Home » მსოფლიო » ბრაზილიაში ბუნებრივი აირის უმსხვილესი საბადო აღმოაჩინეს
ბრაზილიაში ბუნებრივი აირის უმსხვილესი საბადო აღმოაჩინეს

ბრაზილიაში ბუნებრივი აირის უმსხვილესი საბადო აღმოაჩინეს

ბრაზილიაში ბუნებრივი აირის უმსხვილესი საბადო აღმოაჩინეს, რომლის პოტენციური მოცულობა დღე-ღამეში 20 მილიონი კუბური მეტრია, რაც ქვეყნის მთლიანი ბუნებრივი აირის წარმოების მესამედია.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. კონკრეტულად საუბარია, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ არაკაჟუდან 80 კილომეტრი მანძილის მოშორებით არსებულ 6 ღრმაწყლოვან შელფზე. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მილსადენის მშენებლობასა და საბადოზე საზღვრის დადგენას 2 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

სახელმწიფო ნავთოგაზის კორპორაცია Petrobras-მა, რომელიც  ქვეყანაში ბუნებრივი აირის ბაზარზე დე ფაქტო მონოპოლისტია, საბადოს აღმოჩენის შესახებ მაისში გამოაცხადა, თუმცა მის მოცულობაზე ინფორმაცია აქამდე არ გავრცელებულა. კომპანია არც  არც სამუშაოების დაწყების თარიღთან დაკავშირებით ავრცელებს ინფორმაციას. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ საბადოს აღმოჩენა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბუნებრივი აირის 50%-ით გაიაფებას, რაც ბიძგს მისცემს მრეწველობის განვითარებას.

Share