Home » ბიზნესი (page 201)

ბიზნესი

საქართველო ამერიკული ბიზნესის დაინტერესებას ცდილობს

საქართველო ამერიკული ბიზნესის დაინტერესებას ცდილობს

„საქართველო ამერიკული ბიზნესის დაინტერესებას ცდილობს“- ამ სათაურით აქვეყნებს ატლანტიკური საბჭო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ინტერვიუს. ინტერვიუში მიხეილ ჯანელიძე სხვა საკითხებთან ერთად ვრცლად საუბრობს საქართველოს, როგორც ეკონომიკური ჰაბის მნიშვნელობასა და პოტენციალზე, პრემიერ მინისტრის ინიცირებულ რეფორმებზე, რომელიც საქართველოს ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. „ამერიკულ კომპანიასთან ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გაფორმებული ხელშეკრულება და ეკონომიკური განვითარების გეგმა სხვა ამერიკულ კომპანიებს სტიმულს ...

Read More »

ნაბეღლავში 100 მილიონიანი პროექტი ხორციელდება

ნაბეღლავში 100 მილიონიანი პროექტი ხორციელდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში ახალი საწარმოს მშენებლობა ივნისში უნდა დასრულდეს პროექტს, რომლის ღირებულება 100 მილიონი ლარია სს „წყალი მარგებელი“ შვეიცარიელ და ავსტრიელ ინსტიტუციონალურ პარტნიორებთან და EBRD-თან ერთად ახორციელებს. ქარხნის დაგეგმარება განახორციელა გერმანულმა კომპანია KRONES-მა, რომელიც  მსოფლიოში ლიდერი კომპანიაა ჩამომსხმელი და შესაფუთი ხაზების წარმოებაში. “ეს იქნება რეგიონში პირველი Greenfield პროექტი, უალკოჰოლო სასმელების ჩამომსხმელი ქარხანა, რომელიც გერმანული და შვეიცარული ინდუსტრიის სტანდარტების შესაბამისად ...

Read More »

სააფთიაქო ქსელები წამლებს აიაფებენ

სააფთიაქო ქსელები წამლებს აიაფებენ

ლარის კურსის ცვლილებიდან გამომდინარე,  სამმა წამყვანმა სააფთაიქო ქსელმა PSP–მ, ავერსმა  და ფარმადეპომ რამდენიმე ასეულ, ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტზე, მკვეთრად შეამცირეს ფასები. ლარის კურსის გამყარების დინამიკის გაგრძელების შემთხვევაში, ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებზე ფასების შემცირება გაგრძელდება. იმავეს პირდება მომხმარებელს PSP-ს ადმინისტრაციაც დღეს გავრცელებულ განცხადებაში. „ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით 500-ზე მეტ მედიკამენტზე ფასები დავწიეთ. ლარის გამყარებისა და დასტაბილურების შემთხვევაში, ფასების შემცირება მედიკამენტების სრულ ასორტიმენტზე გავრცელდება“-აცხადებენ ...

Read More »

GWP მზად არის გოგირდის აბანოების მფლობელებთან მოლაპარაკების პროცესი დაიწყოს

GWP მზად არის გოგირდის აბანოების მფლობელებთან მოლაპარაკების პროცესი დაიწყოს

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მზადაა გოგირდის აბანოების მფლობელებთან გადახდის გრაფიკზე მოლაპარაკების პროცესი დაიწყოს. ამის შესახებ ნათქვამია დღეს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გოგირდის აბანოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “გამომდინარე მომხმარებლის ინტერესებიდან, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მზადაა დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი გოგირდის აბანოების მფლობელებთან და შეათანხმოს მათი გადახდის გრაფიკი. კომპანიის პოზიციის თანახმად, ტარიფი, ...

Read More »

PSP -ში ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით 500-ზე მეტ მედიკამენტზე ფასები შემცირდა

PSP-ში ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით 500-ზე მეტ მედიკამენტზე ფასები შემცირდა

დღეიდან PSP -ში 500-ზე მეტ მედიკამენტზე ფასები ლარის კურსის გამყარების შესაბამისად შემცირდა. ამასთან ერთად, პსპ ყოველდღე უპრეცედენტოდ დაბალ ფასს სთავაზობს მომხმარებელს რამდენიმე ასეულ ყველაზე მოთხოვნად და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე, მათ შორის ნო-შპა, კოლდრექსი, მეზიმ-ფორტე, ესენციალე ფორტე, კონკორ, დიაბეტონ-MR და სხვ. „ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით 500-ზე მეტ მედიკამენტზე ფასები დავწიეთ. ლარის კურსის გამყარებისა და დასტაბილურების შემთხვევაში, ფასების შემცირება მედიკამენტების სრულ ...

Read More »

სააფთიაქო ქსელი GPC-ი გაიყიდა

სააფთიაქო ქსელი GPC-ი გაიყიდა

სააფთიაქო ქსელი GPC-ი გაიყიდა. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) ფარმაცევტული კომპანია GPC-ის აქტივების 100%-იან წილს ყიდულობს. გარიგების ღირებულება $14 მილიონია. აღნიშნული თანხიდან 85.7%-ს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“   ხელშეკრულების გაფორმებისას გადაიხდის, ხოლო დარჩენილ 14.3%-ს კი, გარიგების წარმატებით დასრულებიდან 1 წელში, 2017 წლის აპრილ-მაისში. შესაბამის მემორანდუმს ხელი ოთხშაბათს მოეწერა, რომელიც მარეგულირებლის თანხმობას საჭიროებს. GPC-ის შეძენის მიზანი GHG-ის გაფართოების სტრატეგიაა, რომ ჰოლდინგი გახდეს წამყვანი მოთამაშე ქართულ ...

Read More »

მობილური ტერმინალი თიბისი ბანკისგან

მობილური ტერმინალი თიბისი ბანკისგან

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით,  მერჩანტები (მეწარმეები) დღეიდან გადახდის ყველაზე სწრაფი, ინოვაციური და კომფორტული სისტემით ისარგებლებენ. მობილური ტერმინალი მცირე ზომის, თანამედროვე ფუნქციონალის მქონე მოწყობილობაა, რომლის საშუალებითაც  გადახდა ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ტიპის პლასტიკური ბარათით, მათ შორის უკონტაქტო ბარათითაც მარტივადაა შესაძლებელი. მობილური ტერმინალი ციფრულ ტექნოლოგიებზე მომუშავე ინოვაციური პროდუქტია,რომელიც განკუთვნილია ფართო ბიზნესსეგმენტისთვის: კაფე-ბარებისთვის, სილამაზის სალონებისთვის, მარკეტებისთვის, სავაჭრო ცენტრებში არსებული ობიექტებისთვის, ტაქსის მძღოლებისთვის, საკურიერო მომსახურებისთვის, ავტოსამრეცხაოებისთვის, გარე ...

Read More »

მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს კანონპროექტს ამზადებს

მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს კანონპროექტს ამზადებს

,,კანონპროექტით ხელი შეეწყობა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას, კერძო საინვესტიციო და ვენჩურული კაპიტალის ფონდების მოზიდვას” საქართველოს მთავრობის დადგენილებით შემუშავდა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია, რომელიც უკვე პარლამენტშიც წარდგენილია და სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. რას გულისხმობს “მცირე და საშუალო საწარმოთა” ბიზნესის შესახებ ახალი კანონპროექტი, რა ცვლილებებს გამოიწვევს იგი საგადასახადო კუთხით, რამდენად არის მასში მცირე და საშუალო მეწარმეთა ინტერესები გათვალისწინებული, ამ ...

Read More »

ქართულ ქვევრის ვისკის „პროლოგი“ დაერქმევა

ქართულ ქვევრის ვისკის „პროლოგი“ დაერქმევა

საქართველოში ვისკის დამზადების ახალი – ქვევრში დაყენების ხერხი გამოიგონეს. მეთოდის ავტორი ირწმუნება, რომ თიხა ეთილის სპირტის საუკეთესო კატალიზატორია. განათლებით ფიზიკოსმა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კერძო ადვოკატმა ალეკო კვერნაძემ საქართველოში ვისკის ქვევრში დამზადების უნიკალური მეთოდი დააპატენტა. „თავდაპირველად ეს უფრო ექსპერიმენტი იყო. მუშაობაში ოჯახის წევრები მეხმარებოდნენ. ქვევრი ეთილის სპირტის კარგი კატალიზატორია, რადგან თიხა სპირტს სხვადასხვა ჭუჭყისგან უფრო კარგად ასუფთავებს, ვიდრე სხვა ტექნოლოგიები. ...

Read More »

ირაკლი იაშვილი – ანაკლიის პორტი შესაძლოა წამგებიანი აღმოჩნდეს

ირაკლი იაშვილი - ანაკლიის პორტი შესაძლოა წამგებიანი აღმოჩნდეს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შესაძლოა წამგებიანი აღმოჩნდეს, – ამის შესახებ “ისთ გეით ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილმა  განაცხადა. როგორც იაშვილმა გადაცემა “ბიზნესპერსონაში” სტუმრობისას აღნიშნა, ფოთის პორტის მფლობელი კომპანია APM Terminals-ი ფოთში ახალი ნავსადგურის აშენებას გეგმავს, რომლის გეგმაც, შესაძლოა უახლოესი 100-150 წლის განმავლობაში საქართველოში ტვირთების მომსახურების მოთხოვნილების დაფარვა იყოს. იაშვილის შეფასებით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ანაკლიის პორტს, როგორც ფინასური რესურსების მოზიდვის, ...

Read More »