Home » ბიზნესი » Boeing და Airbus საქართველოში წარმოებულ თვითმფრინავების ნაწილებს შეიძენენ
Boeing და Airbus საქართველოში წარმოებულ თვითმფრინავების ნაწილებს შეიძენენ

Boeing და Airbus საქართველოში წარმოებულ თვითმფრინავების ნაწილებს შეიძენენ

თბილისში სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC) მშენებლობა სრულდება. საწარმოში ამ დროისთვის ტექნიკა-დანადგარების აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს, პირველი პროდუქცია კი მზად 2018 წლის ბოლოს იქნება და ის მთლიანად ექსპორტზე გავა. საწარმოში თვითმფრინავებისთვის აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები დამზადდება, რომელსაც მსოფლიო ავიაციის ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეები Boeing, Airbus და Bombardier შეიძენენ.

თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას საფუძველი „საპარტნიორო ფონდმა“ ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად ჩაუყარა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 85 მილიონი დოლარია. კომპანიაში დღეისათვის 60-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, რომლებმაც ერთწლიანი გადამზადება ისრაელში გაიარეს. ქარხანაში 2018 წლის განმავლობაში თანამშრომელთა რაოდენობა 80-ზე მეტს მიაღწევს, ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ კი, 300 ადამიანის დასაქმება იგეგმება.

ქარხნის დანადგარებით აღჭურვის პროცესი დღეს „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობამ პარტნიორი კომპანიების მენეჯმენტთან ერთად დაათვალიერეს. როგორც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია „ბოინგთან“ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

„2018 წლის ბოლოდან ქართული პროდუქციით მსოფლიოს ავიაინდუსტრიის წამყვანი კომპანიებიმომარაგდებიან. საქართველოში დამზადებული პროდუქცია თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიით იწარმოება, რაც საერთაშორისო დონის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო კი, იმის გარანტიას იძლევა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ფასი კონკურენტული იყოს“, – განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება და დანადგარებით აღჭურვის შემდეგ, ბოლო ეტაპი პროდუქციის სერტიფიცირება იქნება. სწორედ საჭირო სერტიფიკატების მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი, საქართველოში წარმოებული პროდუქცია მსოფლიო ავიაციის წამყვანმა კომპანიებმა შეიძინონ.

 

 

რომელი კომპანიის ქართულ ღვინოებს ანიჭებთ უპირატესობას?

  • შატო მუხრანი (16%, 182 Votes)
  • მეღვინეობა ხარება (13%, 151 Votes)
  • კახური ტრადიციული მეღვინეობა (13%, 143 Votes)
  • სხვა (12%, 138 Votes)
  • თელიანი ველი (8%, 89 Votes)
  • ბადაგონი (7%, 78 Votes)
  • თბილვინო (5%, 54 Votes)
  • მეღვინეობა შილდა (5%, 53 Votes)
  • GWS (5%, 53 Votes)
  • მილდიანი (5%, 51 Votes)
  • ქვევრის მზე – ტყუპები (4%, 49 Votes)
  • იკანო (4%, 48 Votes)
  • ასკანელი ძმები (4%, 43 Votes)

ხმების რაოდენობა: 880

Loading ... Loading ...
Share