Home » ბიზნესი (page 202)

ბიზნესი

პაშა ბანკმა სესხების პორტფელი 2,5-ჯერ გაზარდა

პაშა ბანკმა სესხების პორტფელი 2,5-ჯერ გაზარდა

პაშა ბანკმა (საქართველო) 3 კვარტალი 2,9 მლნ ლარის მოგებით დაასრულა. გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის  7,9  მლნ ლარის ზარალი ჰქონდა. Q2-ის ბოლოს ზარალი 1,6 მლნ,  ივლისიდან მოგებაზეა. Q3-ის მდგომარეობით, პაშას წილი, მომგებიან ბანკებში (18),  0,8%-ია. სასესხო პორტფელი გაზრდილია 2,5-ჯერ (y.y) და 1 ოქტომბრისთვის 99 მლნ  ლარს აღწევს. რეზერვები (3,8 მლნ) 3,7%-ს არ აღემატება. ანაბრების პორტფელის ზრდაა 11% (y.y), მოცულობა 5,557 მლრდ ლარი. აქტივები ...

Read More »

ძმები ყარამანიშვილების ბიზნესები და კავშირები მიხეილ სააკაშვილთან

yaramanishvili

“თურქები და რუსები, რომელთაც თავის დროზე არ მივყიდეთ ჩვენი კაბელი, ახლა ცდილობენ მის ხელში ჩაგდებას” ბრძოლა “რუსთავი 2”-ისთვის სულ უფრო მძაფრდება. სხვა­დასხვა დროს ტელეკომპანიის რეალური თუ ფორმალური მფლობელების ისტორია რთული და ჩახლართულია. აქიმიძე, დვალი, კიწმარიშვილი, ტაბატაძე, ხალვაში – ეს იმ გვარების არასრული ჩამონათვალია, ვინც სხვადასხვა დროს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილებს­ ფლობდა. დღეს კი ტელეკომპანიის წილობრივი განშლა ასეთია: ლევან ყარამანიშვილი – ...

Read More »

Samsung–ისა და Apple–ის „ომი“ ქართულ ბაზარზე – კონკურენტები ერთმანეთის პროდუქციის ხარვეზებზე საუბრობენ

Samsung–ისა და Apple–ის „ომი“ ქართულ ბაზარზე – კონკურენტები ერთმანეთის პროდუქციის ხარვეზებზე საუბრობენ

„სამსუნგსა” და „ეფლს” შორის მსოფლიო ბაზარზე არსებული, ტრადიციული დაპირისპირება ქართულ ბაზარზეც ინაცვლებს. სმარტფონების ორი უმსხვილესი მსოფლიო ბრენდის ქართული წარმომადგენლობები საკუთარი პროდუქტების უპირატესობებსა და კონკურენტების მინუსებზე საუბრობენ. „სამსუნგის” ოფიციალურ წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ „ეფლის” ტელეფონებს ერთფეროვანი დიზაინი აქვს, რაც მომხმარებელს ინდივიდუალურობის შეგრძნებას არ აძლევს. „ეფლის” პროდუქციის რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ „სამსუნგის” სმარტფონები, „აიფონისგან“ განსხვავებით მასობრივი პროდუქცია და ნებისმიერ კატეგორიაზე გათვლილი ...

Read More »

იანვარ-სექტემბერში კომერციულმა ბანკებმა 377 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს

იანვარ-სექტემბერში კომერციულმა ბანკებმა 377 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს

კომერციული ბანკების წმინდა მოგება იანვარ-სექტემბერში 377 მილიონი ლარია. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ბანკების შემოსავლები 2,6 მილიარდი ლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილი მაჩვენებელია. 2014 წლის იანვარ–სექტემბერში ბანკების შემოსავლები 1,8 მილიარდი იყო. 74 მილიონით არის გაზრდილი ბანკების წმინდა მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასული წლის იანვარ-სექტემბერში ბანკებმა 303 მილიონის წმინდა მოგება მიიღეს, წელს კი ...

Read More »

ნიკოლაძეების მარნის ცოლიკოური ბრიტანულმა გამოცემამ წლის საუკეთესო სასმელად დაასახელა

ნიკოლაძეების მარნის ცოლიკოური ბრიტანულმა გამოცემამ წლის საუკეთესო სასმელად დაასახელა

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, decanter-მა, 2015 წლის საუკეთესო ღვინოების სია გამოაქვეყნა, ერთ–ერთი მათგანი კი ქართული ცოლიკოურია. “ქარვისფერ-მოთეთრო ღვინო, ისევე, როგორც სხვა ტრადიციული ქართული ღვინოები ქვევრშია დამზადებული. ღვინო ეგზოტიკური არომატით, ენერგიით გავსებთ”, – ახასიათებს გამოცემა 2013 წელს იმერეთში ჩამოსხმულ ღვინოს. ღვინო, ნიკოლაძეების მარანს ეკუთვნის და ის სოფელ ნახშირღელეშია მოყვანილი. გამოცემის რეიტინგში ქართული ღვინო, კარლა კაბალტომ დაასახელა. კარლა კაბალტო ცნობილი მოგზაური და ფოტოგრაფია, რომელიც ამერიკის ...

Read More »

“კავკასუს ონლაინი”, შესაძლოა, რუსულმა ,,ვიმპელკომმა” იყიდოს

"კავკასუს ონლაინი", შესაძლოა, რუსულმა ,,ვიმპელკომმა" იყიდოს

“კავკასუს ონლაინის” მყიდველთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. “სილქნეტისა” და “მაგთიკომის” შემდეგ, კომპანიასთან შერწყმის სურვილი რუსულ “ვიმპელკომსაც” გაუჩნდა. რუსული კომპანია მარეგულირებელ კომისიაში განცხადების შეტანას უახლოეს პერიოდში გეგმავს. ჯერჯერობით არც “კავკასუს ონლაინში” და არც “ვიმპელკომის” სათავო ოფისში კომენტარს არ აკეთებენ, მარეგულირებელში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, “მაგთიკომისა” და “სილქნეტის” გარდა, განაცხადი არც ერთ კომპანიას არ შეუტანია. “კავკასუს ონლაინის” საკითხის განხილვის პარალელურად, მარეგულირებელ ...

Read More »

სიგარეტი, მომავალ წელსაც გაძვირდება

სიგარეტი, მომავალ წელსაც გაძვირდება

სიგარეტი, სავარაუდოდ, მომავალ წელსაც გაძვირდება. თამბაქოს იმპორტიორების ნაწილის განცხადებით, ამის მიზეზი კვლავ აქციზის გადასახადი იქნება, რომლის გაზრდასაც ფინანსთა სამინისტრო მომავალ წელსაც გეგმავს. როგორც „კომერსანტს“ „ჯიჯი 2011“-ის ხელმძღვანელმა ილია ჟღენტმა განუცხადა, მათი ინფორმაციით, 2016 წელს აქციზის გადასახადი წინა წლების მსგავსად, მომავალ წელსაც დაახლოებით 15  თეთრით მოიმატებს. ჟღენტის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით მათს წარმომადგენელთან ფინანსთა სამინისტროს კონსულტაციები ჰქონდა. ჟღენტის განცხადებით, აქციზის მატება სიგარეტის ...

Read More »

რას „ვტვისტავთ“ და რა სარგებელს ვიღებთ? „სილქნეტის“ და „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტი

საქართველოს სატელეკომუნიკაციო  სფეროს ორი გიგანტი, „სილქნეტი“ და „ჯეოსელი“ ერთობლივი პროდუქტების წარმოებას იწყებს. პირველი პროექტი, რომელიც ამ ახალი პარტნიორობის შედეგად უკვე დაიწყო, „ტვისტია“. ინოვაციური „ბანდლი“, ანუ მომსახურებების ერთგვარი თაიგული, მომხმარებლისთვის საკმაოდ სარფიანი შეთავაზებაა: აბონენტი, რომელიც „ტვისტის“ ფარგლებში ისარგებლებს „სილქნეტის“ სწრაფი ინტერნეტით და „ჯეოსელის“ მობილური სერვისით, მიიღებს 20%-მდე ფასდაკლებას და საკუთარი ანგარიშის გამარტივებული მართვის შესაძლებლობას. უფრო კონკრეტულად: თუ აბონენტი აირჩევს სილქნეტის 20 ...

Read More »

„ქონებაწართმეული ბიზნესმენები“ ხალვაშისა და „რუსთავი 2“-ის მფლობელების დავას აფასებენ

ქიბარ ხალვაში: ტელე–დებატებში მხოლოდ მიშა სააკაშვილთან დავჯდები

„ქონებაწართმეული ბიზნესმენები“, ქიბარ ხალვაშისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელების დავას ბუნებრივად აღიქვამენ და ამაში ვერანაირ პოლიტიკურ სარჩულს და შერჩევითობას ვერ ხედავენ. როგორც ბიზნესმენმა დავით ბეგიაშვილმა განაცხადა, ამ პროცესებში გასაკვირი არაფერია, რადგანაც ქიბარ ხალვაში დიდია ხანია პრეტენზიას აცხადებს ტელეკომპანიის წილზე. ბეგიაშვილის თქმით, ხალვაშმა სარჩელი სასამართლოში შეიტანა და აბსოლუტურად ცივილურად იბრძვის. რაც შეეხება შეკითხვას, რატომ არ არის გამოძიებული სხვა რეზონანსული საქმეები „სამართლიანობის ...

Read More »

კახა ოქრიაშვილი: მიმდინარე პროცესები ქვეყანაში არეულობის მომტანი ვერანაირად ვერ გახდება.

კახა ოქრიაშვილი: მიმდინარე პროცესები ქვეყანაში არეულობის მომტანი ვერანაირად ვერ გახდება.

ბოლო დღეებში, ჯერ ფარული კადრების გამოქვეყნების, მოგვიანებით კი „რუსთავი 2“–ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური ფონი გარკვეულწილად გართულდა. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა განწყობები აქვს ამ ვითარებაში ბიზნესს და როგორ უყურებს მიმდინარე მოვლენებს. ფარმაცევტული კომპანია „პე ეს პეს“ დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები ქვეყანაში არეულობის მომტანი ვერანაირად ვერ გახდება. „არც არეულობა იქნება და არც ბიზნესზე რაიმე სახის გავლენა. რატომ ...

Read More »