Home » ბიზნესი (page 17)

ბიზნესი

ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც მთავრობამ „ორბი ჯგუფს“ 1 ლარად გადასცა, 7 მილიონ ლარზე მეტი ღირს

ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც მთავრობამ „ორბი ჯგუფს“ 1 ლარად გადასცა, 7 მილიონ ლარზე მეტი ღირს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 9 ერთეული 43269 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც „ორბი ჯგუფს“ 1 ლარად საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცა, 7 123 400 ლარი ღირს, – ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა. როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, 2018 წლის მდგომარეობით 7 123 ...

Read More »

სადაზღვევო კომპანიების მოგება I კვარტალში 8 მლნ ლარს აღემატება

სადაზღვევო კომპანიების მოგება I კვარტალში 8 მლნ ლარს აღემატება

 სადაზღვევო ინდუსტრიის წმინდა მოგებამ 2019 წლის პირველ კვარტალში 8,3 მლნ ლარს მიაღწია, მაჩვენებელი წლიურად 10%-ით არის გაზრდილი. კომპანიებმა 180 მლნ ლარამდე სადაზღვევო პრემია მიიზიდეს, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 164,4 მლნ ლარი იყო. მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე იმედი L ლიდერობს, კომპანიამ 46 მლნ ლარის მიზიდვა შეძლო. კომპანიების აქტივები 766.33 მლნ ლარია, კაპიტალი 230.19 მლნ ლარი. 31 მარტის მონაცემებით, ბაზარზე ...

Read More »

“თიბისი ბანკში“ ტაქსის მძღოლები სესხებს გამარტივებული წესით აიღებენ

"თიბისი ბანკში“ ტაქსის მძღოლები სესხებს გამარტივებული წესით აიღებენ

“თიბისი ბანკი” ტაქსის მძღოლების ხელშეწყობის პროგრამას უერთდება და მათზე მორგებულ, გამარტივებულ სესხებს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორამციას “თიბისი ბანკი” ავრცელებს. მათივე ინფორამციით, ტაქსის მძღოლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში მომუშავე ტაქსის მძღოლები ავტომობილების შეძენას ან განახლებას “თიბისი ბანკის” მიერ შეთავაზებული სპეციალური პირობებით შეძლებენ. კერძოდ, ისინი, ვისაც თბილისის ტაქსის A კატეგორიის ლიცენზიის მიღება სურს, თუმცა ავტომობილის მდგომარეობა, ფერი და სხვა პარამეტრები არ შეესაბამება ...

Read More »

ლუდი „ბავარია“ 300 წლის ხდება

ლუდი „ბავარია“ 300 წლის ხდება

ლუდი „ბავარია“ 300 წლის ხდება. სამ საუკუნოვან იუბილეს „ბავარია“ გრანდიოზულად აღნიშნავს და ამ უმნიშვნელოვანეს  თარიღთან დაკავშირებით 120 ქვეყნიდან 300 ადამიანს ამსტერდამში ეპატიჟება. „ბავარია“ ერთგულ მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ იყვნენ დაკვირვებულები, რადგან 300 წლის იუბილეზე მოხვედრის შანსი, ანუ 3 დღიანი დაუვიწყარი მოგზაურობა ამსტერდამში, შესაძლოა ნებისმიერ ადგილზე გათამაშდეს, სადაც კი „ბავარიაა“. ეს შეიძლება იყოს მაღაზია, ქუჩა, კინოთეატრი თუ სხვა. „ბავარია“ ნომერ პირველი ლიცენზირებული ლუდია. ...

Read More »

შპს “ზიქსიფეის” საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა

შპს "ზიქსიფეის" საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის 2019 წლის 6 ივნისის N43 განკარგულების საფუძველზე, შპს “ზიქსიფეის” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. მათი ინფორმაციით, იმისათვის, რომ შპს “ზიქსიფეიმ” მოახდინოს კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების დროული დაზუსტება და შეუფერხებელი გასტუმრება, ყველა კრედიტორმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. კერძოდ, ფიზიკური პირების შემთხვევაში: 1. პირადობის დამადასტურებელი ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები არიან

ბიძინა ივანიშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები არიან

ბიძინა ივანიშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები არიან. „ბიზნესპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა იმ ტოპ-10 საწარმოს ჩამონათვალი, სადაც 2019 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ათეულში არის მათ შორის შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია. ფონდი „ქართუს“ მისამართზე მდებარეობს, ამასთან, მისი 100%-იანი წილი ...

Read More »

თიბისი 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს

თიბისი 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს

თიბისი აშშ დოლარში დენომინირებულ, 300 მილიონის ღირებულების 5 წლიან, არაუზრუნველყოფილ ობლიგაციებს გამოუშვებს. აღნიშნულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალი, 700 აშშ მილიონ დოლარზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. თიბისი 5.75% წლიურ საპროცენტო განაკვეთს გადაიხდის, რაც ისტორიულად, საქართველოდან გამოშვებულ ევრო ობლიგაციებზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დაგეგმილია ფასიანი ქაღალდების ერთდროულად განთავსება, როგორც ევროპის წამყვან, ირლანდიის, ისე საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც უპრეცედენტო შემთხვევა ქართული ბირჟის და საბანკო ...

Read More »

ტაქსის მძღოლები იაფ სესხებს აიღებენ, რათა ჩაანაცვლონ ავტომობილები

ტაქსის მძღოლები იაფ სესხებს აიღებენ, რათა ჩაანაცვლონ ავტომობილები

ტაქსის მძღოლებისთვის იქნება კონკრეტული შეთავაზებები, სპეციალური პროგრამები კეთდება, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, აიღონ სესხი და თანხა იმისთვის, რომ ჩაანაცვლონ ავტომობილები, იქნება იაფი კრედიტები, ტაქსის მძღოლებისთვის ხელშეწყობა მოხდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან განმარტა, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა სწორედ ტაქსების რეფორმაა. კალაძის განმარტებით, მათ ბევრი რამ დათმეს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტაქსის ...

Read More »

მერიაში წლის ბოლომდე რესტორან „არაგვის“ ნაცვლად მრავალფუნქციური კომპლექსის „არაგვის“ კონცეფცია შევა

მერიაში წლის ბოლომდე რესტორან „არაგვის“ ნაცვლად მრავალფუნქციური კომპლექსის „არაგვის“ კონცეფცია შევა

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით „კომერსანტისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტი მინდია გადაევი განმარტავს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის კონცეპტუალური მასტერპლანის, კონცეფციის მომზადება, რომელიც წლის ბოლომდე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში განსახილველად შევა. „ჩვენი წლევანდელი გეგმაა კონცეფციაზე შეთანხმება და ამაზე უკვე ვმუშაობთ“—აღნიშნავს გადაევი. მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც კონცეფცია მერიაში შეთანხმდება, ...

Read More »

„საქართველოს მარკა“, რომლის მეწილეც სახელმწიფოა, გაკოტრებულად გამოცხადდა და რეგისტრაცია გაუუქმდა

„საქართველოს მარკა“, რომლის მეწილეც სახელმწიფოა, გაკოტრებულად გამოცხადდა და რეგისტრაცია გაუუქმდა

საწარმო, რომლის მეწილეც სახელმწიფოა, გაკოტრებულად გამოცხადდა და რეგისტრაცია გაუუქმდა. კერძოდ, საუბარია, შპს „საქართველოს მარკაზე“, რომლის 51%-იც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო. საწარმოს გაკოტრების შესახებ გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიღო. კერძოდ, განჩინების თანახმად, „საქართველოს მარკის“ მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. „საქართველოს მარკის“ ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით, 249.58 ლარით, ანაზღაურდეს გაკოტრების ...

Read More »