინვესტიციების დაბრუნება მოითხოვოს

კომპანია “ყაზტრანსგაზმა” ქართულ მხარეს შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს. აღნიშნული ინფორმაცია დღეს ყაზახურ მედიაში, კომპანია “ყაზტრანსგაზზე” დაყრდნობით გავრცელდა. “ყაზტრანსგაზის” განცხადებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ კომპანია ქართულ მხარესთან წინასაარბიტრაჟო დარეგულირების ინიცირებას მოახდენს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ 2009 წელს, “ყაზტრანგაზ-თბილისის” სპეციალური მმართველის დანიშვნით, დაირღვა “ყაზტრანგაზის”, როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან დანიშვნის შემდეგ კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” საქმიანობაში ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს. “ყაზტრანსგაზში” იმედოვნებენ, რომ დავა მალე მოგვარდება, წინააღმდეგ ...

Read More »

,,სილქნეტმა” და ,,ჯეოსელმა” მომხმარებლებს ერთობლივი პროდუქტი „ტვისტი“ შეთავაზეს

,,სილქნეტმა" და ,,ჯეოსელმა" მომხმარებლებს ერთობლივი პროდუქტი „ტვისტი“ შეთავაზეს

სასტუმრო ,,რედისონში” ,,ჯეოსელის” და ,,სილქნეტის” ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. კომპანიებმა ახალი უნიკალური პროდუქტი „ტვისტი“ წარმოადგინეს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს გააერთიანოს ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო სერვისები, მიიღოს მეტი და გადაიხადოს ნაკლები. პრესკონფერენციას ,,სილქნეტისა” და ,,ჯეოსელის” გენერალური დირექტორები ლევან ბუჩუკური და პაველ სმალინსკი უძღვებოდნენ. „ორი კომპანიის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ახალი პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს გაუადვილებს მობილურ და ფიქსირებულ სერვისებზე წვდომას და ამავე დროს დაუზოგავს ...

Read More »

ცეზარ ჩოჩელი: „ყველაზე დიდი საწარმოს აშენებას ახალგორში ვგეგმავ“

ცეზარ ჩოჩელი: „ყველაზე დიდი საწარმოს აშენებას ახალგორში ვგეგმავ“

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს გასვლითი შეხვედრა სს „ქართული ლუდის კომპანიაში“ ბინზეს-სექტორთან შეხვედრის ფარგლებში გამართა. ფინანსთა მინისტრი სს „ქართული ლუდის კომპანიაში“, რომელიც ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია დღეს საქართველოში, ბრენდული ლუდების და ლიმონათების ჩამოსხმის პროცეს გაეცნო, ასევე დაათვალიერა საწარმოს კუთვნილი ლაბორატორია. შეხვედრის მთავარ თემას არააქციზური პროდუქციის ელექტრონულ მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა. როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა მწარმოებელ კომპანიათა ...

Read More »