Home » ახალი ამბები (page 5)

ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ონლაინ კონფერენცია ჩაატარა თემაზე – COVID-19-ის გავლენა ბიზნესგარემოზე

თიბისი კაპიტალმა ეკონომიკურ გარემოზე COVID-19-ის გავლენები შეაფასა და რეპორტი გამოაქვეყნა. ანალიტიკური დოკუმენტის წარდგენა თიბისის პარტნიორებისთვის ციფრული პლატფორმის მეშვეობით, ონლაინ კონფერენციაზე განხორციელდა, რომელშიც სხვადასხვა ბიზნესის 250-მდე წარმომადგენელი ჩაერთო. დოკუმენტის თანახმად, ამ ეტაპზე, COVID-19-ის გავრცელება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს შეეხო, თუმცა განსაკუთრებით ტურიზმის, სარესტორნე, ავიაციის, ხანგრძლივი მოხმარების საქონლისა და უძრავი ქონების სექტორებზე აისახება. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ტურისტული შემოდინების კლება თვეების ჭრილში აპრილსა ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსი 35-ე პირს დაუდგინდა

საქართველოში კორონავირუსი 35-ე პირს დაუდგინდა. ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი წუხელ ღამით და დღეს დილით, შესაბამისად, ორ პაციენტს დაუდასტურდა. ამასთან, კლინიკის პრესსამსახურის განმარტებით, 1 პაციენტს კორონავირუსი ორჯერ ჩატარებული ტესტით დაუდგინდა, მეორე პაციენტთან მიმართებაში კი დადებითი პასუხი პირველმა ტესტმა აჩვენა, განმეორებითი ტესტი კი ამჟამად უტარდება. ჯამში, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 35 ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც ერთი უკვე გამოჯანმრთელდა. უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსით ინფიცირებული ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულმა პირველმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო დატოვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გაწერეს. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს ინფექციურ საავადმყოფოში დაუდასტურეს. პროტოკოლის თანახმად, გამოჯანმრთელებული პაციენტი ერთი კვირის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თვითიზოლაციაში იქნება.

Read More »

კლინიკური კონტროლის ჯგუფს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესს კოორდინაციას გაუწევს, თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს

კლინიკური კონტროლის ჯგუფს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაწესებულებებს კოორდინაციას გაუწევს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს, – აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გამართულ შეხვედრაზე მიიღო. კლინიკური კონტროლის ჯგუფი, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, კორონავირუსით ...

Read More »

„მთვრალი ალუბალის“ ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია – ადმინსიტრაცია სტუმრებს აფრთხილებს

რესტორან „მთავრალი ალუბალის“ ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. რესტორნის ადმინისტრაციის განცხადებით, 3 ჩეხ ტურისტს, რომელიც მათ ხშირად სტუმრობდა, ახალი კორონავირუსი დაუდგინდათ. ადმინისტრაციის ცნობით, ისინი რესტორანში ყოველ დღე დადიოდნენ და არაერთ ადამიანთან ჰქონდათ კომუნიკაცია. ჩვენი ინფორმაციით, ტურისტებმა ქვეყნიდან წასვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მათ კორონავირუსი აქვთ, ამის შემდეგ კი მათ ინფორმაცია საქართველოს შესაბამის უწყებებს აცნობეს. „მეგობრებო, დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, ...

Read More »

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს როგორც პროდუქციის შეძენის, ისე ავტოსერვისის მიმართულებით, რაც საშუალებას მოგცემთ, თავი აარიდოთ რიგს და მიიღოთ მომსახურება უსაფრთხოდ. კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, სასურველი პროდუქცია ონლაინ მაღაზიის მეშვეობით shop.tegetamotors.ge შეიძინონ, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ავტოსათადარიგო ნაწილების სრული სპექტრი როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო მიმართულებით, ავტომობილის აქსესუარები და ...

Read More »

ხარაგაულში იტალიიდან ქმრის დაკრძალვაზე ჩასული ქალი პოლიციამ კარანტინში გადაიყვანა

ხარაგაულში, სოფელ ხუნევში მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია, კარანტინში გადაიყვანეს. იტალიიდან დაბრუნებული ქალი წყალტუბოში კარანტინში მოათავსეს. ოჯახში ჯანდაცვის წარმომადგენლები და სამართალამცველები მივიდნენ. ქალმა გადაყვანაზე თანხმობა განაცხადა. მისი გაყვანა სოფლიდან ადგილობრივებმა მოითხოვეს. მათი თქმით, მოქალაქე, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა, საფრთხეს წარმოადგენდა. ჯანდაცის უწყების წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქემ თვითიზოლაცია გაფრთხილების შემდეგაც დაარღვია, რის გამოც მისი კარანტინში გადაყვანა აუცილებელი გახდა. ქალი იტალიიდან მეუღლის გარდაცვალების გამო ...

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატები“ დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მაღალი პროფესიული და სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სრულად იზიარებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 13 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. ორგანიზაციის იურისტები დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ პროფესიული მოვალეობების შესრულებას, ორგანიზაცია დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს კომუნიკაციას საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან, კლიენტებთან. ამასთან, საერთო სასამართლოების წარმოებაშია არაერთი საქმე, სასამართლოების მხრიდან ...

Read More »

საქართველო – ბელარუსი უმაყურებლოდ გაიმართება

უეფას ერთა ლიგის პლეიოფის მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის 26 მარტს უმაყურებლოდ გაიმართება. ამის შესახებ ინფორამცია adjarasport.com-მა მოიპოვა. ევროპული ფეხბურთის ასოციაციებმა უეფასგან შესაბამისი მოთხოვნა მიიღეს. უეფა კორონავირუსის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მარტში დაგეგმილ ყველა სანაკრებო მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს.

Read More »

ხუნდაძე – გამოვიყენოთ გულწრფელი, გულთბილი და უსაფრთხო მისალმება, საკუთარ გულზე ხელის დადებით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ვირუსის შეკავება და არ მოხდეს გავრცელება, მაგრამ, მისივე თქმით, საჭიროა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენა და რეკომენდაციების მკაცრი დაცვა. დიმიტრი ხუნდაძე მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევით და გადახვევით მისალმებისგან და მიესალმონ ერთმანეთს საკუთარ გულზე ხელის დადებით. „ეპიდვითარება კორონავირუსთან დაკავშირებით გლობალურად წარმოადგენს საფრთხეს. საბედნიეროდ ჩინეთის საზღვრებს შიგნით რადიკალურად გაუმჯობესებულია მდგომარეობა და იმედისმომცემია, მაგრამ ...

Read More »