Home » ახალი ამბები » ბრიტანული გამანადგურებლები და ნატოს გემები შავი ზღვის პატრულირებას შეუდგნენ
ბრიტანული გამანადგურებლები და ნატოს გემები შავი ზღვის პატრულირებას შეუდგნენ

ბრიტანული გამანადგურებლები და ნატოს გემები შავი ზღვის პატრულირებას შეუდგნენ

“მისია ამოქმედდა და ეს უკვე პირდაპირი სამხედრო გამოწვევაა რუსეთისთვის და რუსები ამას კარგად აცნობიერებენ”

ნატო შავ ზღვაზე “პოტენციური აგრესიის წინააღმდეგ” ბრძოლისათვის ძალებს ააქტიურებს. ამ მისიის ფარგლებში ბრიტანული გამანადგურებლები შავი ზღვის აკვატორიაზე იწყებენ პატრულირებას. პლუს, შავ ზღვაში ნატო-ს მეორე მუდმივი სამხედრო-საზღვაო ჯგუფის გემებიც შევიდნენ.

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ეს ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო გამოწვევაა და იმის მიმანიშნებელია, რომ შავ ზღვაზე რუსეთ-დასავლეთის დიდი დაპირისპირება უკვე რეალურად იწყება.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, სირიაში დაწყებული რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ელემენტები უკვე შავ ზღვაზე ინაცვლებს.

“სახეზეა, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა დამოუკიდებლად დაიწყეს იმ მისიის განხორციელება, რაც ნატო-ს კოლექტიურ ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ 2 წლის წინ ჰქონდა და შავი ზღვის აკვატორიაში მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების შექმნასა და ამოქმედებას გულისხმობდა.

“თუმცა, როგორც ჩანს, ეს მისია ამოქმედდა და ეს ყველაფერი მიმართულია რუსული აგრესიული მოქმედებების შესაკავებლად შავი ზღვის აკვატორიაში. ეს უკვე პირდაპირი სერიოზული სამხედრო გამოწვევაა რუსეთისთვის და რუსები ამას კარგად აცნობიერებენ”, – ამბობს მაისაია.

ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის შეფასებით, პირველი, ეს არის ნატო-ს აქტივობების გაგრძელება შავ ზღვაზე, მას შემდეგ, რაც ყირიმის ანექსიის შედეგად რუსეთმა შეცვლა შავ ზღვაზე ძალთა ბალანსი და მეორე, ეს არის საპასუხო ქმედებები რუსეთის მზარდ აგრესიაზე შავი ზღვის რეგიონში.

“საზოგადოებამ იხილა უამრავი ვიდეომასალა, როდესაც რუსული გამანადგურებლები სახიფათოდ და გამომწვევად უახლოვდებიან ნატო-ს და კერძოდ ამერიკულ სამხედრო ხომალდებს.

“ეს ყველაფერი კი რეაგირებას საჭიროებს, რისი ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება შავი ზღვის სხვადასხვა რეგიონში ნატო-ს გამანადგურებლების მუდმივი მორიგეობა, რომ შავი ზღვის აკვატორიის თავზე მთლიანი სივრცე და ნატო-ს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცე დაცული და კონტროლირებადი იყოს. ეს არის საპასუხო ქმედებები რუსეთის მზარდ აგრესიაზე შავი ზღვის რეგიონში”, – აცხადებს სალუქვაძე.

ბრიტანეთმა რუმინეთში “ტაიფუნის” ტიპის მოიერიშეები გადაისროლა და ნატო-ს საჰაერო პოლიციის მისიის ფარგლებში შავი ზღვის პატრულირებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის სამეფოს საჰაერო ძალ”შავი ზღვის რეგიონებში ნატო-ს გამანადგურებლების მუდმივი მორიგეობის მიზანია, რომ შავი ზღვის აკვატორიის თავზე მთლიანი სივრცე და ნატო-ს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცე დაცული და კონტროლირებადი იყოს”.

ების პრესსამსახური ავრცელებს.

ნატო-ს წარმომადგენლების მიერ ბრიტანული სამხედრო თვითმფრინავების წარდგენა რუმინეთის ავიაბაზაზე ოფიციალური ცერემონიალით მოხდა და გაკეთდა განცხადებები, რომ ეს ნაბიჯი შავი ზღვის აკვატორიაში ნატო-ს მისიის გაძლიერებას ემსახურება.

“საჰაერო სივრცის დაცვის ასეთი მისიები გარანტიას იძლევა, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, პოტენციურ აგრესიას ან ალიანსის, ან მისი წევრების წინაშე მდგარ საფრთხეს სწრაფად და ეფექტურად გავუმკლავდეთ”, – განაცხადა რუმინეთში ბრიტანეთის ელჩმა.

გარდა ამისა, შავ ზღვაში ნატო-ს მეორე მუდმივი სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების გემები შევიდნენ. მის შემადგენლობაში ესპანეთის, თურქეთისა და გერმანიის სამხედრო გემები შედის. შენაერთის ფლაგმანად ბრიტანეთის სარაკეტო ხომალდი “დუნკანია” წარმოდგენილი. ამ დაჯგუფებას ასევე შეუერთდა რამდენიმე რუმინული და ბულგარული მცირე ზომის ხომალდი.

ვახტანგ მაისაიას შეფასებით, კორეის პრობლემის დროებით მოხსნის პირობებში ფაქტობრივად ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს ორი დიდი მტერი დარჩათ – რუსეთი და ირანი.

 ირანთან დაკავშირებით იწყება საკმაოდ რთული პროცესი ბირთვული პროგრამის საკითხზე და ახლა დასავლეთი სწორედ რუსული აგრესიის აღსაკვეთად დაიძრა, რაც მოსალოდნელი იყო.

მისი თქმით, შავ ზღვაზე რუსეთის შეიარაღება სახიფათოდ გაძლიერებულია, ნატო-ს წინა სამიტებზე კი ჩავარდა შავი ზღვის სამხედრო გაძლიერებაზე ინიციატივა, ამიტომაცაა, რომ აშშ და ბრიტანეთი დამოუკიდებლად ცდილობენ რუსული გაძლიერებული აგრესიის შეკავებას.

“ამ გეოსტრატეგიული რეალიებიდან გამომდინარე, როდესაც ცივი ომი შავი ზღვის აკვატორიაში ინაცვლებს, საქართველოზე ფსონი იმატებს. ამიტომ ნატო-ში საქართველოს თემატიკა აქტიურდება და შესაძლოა, მომდევნო სამიტზე მაკედონიის, საქართველოსა და უკრაინის თემა წამოიწიოს.

“მოლოდინი მაქვს, რომ აშშ და ბრიტანეთი შეეცდებიან, ლობირება მოახდინონ და ამ სამი ქვეყნის შანსები წევრობაზე უფრო გაიზარდოს. ამიტომ ახლა მაპ-ის მიღების შანსები ჩვენთვის იზრდება.

“დასავლეთს დღეს ჰაერივით სჭირდება ის ტერიტორია და ბაზები, რომელთა მეშვეობითაც შავი ზღვის პატრულირება გაძლიერდება და ეფექტური იქნება. რუმინეთის ტერიტორია არასაკმარისია. თურქეთის ბოლო პერიოდის ორჭოფული პოლიტიკა გამორიცხავს მასზე ნატო-ს დაყრდნობას.

“უკრაინაში საზღვაო ბაზები ფაქტობრივად რუსებს აქვთ წართმეული, ამიტომ საქართველოს საზღვაო სანაპიროს მნიშვნელობა იზრდება. ამერიკელების ხშირი ჩამოსვლა ქართულ პორტებში, ესეც არ არის შემთხვევითი გარემოება”, – ამბობს მაისაია.

ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ნატო-ს მხრიდან ჩვენ მახლობლად შავ ზღვაზე გააქტიურება კარგია და ამ ფონზე, სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ის ხედვა, რომ სახელმწიფოს სამხედრო ფლოტი გააჩნდეს.

“რატომღაც გვგონია, რომ ისეთი მასშტაბური საზღვაო ფორმირებები უნდა ჩამოვაყალიბოთ, რაც საჭირო არ არის. პირველ რიგში, იმისათვის, რომ შავ ზღვაზე ვიყოთ წარმოდგენილი, სამხედრო ფლოტის შექმნა აუცილებელია, რომ პარტნიორებთან ერთად ერთიან კოალიციურ ძალებში შეგვეძლოს მოქმედებები და არა იმაზე, რომ ისეთი ფლოტი შევქმნათ, რომელიც რუსეთს დაუპირისპირდება.

“ამას ვერ ვაგებინებ სამხედროებს. ეს არის ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება არის საჰაერო სივრცის კონტროლი საზღვაო აკვატორიაში. ისეთი სარადარო სისტემები უნდა შევქმნათ, რომ ჩვენი ტერიტორიიდან რისი კონტროლიც შესაძლებელია, გავაკონტროლოთ.

“ამ ორი მიმართულებით შეგვეძლება, ჩვენს სივრცეში მივიღოთ მონაწილეობა და ამ ორ მიმართულებაზე უნდა ვიმუშაოთ”, – ამბობს სალუქვაძე.

resonancedaily.ge

Share