Home » ბიზნესი (page 167)

ბიზნესი

ორბი ჯგუფი ბათუმში 120 მილიონიან პროექტს იწყებს

ორბი ჯგუფი ბათუმში 120 მილიონიან პროექტს იწყებს

“ორბი ჯგუფმა” აჭარაში ახალი პროექტი დაიწყო. საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო კომპლექსის Twin Tower –ის საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონ დოლარს მოიცავს. კომპანიის ცნობით, კომპლექსი Twin Tower ორ 45 სართულიან კორპუსს აერთიანებს, სადაც 4 500 სასტუმრო ნომერი განთავსდება, რითაც  მსოფლიოში მე-6 ადგილზე იქნება. სასტუმრო კომპლექსის Twin Tower –ის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყება და 19 თვეში დასრულდება. მშენებლობის პროცესში 1500, ხოლო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის ...

Read More »

თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით მშენებარე სამი სასტუმრო Marriott-ის უმაღლესი კლასის Autograph Collection ბრენდის ქვეშ ერთიანდება

თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით მშენებარე სამი სასტუმრო Marriott-ის უმაღლესი კლასის Autograph Collection ბრენდის ქვეშ ერთიანდება

 საქართველოს თანაინვესტირების ფონდსა და სასტუმროთა საერთაშორისო ქსელ Marriott შორის შესაბამის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მედიის, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტებით Marriott-ის დაინტერესების მნიშვნელობა შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სულ მალე საქართველოს შეემატება უმაღლესი კლასის სასტუმროები, რაც დადებითად აისახება ...

Read More »

აფბა: ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე მომხმარებელთა უფლებები დაუცველია

აფბა: ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე მომხმარებელთა უფლებები დაუცველია

20 მაისს „პირველის“ პრეს-კლუბში, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბას“ ვიცე პრეზიენტმა გიორგი კაპანაძემ ბრიფინგი გამართა და ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებული სიტუაცია შეაფასა.  ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – ,,აფბა“ მუდმივად ყურადღებით აკვირდება ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარს და ამ სფეროში მიმდინარე მოვლენებს. სულ ახლახანს დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ქართულენოვან, ყოველკვირეულ, ეკონომიკურ გაზეთ ,,ბანკები და ფინანსებში“ გამოქვეყნებულმა პუბლიკაციამ, რომელიც კომპანია ,,მაგთიკომის“ მხრიდან ტარიფების ზრდას ...

Read More »

მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის პარლამენტში კიდევ ერთი შეღავათი მზადდება

მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის პარლამენტში კიდევ ერთი შეღავათი მზადდება

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ჩვენს ქვეყანაში ორი წლის წინ დაიწყო. მისი მიზანი ადგილობრივი წარმოების სტიმულირება და ქართული პროდუქციის შექმნა გახლავთ. აღნიშნული პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს. 2014 წლიდან მოქმედებს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“, რომლის მთავარი დანიშნულებაც ასევე მეწარმეობის ხელშეწყობაა. სულ მალე, პროგრამის ბენეფიციარებს კიდევ ერთი სიახლე შეეხება – მათ პროგრამის ფარგლებში მიღებული საგრანტო დაფინანსებიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდა აღარ მოუწევთ. მეწარმე, ...

Read More »

“ბი აი ჯი” წელს რეგიონებში განვითარებას ტექნოლოგიური პროდუქტების მეშვეობით გეგმავს

"ბი აი ჯი" წელს რეგიონებში განვითარებას ტექნოლოგიური პროდუქტების მეშვეობით გეგმავს

ბიაიჯის შესახებ. ბიაიჯი საქართველოს ბაზარზე მოქმედი  მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 200-მდე თანამშრომელს, 4 სერვის ცენტრსა და სათავო ოფისს თბილისში, 2 სერვის ცენტრს ქუთაისში და 1 – თელავში, რუსთავში, ახალციხესა და გორში, რაც საერთო ჯამში შეადგენს 10 სერვის ცენტრს. მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქალაქებში,ასევე სოფლად. ბიაიჯის პროდუქტები და მომსახურება მორგებულია მცირე და საშუალო ზომის საცალო მაღაზიებზე, ...

Read More »

თიბისი ბანკსა და  დეველოპერულ კომპანია m2-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თიბისი ბანკსა და  დეველოპერულ კომპანია m2-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეიდან თიბისი ბანკის იპოთეკურ ცენტრში მომხმარებლები დეველოპერული კომპანია m2-ის ბინების შეძენას შეძლებენ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თიბისი ბანკის იპოთეკურ ცენტრში გაფორმდა და მას ხელი თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ,  ნინო მასურაშვილმა და m2 უძრავი ქონების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ m2-ის დასრულებული  და  მშენებარე ბინები თიბისი ბანკის იპოთეკური სესხით შეიძინონ. დღეისათვის დეველოპერული კომპანია m2 მომხმარებლებს სთავაზობს ბინებს ...

Read More »

,,საქართველოს ბანკი” არაპროფილურ ბიზნესებს არ ეშვება

,,საქართველოს ბანკი" არაპროფილურ ბიზნესებს არ ეშვება

ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესის ფლობის საკითხი ისევ აქტუალურია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვითომ შეზღუდვა დაუწესა კომერციულ ბანკებს, მაგრამ ყველამ იცის, რომ რეალურად ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, პრობლემას სიმწვავე არ მოკლებია. ,,სიმახინჯის ერთ-ერთი საფუძველია ის, რომ ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობის უფლება ჰქონდათ წლების განმავლობაში. ისინი ფლობენ ბიზნესებს მედიცინაში, დაზღვევაში, მშენებლობაში, ტურიზმში, სარესტორნო ბიზნესში და ა.შ. რასაკვირველია არ არიან დაინტერესებულნი კონკურენტების დაფინანსებით. ...

Read More »

კასპში 100 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

კასპში 100 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა, “ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსმა” და “ჰანიველ პარტნერსმა” 120 მლნ ამერიკული დოლაროს საინვესტიციო ღირებულების ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გამართეს. როგორც “ექსპო ჯორჯიაში” გამართულ პრეზენტაციაზე თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილმა აღნიშნა, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში “ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსის” ცემენტის და ბეტონის ქარხნების გადაიარაღებას თანამედროვე, ენერგოეფექტური და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით. “ჰანიველ პარტნერსის” მმართველმა პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი წარმატებული პროექტი აქვს ...

Read More »

გაძვირდება თუ არა ბინები თბილისის ცენტრში

რას გულისხმობს K2 კოეფიციენტის გაზრდის შეზღუდვა თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ტერიტორიების გამოყენება-განაშენიანების წესები იცვლება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სამშენებლო კომპანიებისთვის თბილისის ცენტრალურ და ისტორიულ უბნებში K2 კოეფიციენტის გაზრდის შეზღუდვაა. ”ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წესდება დროებითი შეზღუდვა საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს, შევცვალოთ წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა – თბილისის ცენტრალური და ისტორიული ...

Read More »

“მაგთი” 90-იან წლებში გვაბრუნებს

"მაგთი" 90-იან წლებში გვაბრუნებს

კონკურენციის შემცირებამ კომპანიას კვლავ ფასების ზრდისკენ უბიძგა   “მაგთიკომის” აბონენტებისთვის სტანდარტული ტარიფის ღირებულება, ნებისმიერი მობილური და ფიქსირებული ქსელის მიმართულებით, წუთში 24 თეთრი გახდა. “ბანკები და ფინანსები” ჯერ კიდევ აპრილის თვეში წერდა, რომ კომპანია “მაგთიკომი” ტარიფების ზრდას გეგმავდა. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ მომხმარებლებს SMS შეტყობინების საფუძველზე ამცნო, თუმცა, ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. როგორც შეტყობინებიდან ირკვეოდა, 27 აპრილიდან ტარიფები, ძირითადად “ბანის” აბონენტებისთვის იზრდებოდა ...

Read More »