Home » ბიზნესი (page 12)

ბიზნესი

თანამედროვე მონობა სავაჭრო ობიექტებში

თუ არ გინდა, წადი – ეს საქართველოში დამსაქმებლის და დასაქმებულის მთავარ დაუწერელ კანონად იქცა და სამწუხაროდ, ამით რეგულირდება ბაზარიც. ამის გამო კი ახალგაზრდეს უწევთ მონურ პირობებში იმუშაონ, რადგან მათი დამცავი მექანიზმი კანონი ვერ გახდა. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და პროფკავშირები, დღემდე უშედეგოდ იბრძვიან, რომ მშრომელის უფლება ევროპულ სტანდარტს მიუახლოვდეს მაინც. საქართველოში ძალიან ხშირად იღვევა მომხმარებლის უფლებები, მაგრამ სხვადასხვა ...

Read More »

ირაკლი კირტავა – საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი საქართველოში ფინანსური ჰაბის შექმნის მცდელობაა

საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი საქართველოში ფინანსური ჰაბის შექმნის მცდელობაა, – ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია „გალთ ენდ თაგარტის“ [Galt & Taggart] დირექტორმა, ირაკლი კირტავამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. გადაცემაში საინვესტიციო ფონდების შესახებ მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტი განიხილეს, რომელიც საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას ისახავს მიზნად. გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის და ზოგადად კაპიტალის ბაზრის ...

Read More »

ღვინის ინდუსტრია რუსული ბაზრის საცეცებს ვერ ელევა

რუსეთს საქართველოს ღვინის ექსპორტში 61 პროცენტი უჭირავს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის მიმართულებით დადებითი ტენდენციები შეინიშნება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სექტორმა უპრეცედენტოდ მაღალი ზრდა დააფიქსირა, როგორც ექსპორტის მიმართულებით, ასევე ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. ღვინის სექტორის ზრდას ხელი მოსავლის ზრდამაც შეუწყო. ჯამში, 2019 წელს 271 000 ტონა ყურძენი ჩაიბარეს ქარხნებმა რთველის შედეგად. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, ...

Read More »

ვის ეკუთვნის და რა მოგებაზე მუშაობენ თბილისის კინოთეატრები

კინოთეატრი რუსთაველი მაყურებლებს რამდენიმე თვეა არ იღებს, თუმცა ფილმების დიდ ეკრანზე ყურების მსურველთათვის ეს დაბრკოლება არაა – დედაქალაქში ამ მომსახურებას მოსახლეობას Cavea-თბილისი მოლი, Cavea-გალერია (Imax-ისთ-ფოინთი) და „ამირანი“ უკვე წლებია სთავაზობს. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ ვინ ეკუთვნის აღნიშნული კინოთეატრები და როგორია მათი ფინანსური მდგომარეობა. „კავეა გალერია“ შპს „კავეა გალერია“ 2016 წლის აპრილში დარეგისტრირდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იან წილს ოთარ ბუბაშვილი ფლობს, ...

Read More »

„ფრესკომ“ წააგო სასამართლო დავა, სადაც შრომითი უფლებების დარღვევის უარყოფას ითხოვდა

2020 წლის 20 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, კომპანია „ფრესკოს“ სარჩელი Facebook-ის გვერდ „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ ავტორ გიორგი ლაბაძესთან, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისწამების შემცველი ცრუ ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც გიორგი ლაბაძის ინტერესებს სასამართლოში იცავდა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სასამართლომ სადავო გამონათქვამები კომპანიაში არსებული შრომითი დარღვევების შესახებ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ...

Read More »

საქართველოში რძის პროდუქტების მწარმოებელი ბელარუსული საწარმო გაიხსნება

საქართველოსა და ბელარუსს ყველა სფეროში ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები აერთიანებთ, ეს არის როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ასევე კულტურული ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბელარუსი-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, ორივე ქვეყნის მთავრობების ძალისხმევით, საქართველოს ბაზარზე ბელარუსული კაპიტალის კიდევ უფრო გაზრდაა შესაძლებელი. „დღეს საქართველოში 70-მდე ბელარუსული კაპიტალით შექმნილი ...

Read More »

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა. „მარშესთან“, „თოლიასთან“, „სმარტთან“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ყოველდღიურად ახალი პურით, ხორცით და სხვა ადგილობრივი წარმოების პროდუტებით შექმნილი „ქართული გემო“ “ვენდის“ მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა.   „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვისოლ ჯგუფმა“ 2015 წლის დეკემბერს გააჟღერა და ამერიკული ...

Read More »

თბილისის მერის ინიციატივით, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხედება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახედვაზე მუშაობა დაიწყონ. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, იურიდიული პირები ფიზიკურ პირებთან შედარებით, უფრო ნაკლებ მოსაკრებელს იხდიან, რაც არასამართლიანია. „როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დღეის მდგომარეობით, დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების თითქმის 95-პროცენტიანი მაჩვენებელი გვაქვს, რაც ძალიან კარგია, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ...

Read More »

ბათუმის ნავსადგურის დირექტორი ადელხანოვი დასაქმებულების შევიწროვებას განაგრძობს

ბათუმის  ნავსადგურის დირექტორი ადელხანოვი დასაქმებულების  შევიწროვებას განაგრძობს 2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას აქტიურობდა, ...

Read More »

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა

17 თებერვალს „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად მახასიათებლებს და შეძენის ...

Read More »