Home » ბიზნესი (page 151)

ბიზნესი

ბანკები მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდების წესს არღვევენ

ბანკები მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდების წესს არღვევენ

კომერციული ბანკების მხრიდან, საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის მოთხოვნები მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს, –  ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომელიც ხუთშაბათს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ კომერციული ბანკების წარმომადგენლებს გააცნო. კვლევის წარდგენისას, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა, რომ ბოლო წლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით გარკვეული გაუმჯობესებაა, რაც აისახა კიდევ  სებ-ში შემოსულ საჩივრებსა და ზარებზე, თუმცა კომერციული ბანკების მიერ ჩატარებული ...

Read More »

სურსათის სააგენტომ ტერმინი „დიეტურის“ გამოყენებისთვის ოთხი კომპანია დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტერმინი „დიეტურის“ დარღვევით გამოყენების გამო ოთხი ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, უალკოჰოლო სასმელების დოკუმენტური შემოწმება განახორციელეს. შემოწმების შედეგად გამოვლინდა ეტიკეტირების წესის დარღვევის ორი შემთხვევა (ი/მ „გიორგი ნიკოლაძე”, ი/მ „ელისო დევდარიანი”). კერძოდ, ეტიკეტზე მითითებული იყო დეფინიცია „დიეტური” , თუმცა მეწარმეებმა ვერ წარმოადგინეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ნებართვა, რისთვისაც ისინი ეტიკეტირების წესის ...

Read More »

“ფინკა ბანკი საქართველო” პერსონალურ საბანკო მომსახურებას ნერგავს

საბანკო მომსახურების ერთ-ერთი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ საქართველოში დანაზოგის კულტურის განვითარებას", - განაცხადა ხითარიშვილმ

“ფინკა ბანკის” პერსონალური საბანკო მომსახურების პირველი სერვის ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ#52. “ფინკა ბანკი” პერსონალური საბანკო მომსახურების სერვის ცენტრი მომხმარებლებს სრულ პერსონალურ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. “ფინკა ბანკის” პერსონალური საბანკო სერვის ცენტრის მომხმარებლებს მომსახურებას გაუწევენ პირადი ბანკირები. ამ სერვის ცენტრის მომხმარებლები შეუერთდებიან 80,000 ზე მეტ მოქალაქეს, რომლებიც “ფინკა ბანკის” ფინანსური მომსახურებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სარგებლობენ. “ფინკა ბანკის” პერსონალური ...

Read More »

,,სილქნეტი” და ,,კავკასუს ონლაინი” აღარ გაერთიანდებიან

,,სილქნეტი" და ,,კავკასუს ონლაინი" აღარ გაერთიანდებიან

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს “სილქნეტისა” და შპს “კავკასუს ონლაინის” ერთობლივი განცხადება კომპანიების წილების შერწყმის თაობაზე წინასწარი თანხმობის მიღების შესახებ განუხილველად დატოვა, რაც იმას ნისნავს, რომ კომპანიები უახლოეს პერიოდში ვეღარ გაერთიანდებიან. განმცხადებელმა მხარეებმა 3 თვის განმავლობაში არ წარმოადგინეს საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც კომისიას საკვლევად სჭირდებოდა. კომისიას უნდა შეეფასებინა მდგომარეობა ბაზარზე და დაედგინა, უქმნიდა თუ არა კომპანიების გაერთიანება საფრთხეს ბაზარზე არსებულ კონკურენტულ ...

Read More »

„ყარამანიშვილები ნომინალური მფლობელები არიან – ნამდვილი მფლობელი სააკაშვილია“

„ყარამანიშვილები ნომინალური მფლობელები არიან - ნამდვილი მფლობელი სააკაშვილია“

მიუხედავად იმისა, რომ ძმები ყარამანიშვილი „რუსთავი 2“-ის ოფიციალურ მფლობელებად ითვლებიან, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვა საქალაქო სასამართლოში ისე სრულდება, რომ ყარამანიშვილები ასპარეზზე არ გამოჩენილან. მათ ამ დავის შესახებ არც განცხადება გაუვრცელებიათ. მფლობელების ნაცვლად, აქტიურობს „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე, ამავე პარტიის პოლისტსაბჭოს წევრი, ზაზა ბიბილაშვილი და არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. მეტიც, როგორც ამბობენ, თავად ყარამანიშვილები სასამართლო პროცესის შესახებ განცხადების ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი: წელს ბიზნესსექტორში დასაქმება თითქმის 61 000-ით გაიზრდა

"ურთიერთობები რუსეთთან ვერ დალაგდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე"

დასაქმება და სამუშაო ადგილების გაზრდა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასაქმების რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმინისტრის თქმით, ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესსექტორის ხელშეწყობა და ამიტომ, მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს ჯანსაღი, თავისუფალი და კონკურენტული ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას. “2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ბიზნესსექტორი განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია, როგორც ...

Read More »

“ზუმერი” საქართველოში “სამსუნგის” ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი “ზუმერი” საქართველოში “სამსუნგის” ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. ამიერიდან “ზუმერი” თავის მაღაზიების ქსელში, მომხმარებელს შესთავაზებს “სამსუნგის” ლიცენზირებულ, ოფიციალურ პროდუქტს. ურთიერთთანამშრომლობის ფაქტთან დაკავშირებით “ზუმერი” ერთგულ მომხმარებელს “სამსუნგის” პროდუქციაზე აქციასაც სთავაზობს. ყველა ის მომხმარებელი, ვინც “ზუმერის” მაღაზიათა ქსელში Samsung-ის სმარტფონს შეიძენს, საჩუქრად ტელეფონის დაზღვევას მიიღებს. აქცია ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, “ზუმერის” ყველა მაღაზიაში. აქციის ფარგლებში მომხმარებელს საუკეთესო ფასად შეუძლია შეიძინოს ...

Read More »

მობილურ ბაზარზე, შესაძლოა, ახალი კომპანია შემოვიდეს

მობილურ ბაზარზე, შესაძლოა, ახალი კომპანია შემოვიდეს

მობილურ ბაზარზე, შესაძლოა, ახალი კომპანია შემოვიდეს. აუქციონს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისთვის კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მიმდინარე წელს გამოაცხადებს. როგორც კომისიაში განმარტავენ, აუქციონზე გამოტანილი იქნება იმ რაოდენობის რადიოსიხშირული სპექტრი, რომელიც ერთი დამოუკიდებელი კომპანიის ოპერირებისთვის საკმარისი იქნება. კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში  განაცხადეს, რომ აუქციონში მონაწილეობა ადგილობრივი კომპანიების გარდა საერთაშორისო კომპანიებსაც შეეძლებათ. აღსანიშნავია, რადიოსიხშირული სპექტრის ფლობის გარეშე ახალი კომპანია ქართულ ბაზარზე ვერ შემოვა, აქედან ...

Read More »

სად რა ფასად შეიძლება ზამთარში დასვენება

სად რა ფასად შეიძლება ზამთარში დასვენება

შემოდგომა ძალაში შედის და ტემპერატურის კლებასთან ერთად სულ უფრო მეტად ვგრძნობთ  ზამთრის მოახლოებას. ამიტომ ურიგო არ იქნება, თუ აქედანვე თვალს გადავავლეთ იმ კურორტების მდგომარეობას, სადაც ზამთარში შეგვიძლია დასვენება. „ბანკები და ფინანსები“ გთავაზობთ ზამთრის იმ კურორტების ჩამონათვალს , თუ სად  რა ფასად შეიძლება  ზამთარში დასვენება. გუდაურში, 4 ვარსკვლავიან  სასტუმრო „გუდაური მარკო პოლო“-ში  სტანდარტული ნომრის ფასი 258 დოლარიდან იწყება და 1105 დოლარმდე ...

Read More »

იავან ოჰალორანი – ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველო კვლავ მოწინავე შემსრულებელია

ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველო კვლავ მოწინავე შემსრულებელია, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, იავან ოჰალორანი აცხადებს, რომელიც 2016 წლის Doing Business-ის ანგარიშს ეხმაურება. მისივე განმარტებით, მსოფლიოს 80 ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც გასულ წელს განახორციელა ორი მნიშვნელოვანი რეფორმა – კონტრაქტის აღსრულების გაუმჯობესება და მშენებლობის ნებართვის გამარტივება ნებართვის გასაცემად საჭირო დროის შემცირებით. “აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ...

Read More »