Home » ბიზნესი

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), თიბისი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში 2019 წლის ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ უკვე მეექვსედ მიიღო. „ვაჭრობის დაფინანსება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ჩვენი პარტნიორი ბანკები აქტიურად უჭერენ მხარს კომპანიებს და ხელს უწყობენ მათ განვითარებას. ჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან ასეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა“ , – აცხადებს EBRD-ის მმართველი დირექტორი, ფრანს მელიგი. EBRD-ის ...

Read More »

$800 მილიონიანი პროექტის, ნამახვანი ჰესების კასკადის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ფარგლებში, რომლის სამშენებლო ნებართვა კომპანია ENKA Renewables-მა 22 აპრილს მიიღო, მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, რომელიც 433 მეგავატი ჯამური სიმძლავრის მქონე ორი ჰიდროელექტროსადგურისგან შედგება, მდინარე რიონზე, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება $800 მლნ–ს შეადგენს. საპროექტო კომპანია ENKA Renewables-ის („ენკა რენიუებლზ“) ძირითადი აქციონერია თურქული კომპანია ENKA, რომელიც მშენებლობისა ...

Read More »

“ ჯიპიაი ჰოლდინგი “ : მომხმარებელთა 96% უპირატესობას დისტანციური სერვისებით სარგებლობას ანიჭებს

 “ჯიპიაი” ციფრულ სერვისებს კიდევ უფრო აძლიერებს და დაზღვეულებს კარანტინის დასრულების შემდეგაც დისტანციურად ემსახურება ორი თვის განმავლობაში კომპანიამ 300 000-ზე მეტი დისტანციური ოპერაცია განახორციელა.კარანტინის პერიოდში დაზღვეულებისთვის ონლაინ ანაზღაურებული თანხა 11 მილიონ ლარზე მეტია. “ჯიპიაი ჰოლდინგის” დაზღვეულები   დისტანციურ სერვისებით სარგებლობას  კარანტინის დასრულების შემდეგაც  შეუფერხებლად გააგრძელებენ. იმ პირობებში, როცა პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მომხმარებლები უპირატესობას კვლავ დისტანციურ სერვისებს ანიჭებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ...

Read More »

ჯონ ბრაეკეველდტი: 20%-იანი სესხის პირობებში, შეუძლებელია ბიზნესმა მოგება მიიღოს

„ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანაში საჭიროა ეკონომიკური რეფორმების გააქტიურება. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასებისას აცხადებს, პარლამენტიც და მთავრობაც ამ მიმართულებით მუშაობენ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. „კარგი მმართველობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს დიდი პრობლემაა ბიუროკრატია და ინვესტორები ხედავენ ამას. როდესაც იწყებ ბიზნესს და ხედავ დაბალ დონეს მუნიციპალიტეტებში, როდესაც უბრალოდ სამშენებლო ნებართვას ვერ იღებ – ეს არ არის ...

Read More »

თბილისსა და ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა

თბილისსა და ბათუმში კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა. პროექტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეგაცენტრების მოწყობა ჯამში 3 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 1.5 მილიონი ლარია. 2020 წლამდე „ნოვა“ ძირითადად B2B ბიზნესით იყო დაკავებული. 1 წლის წინ კი კომპანიამ თბილისსა და ბათუმში კომფორტული და კონკურენტუნარიანი მეგაცენტრების შექმნა გადაწყვიტა. ახალ ეტაპზე გადასასვლელად განახლდა კომპანიის ბრენდის ვიზუალური სტილი ...

Read More »

„შეიძლება ითქვას, რომ ახალმა ეკონომიკურმა აქტივობამ გამოიწვია ლარის გამყარება“

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მიიჩნევს, რომ ლარის გამყარება ახალმა ეკონომიკურმა აქტივობამ გამოიწვია. მისი თქმით, ქვეყანაში მაისიდან სხვადასხვა ტიპის ბიზნესები თანდათანობით იხსნება. „რთულია თქმა ძალიან მოკლედ, რამ გამოიწვია ლარის გამყარება, მაგრამ ის, რაც საქართველოში ხდება მაისიდან დაწყებული, თანდათანობით სხვადასხვა ტიპის ბიზნესები იხსნება, შეიძლება ითქვას, რომ ახალმა ეკონომიკურმა აქტივობამ გამოიწვია ლარის გამყარება“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

Read More »

რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება?

2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი შეადგინა. მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ  16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. „სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ პანდემიის პირობებში 2020 წლის პირველ კვარტალში სადაზღვევო სექტორს იმაზე უკეთესი შედეგები აქვს, ...

Read More »

რა კავშირშია ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი ადვოკატ პაატა სალაის სატელეფონო საუბრებთან?

ინტერვიუ დავით ზეიკიძესთან ხორცპროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია „ლიდერფუდის“ ყოფილი დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ირაკლი დუმბაძის მიერ გამართული პრეს-კონფერენციის შემდგომ, სადაც მან გარკვეული ბრალდებები გააჟღერა „ლიდერფუდის“ ამჟამინდელი მფლობელის, მისი სიმამრის,  დავით ზეიკიძის მიმართ, სააგენტო xnews.ge -მა ზეიკიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. დუმბაძემ, მათ შორის, თქვა,  რომ მის ადვოკატს, პაატა სალიას, დავით ზეიკიძე პირადი საუბრების გასაჯაროებით ემუქრებოდა. ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ. –   ბატონო დავით   ...

Read More »

დეველოპერებმა ფასი თუ არ შეამცირეს, 4%-იანი სუბსიდირება არაფერს უშველის – ვახტანგ ჭარაია

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია “დღის კურიერში” სტუმრობისას იპოთეკური სესხების სუბსიდირების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ინიციატივით მოგებული რჩება როგორც მოქალაქე, ასევე ბიზნესი. ვახტანგ ჭარაია არ ფიქრობს, რომ აღნიშნული ინიციატივით სესხს უფრო მეტი ადამიანი აიღებს.  “ყველა იხეირებს. ოღონდ მე არ მოველი, რომ მხოლოდ ამ 4 პროცენტიანი ინიციატივის გამო ადამიანები გადაწყვეტენ ბინის შეძენას და არც არის სწორი, ...

Read More »

სავაჭრო ცენტრებმა მუშაობა განაახლა

საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზიამ, მათ შორის მოლებმა მუშაობა განაახლა. სავაჭრო ცენტრები 11:00 საათზე გაიხსნა. მაღაზიებში მოქალაქეებმა მისვლა უკვე დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ მაღაზიებს და სავაჭრო მოლებს წესების დაცვით უწევთ მუშაობა, მათ შორის, ობიექტში შესვლამდე მომხმარებელმა წარმატებით უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი. მოქალაქეს ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36.9 გრადუსს. პირი, რომელიც მოლში მიდის, უნდა იყოს აღჭურვილი პირადი დაცვის საშუალებით, აუცილებელია ატარებდეს პირბადეს. მოქალაქეებმა უნდა ...

Read More »