Home » მსოფლიო » Boeing-ის კატასტროფამ აშშ-ის ეკონომიკას დაარტყა – კომპანიამ 40 მილიარდი დოლარი იზარალა
Boeing-ის კატასტროფამ აშშ-ის ეკონომიკას დაარტყა - კომპანიამ 40 მილიარდი დოლარი იზარალა

Boeing-ის კატასტროფამ აშშ-ის ეკონომიკას დაარტყა – კომპანიამ 40 მილიარდი დოლარი იზარალა

ამერიკული ავიაგიგანტის, კომპანია Boeing-ის საბაზრო ღირებულება მარტში 40 მილიარდი დოლარით არის შემცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს. არსებული მონაცემებით, მარტში Boeing-ის აქციებზე ფასი 18%-ით არის შემცირებული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მისი აქტივების ჯამური ღირებულება  40 მილიარდი დოლარით შემცირდა.

შემცირების მიზეზი ეთიოპიაში Boeing 737 MAX-ის ჩამოვარდნა გახდა. შეგახსენებთ, რომ ეთიოპიის ავიახაზების ბოინგ „737 მაქს 8″-მ ავიაკატასტროფა 10 მარტს განიცადა.

ცნობისთვის, ამავე ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა ხუთი თვის წინაც განიცადა. ამის შემდეგ საერთაშორისო მასშტაბით რიგმა ქვეყნებმა აღნიშნული ბოინგისთვის საჰაერო სივრცე დროებით დახურეს. ავიაკომპანიების ნაწილმა კი მისი მოხმარება დროებით შეაჩერა.

Share