Home » მსოფლიო » მომხმარებლები პროდუქციის შეძენას სუპერმარკეტში სალაროს რიგებში დგომის გარეშე შეძლებენ
მომხმარებლები პროდუქციის შეძენას სუპერმარკეტში სალაროს რიგებში დგომის გარეშე შეძლებენ

მომხმარებლები პროდუქციის შეძენას სუპერმარკეტში სალაროს რიგებში დგომის გარეშე შეძლებენ

ბრიტანეთში სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელი Tesco ტექნოლოგიას ტესტავს რომელიც სალაროს რიგებში დგომის გარეშე პროდუქტის შეძენას გულისხმობს. კომპანიის ინფორმაციით მომხმარებლები პროდუქციას სმარტფონში ჩატვირთული აპლიკაციით დაასკანერებენ ხოლო მისი ღირებულება ბარათიდან ავტომატურად ჩამოიჭრება.

ეს Amazon go – ს მსგავსი ტექნოლოგიაა რომელიც ამაზონმა გასულ წელს წარადგინა და სიეტლში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სუპერმარკეტი გახსნა. აღსანიშნავია რომ მსგავსი მაღაზიების გასახსნელად დაიწყეს თანამშრომლობა Walmart – მა და Microsoft – მა.

ზაზა ხორბალაძე

Share