Home » ახალი ამბები (page 4)

ახალი ამბები

„საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტი“ ახალ ონლაინპროექტს იწყებს

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ (GIDE) იწყებს პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” მოდიფიკაციას, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ონლაინპროექტის სახით. ამის შესახებ ინფორმაციას პროექტის ორგანიზატორები ავრცელებენ. მათი განმარტებით, ახალი პროექტი ითვალისწინებს სიტყვით გამოსვლების კონკურსს საგანმანათლებლო დებატკლუბების წევრი მოსწავლეებისთვის ქვეყნის ყველა რეგიონიდან: „პროექტი ხორციელდება „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით და მის მიზანს წარმოადგენს ერთის მხრივ, კრიტიკული აზროვნებისა და სიტყვით გამოსვლების უნარის განვითარებას მოზარდებში, ხოლო მეორეს მხრივ, ...

Read More »

“ჩვენ საქართველოს ვემსახურებით” – “ინფექციურის”ექიმის ემოციური წერილი “მადლიერების ტაშზე”

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი მარინა ტუღუში “მადლიერების ტაშს” სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ წერილს აქვეყნებს.  “დღეს ჩვენ ტაში დაგვიკრეს!!! როცა ეს ყველაფერი დაიწყო, ვერც გავაცნობიერე რომ სხვა განზომილებაში მოვხვდი. როგორ უცებ შეიცვალა ცხოვრების ჩვეული რიტმი. წამიერი დაბნეულობა მყისიერად შეიცვალა მობილიზაციით და დღე ღამის სამუშაო გრაფიკით. გაქრა შიში ინფიცირებულთან კონტაქტისა. თითქოს მთელი ცხოვრება ამ რიტმში ვმუშაობდით. დღეს ჩემი კოლეგისგან მოვისმინე ფრაზა ...

Read More »

კორონავირუსით ინფიცირებული წლისთავზე იმყოფებოდა, მასთან ერთად მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ბოლო პაციენტი წლისთავზე იმყოფებოდა, ხოლო ის პირები, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ, თვითიზოლაციაში არიან. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ამ ადამიანებზე დაკვირვება მიმდინარეობს. „ყველა პიროვნება, რომელიც იყო წლისთავზე, არის იდენტიფიცირებული. ისინი არიან თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე. ჩვენი მონიტორინგის სამსახურისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

Read More »

„თანაინვესტირების ფონდის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა – 10-მდე წარმომადგენელი თვითიზოლაციაშია

„თანაინვესტირების ფონდის“ ერთ-ერთ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც საქართველოს პირველ არხს „თანაინვესტირების ფონდის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნუცა ქისტაურმა განუცხადა, აღნიშნული თანამშრომელი რამდენიმე დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან. თუმცა მანამდე, დაახლოებით დღე-ნახევრის განმავლობაში სამსახურში იმყოფებოდა. ნუცა ქისტაურის თქმით, დაინფიცირებული პირის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და ფონდის 10-მდე თანამშრომელი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. არც ერთ მათგანს ვირუსის სიმპტომი არ აღენიშნება, შესაბამისად ...

Read More »

ქობულეთის მერმა, მოადგილეებთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფებს საკვები პროდუქტები სახლში მიუტანა

ქობულეთის მერი, მოადგილეებთან ერთად მოხალისეებს შეუერთდა. თვითიზოლაციაში მყოფ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ადგილზე არ ჰყავთ ნათესავები, ახლობლები, და საკვებ პროდუქტებს საჭიროებდნენ, მირიან ქათამაძემ, მოადგილეებთან ერთად სახლში მიუტანა. ასევე, დახმარება ესაჭიროებოდა ჩოლოქის დასახლებაში მცხოვრებ თვითიზოლაციაში მყოფ მარტოხელა დედას, რომელსაც შეშა არ ჰქონდა. მერიამ აღნიშნული საკითხის მოგვარებაში დაეხმარა და ოჯახს შეშა გადასცეს.თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებთან, მოხალისეები, ასევე მერიის სამსახურების წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებენ კომუნიკაციას ...

Read More »

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანა

შსს-მ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანა. სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებიდან, ასევე, თბილისიდან მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი. ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 127 ადამიანია გადაყვანილი. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, ...

Read More »

ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში სამედიცინო პერსონალს კორონავირსუსის გავრცელებასთან ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მინისტრმა პირდაპირ ეთერში აღნიშნა, სამედიცინო პერსონალის მიმართ გამოხატული მადლიერების ტაში სასიხარულო და სასიამოვნო ჟესტია მოქალაქეებისგან. „მინდა შევუერთდე მადლირების ტაშს. ეს ნამდვილად ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო ჟესტია ჩვენი მოქალაქეებისგან. ჩვენი ექიმები, ექთნები, სანიტრები, ჩვენი სამედიცინო და გადაუდებელი დახმარების ექიმები, ასევე, მძღოლები იმსახურებენ ამ აპლოდისმენტებს. ...

Read More »

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს მასშტაბით მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები უქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე განმარტებით, მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე; „იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე ...

Read More »

დაარღვია თუ არა სერგი კაპანაძემ თვითიზოლაცია – “აქ განვმარტავ ამ ერთხელ”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, სოციალური ქსელით პასუხობს იმ ადამიანებს, რომლებმაც დაწერეს, რომ მან დაარღვია თვითიზოლაციის წესი: “სამთავრობო მედია ტროლებმა ააგორეს ბინძური პიარი, რომ თურმე მე თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს ვარღვევ და რომ პანიკა მოვაწყვე აეროპორტში და რომ იტალიიდან ჩამოვედი რამდენიმე დღის წინ. აქ განვმარტავ ამ ერთხელ, მათ გასაგონად, ვისაც მართლა აინტერესებს რაშია საქმე. ბინძურ და ნაძირალა ტროლებს არ ...

Read More »

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” სპეციალური განცხადება

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” სპეციალური განცხადება. “ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც გამოწვეულია კორონავირუსის COVID19 ის გავრცელების რისკით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად დაიწყოს ქვეყანამ გავრცელების საშიშროებასთან ბრძოლა. ამ დროისთვის გადაწყდა კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების დროებით გაჩერება. მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიის მენეჯმენტსა და დედაქალაქის ხელმძღვანელობას შორის რომ კომპანიის თანამშრომლები და მძღოლები არასამუშაო პერიოდში არ დარჩნენ მინიმალური შემოსავლების გარშე. შეგახსენებთ რომ ...

Read More »