Home » ბიზნესი (page 181)

ბიზნესი

ზვიად ციკოლიამ შესაძლოა საქართველოში პლასტმასის მწარმოებელი საწარმო გახსნას

ზვიად ციკოლიამ შესაძლოა საქართველოში პლასტმასის მწარმოებელი საწარმო გახსნას

ქართველი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას ბიზნეს-იდეით მთავრობა დაინტერესდა. სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ შესაძლოა საქართველოში საწარმო გახსნას. ამასთან დაკავშირებით, ცნობილ ქართველ დიზაინერსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას შორის საუბარი უკვე შედგა. დიზაინერს საწარმოს გახსნა სურს, რომელიც პლასტმასის წარმოებით იქნება დაკავებული.სამომავლოდ საწარმოში, ზვიად ციკოლია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებასაც აპირებს. გიორგი გახარია ცნობილ დიზაინერს პროგრამა ...

Read More »

ქუთაისის მერი: “მაკდონალდსის” შიშებიდან გამოვიდეთ, მოწიწებით მოვეპყროთ მილიონიან ინვესტორს

ქუთაისის მერი: "მაკდონალდსის" შიშებიდან გამოვიდეთ, მოწიწებით მოვეპყროთ მილიონიან ინვესტორს

“პირველ რიგში, ყველამ ემოცია შეიკავოს და მოწიწებით მოეპყრას ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქალაქში მილიონების ინვესტიციას ახორციელებს და ხალხს ასაქმებს”,- ამის შესახებ ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით,  “მაკდონალდსის” მფლობელთან, თემურ ჭყონიასთან პირადად ჰქონდა შეხვედრა და ის ქალაქში 2 800 000 ლარის ინვესტიციას გეგმავს. “მინდა, მადლობა გადავუხადო “მაკდონალდსის” წარმომადგენლებს, რომლებმაც გადაწყვიტეს ქალაქში დიდი ინვესტიცია ჩადონ. ამ ტერიტორიაზე სხვა მშენებლობებიც ...

Read More »

“ირანში წარმოებული საწვავი ამ ეტაპზე საქართველოს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს”

"ირანში წარმოებული საწვავი ამ ეტაპზე საქართველოს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს"

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე ირანული საწვავის შემოტანა არ იგეგმება. “მთელი პრობლემა ის არის რომ ირანი მიმდინარე ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ჩვენთან არსებობს საწვავის ხარისხის სტანდარტთან დაკავშირებით“,-აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი “ბიზნესკონტრაქტთან” საუბრისას. მისივე თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ხარისხობრივი სტანდარტები გამკაცრდა,რასაც ირანი ვერ აკმაყოფილებს, რადგან ირანში არ არის დაწესებული არანაირი ვალდებულება, აწარმოოს ევრო ...

Read More »

ACS ჯგუფი ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვით დაინტერესდა

ACS ჯგუფი ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვით დაინტერესდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანია ACS ჯგუფის ხელმძღვანელს და მადრიდის “რეალის” პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს შეხვდა. პრემიერმა ფლორენტინო პერესს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო, რომლის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმართულება სივრცითი მოწყობაა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სივრცითი მოწყობის გეგმა ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გულისხმობს. ACS ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა და მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია ...

Read More »

ნაბეღლავი თურქეთის ბაზარს იპყრობს

ნაბეღლავი თურქეთის ბაზარს იპყრობს

„ნაბეღლავი“ თურქეთის ბაზარს იპყრობს.  „წყალი მარგებელი“ ტრაბზონის და ანკარას შემდეგ, სტამბულსა და  ანტალიაში ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს ითვლის. ახალ ბაზარზე წარმატებული პოზიციონირების შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ავთო სვიმონიშვილმა გვაცნობა.  მისი განცხადებით, მოსაზღვრე  თურქეთის ბაზარი დიდია და მზარდი, „ნაბეღლავისთვის“ პერსპექტიული. 2016 წელს თურქეთში 1.5 მლნ ბოთლია ექსპორტირებული. მთლიანი ექსპორტი 10 მლნ ბოთლს აღემატება. წყარო: GBC  

Read More »

„ფურშეტს” 10–მილიონიანი დავალიანების გამო სასამართლოში უჩივიან”

„ფურშეტს" 10–მილიონიანი დავალიანების გამო სასამართლოში უჩივიან"

„კომერსანტისთვის” ცნობილი ხდება, რომ სუპერმარკეტების ქსელ „ფურშეტს” სასამართლოში უჩივიან. დისტრიბუტორთა ასოციაციის წარმომადგენელი ივა ჭყონია განმარტავს, რომ  არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას გეგმავს სამომავლოდ „ფურშეტი”, თუმცა აცხადებს, რომ სუპერმაკეტების ქსელი ახლა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. როგორც ჭყონია აცხადებს, ასოციაციის წევრ რამოდენიმე კომპანიას შეტანილი დავალიანების გადაუხდელობის გამო „ფურშეტის” წინააღმდეგ სამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი. ჭყონია კომპანიების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, თუმცა, ამბობს, ...

Read More »

ოზურგეთში „ზარასა“ და „მანგოს“ სამკერვალო ფაბრიკის გახსნის შესაძლებლობას განიხილავენ

ოზურგეთში „ზარასა“ და „მანგოს“ სამკერვალო ფაბრიკის გახსნის შესაძლებლობას განიხილავენ

თურქული კომპანია ENA Textile-ის წარმომადგენლები ოზურგეთში „ზარასა“ და „მანგოს“ სამკერვალო ფაბრიკის გახსნის შესაძლებლობას განიხილავენ. ENA Textile-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილმაზ აჯარი გურიის გუბერნატორ გია სალუქვაძეს შეხვდა. თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა გურიაში „ზარასა“ და „მანგოს“ სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობისადმი ინტერესი, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება ყველა დეტალის შესწავლის შემდეგ იქნება მიღებული. გუბერნატორთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა წინა მოსამზადებელ სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრეს და აღნიშნული პროექტის ...

Read More »

ილია წულაია: დღეს ბიზნესს ეშინია ბანკთან ურთიერთობა, რადგან მასში კონკურენტს ხედავს

ილია წულაია: დღეს ბიზნესს ეშინია ბანკთან ურთიერთობა, რადგან მასში კონკურენტს ხედავს

წლის ბოლომდე საქართველოში საბანკო სექტორიდან არაპროფილურ ბიზნესს კანონი გამიჯნავს. ამის შესახებ „კომერსანტს” დეპუტატმა ილია წულაიამ განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარებს. როგორც წულაია აცხადებს, ამ ეტაპზე ხდება შესწავლა, თუ როგორ შეიძლება საკითხის დარეგულირება და რა ფორმით. ამის შემდეგ კი, უკვე ინიცირება მოხდება.   „დარწმუნებული ვარ უახლოეს პერიოდში მოხდება ისეთი კანონმდებლობის ინიცირება, რომელიც ...

Read More »

სააკაშვილმა და კეზერაშვილმა ალბანეთში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს

სააკაშვილმა და კეზერაშვილმა ალბანეთში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს

საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი გოგავას ინფორმაციით, სააკაშვილმა და კეზერაშვილმა ალბანეთში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს. ამის შესახებ ირაკლი გოგავა „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ორი ძებნილის ინვესტიცია ალბანეთში! სააკაშვილმა და კეზერაშვილმა ალბანეთში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს და Gulf-ის 70 ბენზინგასამართ სადგურს ხსნიან. ალბანეთში Gulf-ის სახელით მათი ფირმები “Sun Petroleum Albania Trading” JSC და ...

Read More »

მოგების გადასახადის ცვლილებებზე თიბისი ბანკი ბიზნესკომპანიებს დაატრენინგებს

მოგების გადასახადის ცვლილებებზე თიბისი ბანკი ბიზნესკომპანიებს დაატრენინგებს

მოგების გადასახადის ცვლილებებზე თიბისი ბანკი ბიზნესკომპანიებს დაატრენინგებს. მმართველ პოზიციებზე დასაქმებულებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ  http://tbcbusiness.ge/. სამსაათიანი ინტენსიური კურსი, რომელიც მოიცავს საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს,  კერძოდ  მოგების გადასახადის შეცვლას, დაეხმარება მცირე და საშუალო ორგანიზაციებს, ადვილად ადაპტირდნენ ახალ კანონმდებლობასთან. ტრენინგში მონაწილეობა ყველას შეუძლია, იმის მიუხედავად თიბისის კლიენტი არის თუ არა. თიბისი   ბიზნესს ტრენინგბსს სხვა  საკითხებზეც სთავაზობს ინტერნეტ მარკეტინგი, დაგეგმვა, ბიუჯეტირება და ინოვაციების მართვა. ...

Read More »