Home » ბიზნესი (page 10)

ბიზნესი

სავალუტო ფონდი საბანკო და სამედიცინო სექტორებში კონკურენციის ნაკლებობაზე მიუთითებს

სავალუტო ფონდი საბანკო და სამედიცინო სექტორებში კონკურენციის ნაკლებობაზე მიუთითებს

საქართველომ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, რათა  ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში (მათ შორის საბანკო და სამედიცინო მომსახურების) მაღალი კონცენტრაცია ანტიკონკურენტულ პრაქტიკაში არ გადაიზარდოს, – ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში სახელწოდებით „კავკასია და ცენტრალური აზია: რეგიონის ზრდის პოტენციალის ათვისება“. დოკუმენტის მიხედვით, ეკონომიკის ყველა სფეროში კონკურენციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რესურსის გადანაწილების პროცესის გაუმჯობესებისთვის და ეფექტიანობის ამაღლებისთვის. „მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კონტროლი არ ჩაანაცვლოს კერძო ...

Read More »

სავალუტო ფონდი – საქართველოში ბიზნესის გახსნის მაჩვენებელი სტაბილურად მაღალია, რაც განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება

სავალუტო ფონდი - საქართველოში ბიზნესის გახსნის მაჩვენებელი სტაბილურად მაღალია, რაც განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება

კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ახალი ბიზნესის გახსნის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია სხვა რეგიონებზე, მათ შორის აფრიკის სახელმწიფოებზე. თუმცა, ამ კუთხით გამონაკლისი საქართველოა, – ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში სახელწოდებით „კავკასია და ცენტრალური აზია: რეგიონის ზრდის პოტენციალის ათვისება“. „საქართველოში 2000-იანი წლების დასაწყისში და ბოლო წლებში განხორციელებული სტრუქტურული რეფორმების შედეგია ახალი ბიზნესის გახსნის სტაბილურად მაღალი მაჩვენებელი, ასევე კერძო ინვესტიციების დონე, რომელიც რეგიონის ...

Read More »

ქართული ღვინის ექსპორტი 12%-ით, ხოლო ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 20%-ით გაიზარდა

ქართული ღვინის ექსპორტი 12%-ით, ხოლო ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 20%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 68,3 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 12%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 162 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20% შეადგინა. სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია – 50% (199997 ბოთლი), პოლონეთი – 30% (2788029) და ...

Read More »

ბიზნესი სოციალურ ხათაბალაში ჩაითრიეს – საპენსიო რეფორმა იწყება

ბიზნესი სოციალურ ხათაბალაში ჩაითრიეს - საპენსიო რეფორმა იწყება

ბიზნესი სოციალურ ხათაბალაში ჩაითრიეს – საპენსიო რეფორმა იწყება 2019 წლიდან ქვეყანაში საპენსიო რეფორმა ამოქმედდება. დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო საპენსიო ფონდში ერთდროულად განახორციელებენ თანაბარ შენატანებს. უფრო კონკრეტულად კი დასაქმებული საპენსიო ფონდში ყოველთვიურად შეიტანს თანხას ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით. დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებული ხდებიან დასაქმებულს საპენსიო ანგარიშზე ასევე 2-2 პროცენტი გადაურიცხონ. ანუ, მთლიანი შენატანი 6 პროცენტი იქნება. საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით როგორც საექსპერტო, ...

Read More »

ახალი წნეხი ბიზნესს – მთავრობა აქციზების გაზრდას გეგმავს

ახალი წნეხი ბიზნესს - მთავრობა აქციზების გაზრდას გეგმავს

მთავრობა საქართველოს მოსახლეობას ფინანსურ ტვირთს უზრდის საქართველოს ხელისუფლება 2019 წელს ბიუჯეტში აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავლების ზრდას გეგმავს. თუ  ბიუჯეტში აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი, 2017-2018 წლის მაჩვენებლით, 1,450 მლრდ ლარს შეადგენდა, მომდენვო წლისათვის ზრდა 55 მლნ ლარის ფარგლებშია დაგეგმილი და ჯამში 1,505 მლრდ ლარს შეადგენს. აქციზის გადასახადის ზრდა ბიზნესისათვის არახალია. ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვის შემდგომ, ბიუჯეტში მოგების გადასახადიდან წარმოქმნილი შემოსულობების შემცირების ...

Read More »

პენსიონრების ხარჯზე გამდიდრებული „ლიბერთი ბანკის“ ქრონიკები

პენსიონერბის ხარჯზე გამდიდრებული „ლიბერთი ბანკის“ ქრონიკები

რატომ მალავს ,,ლიბერთი ბანკი“ საპენსიო სესხების შესახებ ინფორმაციას ქვეყანაში „ლიბერთი ბანკი“ მესამე ყველაზე მსხვილი ბანკია. 2018 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მისი აქტივები  1 მილიარდ 854 მილიონს შეადგენს. რაც შეეხება ბანკის წმინდა მოგებას, პირველ სამ კვარტალში 36 მილიონი შეადგინა, რაც დაახლოებით 2 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ბანკის ძირითად შემოსავალს 233 მილიონ ლარს საპროცენტო შემოსავლები წარმოადგენს, საიდანაც ...

Read More »

“m2”-ის ყველაზე მასშტაბური კომპლექსის, “m2 იპოდრომთან 2”-ის მობინადრეები სარემონტო სამუშაოებს იბარებენ

"m2"-ის ყველაზე მასშტაბური კომპლექსის, "m2 იპოდრომთან 2"-ის მობინადრეები სარემონტო სამუშაოებს იბარებენ

ოქტომბერში დეველოპერულმა კომპანია “m2”-მა უძრავი ქონება ახალი საცხოვრებელი კომპლექსი “m2 იპოდრომთან 2” ოფიციალურად გახსნა. ეს ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც კომპანიას თავისი არსებობის განმავლობაში განუხორციელებია. პროექტი უმაღლეს დონეზეა შესრულებული, ყურადღებას იპყრობს საქართველოში საუკეთესო უსაფრთხოების თანამედროვე მაღალი სტანდარტითა და ტექნიკური აღჭურვილობით. გამორჩეულია მომსახურება, რომელსაც კომპანია ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მობინადრეებს სთავაზობს ბინის შეძენიდან ჩაბარებამდე. კომპლექსის გახსნის ცერემონია საცხოვრებელი კორპუსების ეზოში გაიმართა. კომპანიის გენერალურმა ...

Read More »

“თიბისი ბანკმა” “ბონაკო” იყიდა

"თიბისი ბანკმა" "ბონაკო" იყიდა

“თიბისი ბანკმა” “ბონაკო” იყიდა საქართველოს ეროვნული ბანკის განკარგულებით შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკოს” რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ლიკვიდატორმა “ბონაკოს” აქტივები და ვალდებულებები აუქციონის გზით სარეალიზაციოდ საფინანსო სექტორს შესთავაზა. 29 ოქტობერს გამართულ აუქციონზე შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკოს” აქტივები და ვალდებულებები სს “თიბისი ბანკმა” სრულად შეიძინა. შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ, სს “თიბისი ბანკი” უზრუნველყოფს შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკოს” კრედიტორებისა და დებიტორების შეუფერხებელ მომსახურებას.

Read More »

თურქული ავეჯის კომპანიები საქართველოში ინვესტირებით ინტერესდებიან

თურქული ავეჯის კომპანიები საქართველოში ინვესტირებით ინტერესდებიან

„გადაწყდა, რომ ისინი ჩამოდიან საქართველოში 12-დან 15 ნოემბრამდე, რათა განიხილონ კონკრეტული წინადადებები და გვქონდეს კონკრეტული მოლაპარაკებები“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ურქეთის ავეჯის მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრისას განაცხადა. „მათ ძალიან დიდი ენთუზიაზმი გამოხატეს საქართველოში ინვესტიციებთან დაკავშირებით ავეჯის წარმოების სექტორში, სხვადასხვა ტიპის ავეჯში. უკვე დღესვე გადაწყდა, რომ ისინი ჩამოდიან საქართველოში 12-დან 15 ნოემბრამდე, რათა განიხილონ კონკრეტული წინადადებები და ...

Read More »

თამბაქო და ლუდი კიდევ გაძვირდება

თამბაქო და ლუდი კიდევ გაძვირდება

მომავალი წლიდან მომხმარებელს ალკოჰოლი და თამბაქო კიდევ უფრო გაუძვირდება ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2019 წელს აქციზის გადასახადი მატულობს, რაც პროდუქციის ფასზეც ადეკვატურად აისახება. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, აქციზის ზრდის გადაწყვეტილება საქართველოსათვის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა. მწარმოებლებს ხარჯი კიდევ გაეზრდებათ, რაც უარყოფით გავლენას ფასზეც მოახდენს. საქართველოს ბიუჯეტში აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი, 2017 წლის მაჩვენებლით, 1,450 მლრდ ლარს შეადგენდა. წელს ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა, ...

Read More »