Home » საზოგადოება » Bloomberg: საქართველოს დემოკრატია რუსულ ჩრდილში ექცევა
Bloomberg: საქართველოს დემოკრატია რუსულ ჩრდილში ექცევა

Bloomberg: საქართველოს დემოკრატია რუსულ ჩრდილში ექცევა

ცნობილი გამოცემა “ბლუმბერგი” საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით – საქართველოს დემოკრატია რუსულ ჩრდილში ექცევა.

“ბანკები და ფინანსები” სტატიის ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

“ვარდების რევოლუცია, ცივი ომის შემდგომი ომის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და იმედიანი ეპიზოდი, რამდენიმე კვირის შემდგომ 15 წლიან იუბილეს აღნიშნავს. 2003 წლის ნოემბერში 20 დღის განმავლობაში მოქალაქეები თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ. თვის ბოლოს, აქციები პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა და ახალი საქართველოც დაიბადა.

საქართველოში მიმდინარე პროცესები იმ დროს დასავლეთში შეფასდა როგორც დემოკრატიის ტრიუმფი. დღეს, ეს პოსტ-საბჭოთა ქვეყანა კი საფრთხის წინაშეა”, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში არსებობს ძლიერი ოპოზიცია და თავისუფალი მედია, ქართველების უმრავლესობა თავს ევროპელებად მიიჩნევენ და პოლიტიკოსების უმრავლესობა ღიად აფიქსირებს თავიანთ მისწრაფებას ნატოში გაწევრიანების კუთხით. აღნიშნულია ისიც, რომ 2013 წელს მიხეილ საკააშვილმა არჩევნებში წაგების შემდგომ ხელისუფლების სადავეები მშვიდობიანად გადააბარა გამარჯვებულ პარტიას.

“დღესდღეისობით საქართველოში დომინანტობს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში”, – აღნიშნავს გამოცემა.

სტატიაში ასევე ნახსენებია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია, რომელიც როგორც სტატიაშია აღნიშნული საქართველოს მოლდოვიზაციის საფრთხეს ხედავს, სადაც ოლიგარქებმა პროდასავლური პოლიტიკით დაიწყეს პოლიტიკური დღის წესრიგი, თუმცა ნელ-ნელა რუსული ორბიტისკენ გადაიქაჩნენ. ეს საფრთხე კი საქართველოშიც დგას, განსაკუთრებით მას შემდგომ რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ქვეყნის ერთ მეხუთედის ოკუპაცია მოახერხეს.

“ჩვენი ყველა მიღწევება რისკის წინაშეა. საქართველო გადაიქცა ოლიგარქის კონტროლირებად სახელმწიფოდ, სადაც ერთ ადამიანს შეუძლია პრემიერ-მინისტრის გადაყენება და მისი ოპონენტების დააპატიმრება. დღევანდელ დღეს, ქართული ინსტიტუციები გაცილებით ნაკლებად კორუმპირებული არიან, ვიდრე 1990-იან წლებში.  აშშ-სთან ღრმა სამხედრო ურთიერთობა გვაკავშირებს, რომელიც ტრამპის გაპრეზიდენტების შემდგომ უფრო გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული ძალებია განლაგებული, ხელისუფლების დამოუკიდებლობა კვლავ მოსკოვიდანაა განპირობებული”, – აცხადებს ბოკერია.

სტატიაში ოქტომბრის თვეში საქართველოში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნებიცაა ნახსენები, რომელშიც “ქართული ოცნება” მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს, რომელმაც აგვისტოს ომის დაწყებაში სააკაშვილი და იმჟამინდელი ხელისუფლება დაადანაშაულა, თუმცა შემდგომ განმარტა, რომ რუსეთმა დაიპყრო საქართველოს ნაწილი, რისი საბაბიც სააკაშვილმა მისცა მათ.

სტატიაში ნახსენებია აშშ-ის ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი, რომელიც ომის პერიოდში ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას საქართველოში. ტეფტის თქმით, რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამ ომისთვის, გადიოდა სამხედრო წვრთნებს. მიზანი კი სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენება იყო.

სტატიაში ასევე ნახსენებია, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, რომელიც იხსენებს თუ როგორ უთხრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას, რომ რუსეთს სააკაშვილის მტავრობის ჩამოგდება ჰქონდა განზრახული. როგორც გამოცემა წერს, რუსეთს ეს 2008 წელს არ გამოუვიდა, ახლა კი ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც თავისი სიმდიდრე პოსტ-საბჭოთა პერიოდში დააგროვა, ქვეყნის დემოკრატიას საფრთხის ქვეშ აყენებს, რომლის შენებაც სააკაშვილის პერიოდში დაიწყო და ვარდების რევოლუციის 15 წლის იუბილე იქნება ტკბილ-მწარე.

სანდრო პირველი

Share