Home » მსოფლიო » ბრიტანეთში შობისთვის ნაძვის ხეებს გააქირავებენ და ისევ მიწაში დააბრუნებენ
ბრიტანეთში შობისთვის ნაძვის ხეებს გააქირავებენ და ისევ მიწაში დააბრუნებენ

ბრიტანეთში შობისთვის ნაძვის ხეებს გააქირავებენ და ისევ მიწაში დააბრუნებენ

დიდ ბრიტანეთში წამოიწყო კამპანია, რომლის მიზანიც გარემოზე ზრუნვაა. Galvaston Farm-ი ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომელიც წელს მოსახლებას ნაძვის ხეებს მიაქირავებს. ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს.

შობის შემდეგ მოქალაქეები ნაქირავებ ნაძვის ხეებს კომპანიებს დაუბრუნებენ, შემდეგ კი ხემცენარეებს ისევ მიწაში დარგავენ.

„ბუნებრივ გარემოში დაბრუნებული ნაძვებიდან მხოლოდ 2% შიძლება გახმეს, დანარჩენი კი კვლავ გაიხარებს“ – ამბობს ნაძვების გამქირავებელი კომპანიის წარმომადგენელი.

გარდა ამისა, ბრიტანელთა ნაწილი წელს უარს იტყვის მისალოცი ბარათების გაგზავნაზე, რათა გარემოსთვის მიყენებული ზიანი შეამცირონ.

წყარო: agro.jrc.ge

Share