Home » ბიზნესი (page 11)

ბიზნესი

რატომ გაიყინა საწვავის ფასი საქართველოში

უკვე ბოლო რამდენიმე თვეა საზოგადოების ნაწილი ამაოდ ელის საწვავზე ფასების შემცირებას. “ბანკები და ფინანსები” ჯერ კიდევ გასულ თვეს წერდა იმ ტენდენციების შესახებ, რომელიც ნამდვილად იძლეოდა ქვეყანაში საწვავზე ფასების შემცირების საშუალებას. მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ყველა ინდიკატორის გაჯანსაღების ფონზე, ქართული საწვავის ფასები ისევ გაყინულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე არაბრენდირებულ გასამართ სადგურს, რომლებიც ნამდვილად ფეხდაფეხ ...

Read More »

იაპონურმა მაღაზიათა ქსელმა „მინისომ“ მენეჯერი მაკიაჟისა და თმის გასწორების გამო დაითხოვა

2020 წლის 27 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბრენდული იაპონური მაღაზიათა ქსელი „მინისოს“ საქართველოს წარმომადგენლობის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო სარჩელი, რომლითაც შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოშობილი, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, მნიშვნელოვანი საქმე განიხილება. კომპანიამ სამსახურიდან გენდერული ნიშნით მაღაზიის მენეჯერი გაათავისუფლა, რომელსაც მაკიაჟი და თმის გასწორება შრომის ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის უხეშ დარღვევად ჩაუთვალეს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, წინამდებარე დავაზე მაღალი საჯარო ინტერესის შექმნა ემსახურება ...

Read More »

კიდევ ერთი ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც სამუშაო დრო შეამცირა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამუშაო დრო შეამცირა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თანამშრომელთა შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის, პარასკევს სამუშაო პერიოდი მხოლოდ 4 საათით განისაზღვრება. „საია პარასკევობით 4-საათიან გრაფიკზე გადადის! ასევე, შუადღის შესვენებას 8-საათიან სამუშაო დღეში თვლის. საია ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე და მიიჩნევს, რომ ეს გუნდის პროდუქტიულობასა და მოტივაციას გაზრდის, რათა კიდევ უფრო უკეთ შევძლოთ თქვენი უფლებების დაცვა“, – ნათქვამია განცხადებაში. დღეის მონაცემებით, ...

Read More »

„დღეს მოქმედი კანონი საინვესტიციო ფონდების შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს შეიცავს“

შეცვლის თუ არა კაპიტალის ბაზარზე არსებულ ვითარებას ახალი კანონპროექტი საინვესტიციო ფონდების შესახებ? მთავრობამ დოკუმენტზე მუშაობა უკვე დაასრულა და ის განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნა. კანონპროექტის მიზანი უცხოური კაპიტალის მოზიდვა და ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებაა. „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ შეკითხვებს ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ უპასუხა. – მთავრობამ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა. რას ითვალისწინებს და რას შეცვლის იგი? – მთავრობამ კანონპროექტი ...

Read More »

როგორ მოკლა ადგილობრივი თამბაქოს წარმოება გაუაზრებელმა რეგულაციამ

ადგილობრივ წარმოებას დღეს მრავალი გამოწვევა უდგას იქნება ეს იმპორტისგან დაცვის პრობლემა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, თუ სახელმწიფოს ხელშეწყობის ნაკლებობა. თუმცა, არის დარგი, რომელიც სახელმწიფოს პირდაპირი ჩართულობით, პრაქტიკულად მოკვდა და არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის. საუბარია ადგილობრივი თამბაქოს ინდუსტრიაზე, რომელიც თუ სამიოდე წლის წინ აღმავლობის გზაზე იყო დღეს სექტორი გაკოტრების პირასაა და ამას ოფიციალური მონაცემებიც აჩვენებს. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს ...

Read More »

რა ბედი ეწიათ საფინანსო კომპანია “საქართველოს” კრედიტორებს

რატომ ვერ ებრძვის სახელმწიფო ქსელური მარკეტინგის ნიღაბს ამოფარებულ ფინანსურ პირამიდებს საქართველოში ფინანსურ პირამიდების არსებობა, რამდენიმე ათწლეულს ითვლის და ფინანსური პირამიდის სქემით მომუშავე კომპანიები, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ წინა საუკუნეში გამოჩნდნენ. თუმცა, ამ მიმართულებით საზოგადოებას ყველაზე მეტად საფინანსო კომპანია «საქართველოს» ქეისი დაამახსოვრდა და ამას აქვს ობიექტური მიზეზები. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ორგანიზაციას თითქმის 2 000 მდე დაზარალებული ჰყავს და პირამიდის ...

Read More »

თანამედროვე მონობა სავაჭრო ობიექტებში

თუ არ გინდა, წადი – ეს საქართველოში დამსაქმებლის და დასაქმებულის მთავარ დაუწერელ კანონად იქცა და სამწუხაროდ, ამით რეგულირდება ბაზარიც. ამის გამო კი ახალგაზრდეს უწევთ მონურ პირობებში იმუშაონ, რადგან მათი დამცავი მექანიზმი კანონი ვერ გახდა. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და პროფკავშირები, დღემდე უშედეგოდ იბრძვიან, რომ მშრომელის უფლება ევროპულ სტანდარტს მიუახლოვდეს მაინც. საქართველოში ძალიან ხშირად იღვევა მომხმარებლის უფლებები, მაგრამ სხვადასხვა ...

Read More »

ირაკლი კირტავა – საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი საქართველოში ფინანსური ჰაბის შექმნის მცდელობაა

საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი საქართველოში ფინანსური ჰაბის შექმნის მცდელობაა, – ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია „გალთ ენდ თაგარტის“ [Galt & Taggart] დირექტორმა, ირაკლი კირტავამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. გადაცემაში საინვესტიციო ფონდების შესახებ მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტი განიხილეს, რომელიც საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას ისახავს მიზნად. გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის და ზოგადად კაპიტალის ბაზრის ...

Read More »

ღვინის ინდუსტრია რუსული ბაზრის საცეცებს ვერ ელევა

რუსეთს საქართველოს ღვინის ექსპორტში 61 პროცენტი უჭირავს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის მიმართულებით დადებითი ტენდენციები შეინიშნება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სექტორმა უპრეცედენტოდ მაღალი ზრდა დააფიქსირა, როგორც ექსპორტის მიმართულებით, ასევე ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. ღვინის სექტორის ზრდას ხელი მოსავლის ზრდამაც შეუწყო. ჯამში, 2019 წელს 271 000 ტონა ყურძენი ჩაიბარეს ქარხნებმა რთველის შედეგად. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, ...

Read More »

ვის ეკუთვნის და რა მოგებაზე მუშაობენ თბილისის კინოთეატრები

კინოთეატრი რუსთაველი მაყურებლებს რამდენიმე თვეა არ იღებს, თუმცა ფილმების დიდ ეკრანზე ყურების მსურველთათვის ეს დაბრკოლება არაა – დედაქალაქში ამ მომსახურებას მოსახლეობას Cavea-თბილისი მოლი, Cavea-გალერია (Imax-ისთ-ფოინთი) და „ამირანი“ უკვე წლებია სთავაზობს. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ ვინ ეკუთვნის აღნიშნული კინოთეატრები და როგორია მათი ფინანსური მდგომარეობა. „კავეა გალერია“ შპს „კავეა გალერია“ 2016 წლის აპრილში დარეგისტრირდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იან წილს ოთარ ბუბაშვილი ფლობს, ...

Read More »