Home » მსოფლიო » ბოლო 3 თვეში იაპონიის საპენსიო ფონდმა $136 მილიარდი დაკარგა
ბოლო 3 თვეში იაპონიის საპენსიო ფონდმა $136 მილიარდი დაკარგა

ბოლო 3 თვეში იაპონიის საპენსიო ფონდმა $136 მილიარდი დაკარგა

ბოლო სამი თვის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულება $136 მილიარდით შემცირდა. ამ პერიოდში ფონდის მოცულობა 9,1 პროცენტით შემცირდა. 14 ტრილიონი იენი, რომლითაც ფონდის საკუთრებაში არსებული აქტივების ღირებულება შემცირდა, ყველაზე დიდი ვარდნაა, ორგანიზაციის ისტორიაში. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.

2018 წლის ბოლო კვარტალში ფონდის აქტივები 3,4 პროცენტით გაიზარდა. აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე ტარიფების ომის ფონზე მსოფლიოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია $10 ტრილიონით შემცირდა. დიდი ალბათობით, სწორედ, ჩინეთსა და აშშ-ს შორის არსებული ეკონომიკური დაძაბულობა გახდა ფონდის აქტივების შემცირების მთავარი განმაპირობებელი.

ვარდნის მიზეზად, ასევე, ფონდის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ სარისკო ინვესტიციებსაც მოიაზრებენ. იაპონურ ობლიგაციებზე ფონდმა 17%-ით იზარალა, 15%-ს გადააჭარბა ზარალმა უცხოურ ობლიგაციებში.

იაპონიის სახელმწიფო ობლიგაციებში დაბანდებული ინვესტიციებით ფონდის კვარტალური მოგება ერთი პროცენტი იყო, ხოლო უცხოურ სახელმწიფო ობლიგაციებში ფონდმა 2,7% იზარალა.

2018 წლის სექტემბრის მონაცემებით, ფონდის საკუთრებაში არსებული აქტივების ღირებულება 165 ტრილიონი იენი, 1,5 ტრილიონი დოლარია. ფონდის აქტივების თითქმის ნახევარი სხვადასხვა კომპანიის აქციებია.

წყარო: on.ge

Share